შპს „კოლხის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/ 8772-2012
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
201 6 წლის 25 მაისი
ქ . თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა განიხილა შპს „კოლხის”კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი,
გამოარკვია :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია გადახდისუუნარობის საქმე შპს „კოლხის” მიმართ.
2016 წლის 20 მაისს შპს „კოლხის” გაკოტრების მმართველმა განცხადებით მომართა სასამართლოს და მოითხოვა კრედიტორთა კრების მოწვევა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოთხოვნის განხილვის, სსიპ შემოსავლების სამსახურის მოთხოვნის და წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლის და შპს „დარიალი 2007”-ის ჩანაცვლების საკითხების განხილვის მიზნით.
სასამართლომ განიხილა განცხადება, საქმეში არსებული მასალები, მიაჩნია, რომ მოწვეული უნდა იქნეს შპს „კოლხის” კრედიტორთა კრება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოთხოვნის განხილვის, სსიპ შემოსავლების სამსახურის მოთხოვნის და წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლის და შპს „დარიალი 2007”-ის ჩანაცვლების საკითხების განხილვის მიზნით.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე შეტყობინება უნდა გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.“
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე, 30-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,
დაადგინა :
1. მოწვეულ იქნეს შპს „კოლხის“კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით:
1.1.ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოთხოვნის განხილვა.
1.2 სსიპ შემოსავლების სამსახურის მოთხოვნის და წარმოდგენილი მტკიცებულებების განხილვა.
1.3 შპს „დარიალი 2007”-ის უფლებამონაცვლეობის საკითხის განხილვა.
2. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2016 წლის 1 ივლისს 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის №24 სხდომათა დარბაზში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ №6).
3. დაევალოს შპს „კოლხის” გაკოტრების მმართველს კრედიტორებისათვის კრების ჩატარების შესახებ შეტყობინებების გაგზავნა, მასვე დაევალოს განჩინების გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე.
4. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი