სს „ელმავალმშენებლის" აქციათა 87%-ის მფლობელი აქციონერის შპს ლოკო ტრანს კომპანის ("LOKO TRANS COMPANY” LTD)-ის გადაწყვეტილება

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/06/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

შპს ლოკო ტრანს კომპანი

LOKO TRANS COMPANY” LTD

სს ელმავალმშენებლის აქციათა 87%- ის მფლობელი აქციონერის

შპს ლოკო ტრანს კომპანის ( LOKO TRANS COMPANY” LTD) - ის

გადაწყვეტილება

2016 წლის 9 ივნისი

სს „ელმავალმშენებლის“ წესდების 19.5 პუნქტისა და საქართველოს კანონის „მეწარმეთა შესახებ“ 54.11 პუნქტის შესაბამისად, სს „ელმავალმშენებლის“ საწესდებო კაპიტალში აქციების 87%-ის მფლობელმა აქციონერმა შპს ლოკო ტრანს კომპანი (LOKO TRANS COMPANY LTD) (დარეგისტრირებული სავაჭრო რეესტრში ნომრითC 46598, მისამართი: პიაცა ტიგნე, ტიგნე ფოინთ #5, TP 01 სლიემა, მალტა(5 Pjazza Tigne, Tigne Point, TP 01 Sliema, Malta),წარმოდგენილი მისი დირექტორის, ბ-ნ კარლ მაგრის სახით, მოქმედებს რა წესდებაში არსებული პუნქტების საფუძველზე, განიხილა შემდეგი საკითხები:

 

1.              სს ,,ელმავალმშენებლის” გენერალური დირექტორის გ. ბოიარსკიხის ანგარიში სს ,,ელმავალმშენებლის” მიერ 2015წელს გაწეული მუშაობის შედეგების შესახებ.

2.              სს ,,ელმავალმშენებლის” სამეთვალყურეო საბჭოს ანგარიში 2015წელს გაწეული მუშაობის შესახებ.

3.              სს ,,ელმავალმშენებლის” სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორთა საბჭოს ერთობლივი წინადადება 2015წელს მიღებული წმინდა მოგების განაწილების შესახებ.

4.              2016წლისთვის სს ,,ელმავალმშენებლის” აუდიტორ ი ს არჩევა.

ზემოაღნიშნული საკითხების განხილვის შედეგად მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილებები:

1.    დამტკიცდეს სს ,,ელმავალმშენებლის” გენერალური დირექტორის გ. ბოიარსკიხის ანგარიში სს ,,ელმავალმშენებლის” მიერ 2015 წელს გაწეული მუშაობის შედეგების შესახებ.

2.    დამტკიცდეს სს ,,ელმავალმშენებლის” სამეთვალყურეო საბჭოს ანგარიში 2015 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.

3.    დათანხმდეს სს ,,ელმავალმშენებლის” სამეთვალყურეო საბჭოს და დირექტორთა საბჭოს ერთობლივ წინადადებას – 2015 წელს სამეურნეო საქმიანობიდან მიღებული წმინდა მოგება 4 012 732 (ოთხი მილიონ თორმეტი ათას შვიდას ოცდათორმეტი) ლარი განაწილდეს შემდეგნაირად:

1.    მიღებული წმინდა მოგებიდან 20%-ის შესაბამისი 802 546,40 (რვაას ორი ათას ხუთას ორმოცდაექვსი ლარი 40 თეთრი) ლარი განაწილდეს დივიდენდის სახით სააქციო საზოგადოების თითოეული აქციონერის მფლობელობაში არსებული აქციების ოდენობის პირდაპირ პროპორციულად, კერძოდ:

1.1  საქართველოს სახელმწიფო (6 465 650 აქცია), შესაბამისად, 102 444,08 (ას ორი ათას ოთხას ორმოცდაოთხი ლარი 08 თეთრი) ლარი;

1.2  „Loko Trans Company LTD“ (44 118 535 აქცია), შესაბამისად, 698 215,37 (ექვსას ოთხმოცდათვრამეტი ათას ორას თხუთმეტი ლარი 37 თეთრი) ლარი;

1.3  დანარჩენი აქციონერები (2591 აქციონერი), სულ 119 232 აქცია, თითოეულ აქციონერს – 46 აქცია; შესაბამისად,სულ – 1 886,95 (ერთი ათას რვაას ოთხმოცდაექვსი ლარი 95 თეთრი) ლარი, თითოეულს – 0,73 ლარი.

4.    მიღებული წმინდა მოგებიდან 80%-ის შესაბამისი 3 210 186,60 (სამი მილიონ ორას ათი ათას ას ოთხმოცდაექვსი ლარი 60 თეთრი) ლარი დარჩეს გაუნაწილებელი.

5.    სს ,,ელმავალმშენებლის” სამეთვალყურეო საბჭოს წინადადების თანახმად, სს ,,ელმავალმშენებლის” აუდიტორად 2016 წლისთვის არჩეულ იქნას შპს„ფორმენი” (საიდენტიფიკაციო კოდი #205214917, დარეგისტრირებული 2007 წლის 19 ივლისს თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ).

 

 

შპს„ლოკო ტრანს კომპანის“(LOKO TRANS COMPANY LTD) დირექტორი

წარმოდგენილი ბ-ნ კარლ მაგრის სახით