სს „ქიმიკოსის“ აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/06/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

 

სს „ქიმიკოსის“ აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ

 

ფიზიკური პირი, საქართველოს მოქალაქე რევაზ ყურშუბაძე (პირადი ნომერი 61003004355), როგორც სააქციო საზოგადოების „ქიმიკოსის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 245400739), ჩვეულებრივი სახელობითი აქციების 95.58598 პროცენტის მფლობელი, ვმოქმედებ რა საქართველოს კანონის „მეწარმეთა შესახებ“ 534 მუხლით მინიჭებული აქციათა სავალდებულო მიყიდვის (გამოსყიდვის) უფლებით, ვაცხადებ დანარჩენი (მინორიტარი) აქციონერებისაგან მათ საკუთრებაში არსებული სს „ქიმიკოსის” ჩვეულებრივი სახელობითი აქციების სამართლიან ფასად გამოსყიდვის შესახებ.

ამ განცხადების გამოქვეყნებიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ (ნებისმიერ პერიოდში), „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 534 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXIV2 თავით დადგენილი ნორმების შესაბამისად, მე, რევაზ ყურშუბაძე განცხადებით მივმართავ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს აქციათა სავალდებულო მიყიდვისა და, შესაბამისად, აქციათა სამართლიანი ფასისა და გამოსყიდვის სააღრიცხვო დღის დადგენის შესახებ.

სს „ქიმიკოსის“ აქციების სავალდებულო მიყიდვის შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, ყველა დარჩენილი აქციის გამოსასყიდი თანხა,  „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 534 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ჩემ მიერ უვადოდ განთავსდება სს „ქიმიკოსის“ დანარჩენ აქციონერთა სასარგებლოდ გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე სს „საქართველოს ბანკში“. აღნიშნულის შესახებ სს „ქიმიკოსის“ აქციონერებს ეცნობებათ კანონით გათვალისწინებული წესით და მათ შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ მათ საკუთრებაში არსებული აქციების შესაბამისი თანხა, სასამართლოს მიერ დადგენილ აქციათა სამართლიანი ფასის შესაბამისად.

აქციათა გამოსყიდვის მიზეზებია: სს „ქიმიკოსის“ რესტრუქტურიზაცია, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის რეორგანიზაცია, მართვის ოპტიმიზაცია და, შესაბამისად, მმართველობითი ხარჯების მინიმიზაცია.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მომმართოთ მე, რევაზ ყურშუბაძეს, ქ. ბათუმში, ბაგრატიონის ქ. №97 (სააქციო საზოგადოების ოფისი), მობ.: 555552588, ან მის წარმომადგენელს – სს „ინდუსტრია-ინვესტს“ ქ. ბათუმში, ზურაბ გორგილაძის ქ., №37, ოფისი 19, ტელეფონი (422)270596, მობ.: 577408017.

აქციონერებს აქციებზე საკუთრების უფლება შეუძლიათ დააზუსტონ სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელ რეგისტრატორთან“ თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირი, 74, ტელეფონი 2225351, 2251560, ან ქ. ბათუმში, ზურაბ გორგილაძის ქ., 37, ოფისი 19, ტელეფონი 599158806.

 

რევაზ ყურშუბაძე