ტყიბულის მუნიციპალიტეტის უმწეოთა სასადილოში ბენეფიციარების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 30.06.2016
ძალის დაკარგვა 05.03.2018
გამომცემი ორგანო ტყიბულის მუნიციპალიტეტი
ნომერი №19
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.125.016211
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/07/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ კუბლაშვილი | ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევისა და რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 27.02.2018
დოკუმენტის ტექსტი
ტყიბულის მუნიციპალიტეტის უმწეოთა სასადილოში ბენეფიციარების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №19
2016 წლის 30 ივნისი
ქ. ტყიბული
ტყიბულის მუნიციპალიტეტის უმწეოთა სასადილოში ბენეფიციარების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 61-ე მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის საფუძველზე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ტყიბულის მუნიციპალიტეტის უმწეოთა სასადილოში ბენეფიციარების შერჩევის წესი, დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ კუბლაშვილი
დანართი 1
ტყიბულის მუნიციპალიტეტში უმწეოთა სასადილოში
ბენეფიციართა შერჩევის წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
ტყიბულის მუნიციპალიტეტში უმწეოთა სასადილოში ბენეფიციარების შერჩევის წესის (შემდგომში - წესი), მიზანია განისაზღვროს უმწეოთა სასადილოს ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი ორგანოები და დადგინდეს კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც მოხდება პირთა რეგისტრაცია და განაწილება სასადილოში.
მუხლი 2🔗.
ტერმინ ტერმინთა განმარტება
ამ წესისთვის ტერმინებს აქვთ შემდეგი განმარტება:
ა) უმწეოთა სასადილო - ტყიბულის მუნიციპალიტეტში არსებული კვების ობიექტი, რომელიც უსასყიდლოდ ემსახურება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ უმწეო მდგომარეობაში მყოფ პირებს;
ბ) ბენეფიციარი - პირი, რომელიც სარგებლობს უმწეოთა სასადილოს მომსახურებით;
გ) გამგეობა - დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს უმწეოთა სასადილოს ფუნქციონირებას;
დ) რეგისტრაცია - უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის აღრიცხვა ბენეფიციარად;
ე) საცხოვრებელი ადგილი - პირის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრირებულია სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის მონაცემებით;
ვ) სამსახური - ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური.
მუხლი 3🔗.
ბენეფიციართა რეგისტრაცია
1. უმწეოთა სასადილოში ბენეფიციარად რეგისტრაციის მიზნით პირი განცხადებით მიმართავს ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელს(შემდგომში-გამგებელი).
2. განცხადებას თან უნდა ახლდეს:
ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ბ) სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან.
3. განცხადებას განიხილავს და ამ წესთან შესაბამისობაში ადგენს სამსახური.
4. ბენეფიციართა აღრიცხვიანობა იწარმოებს გამგებლის ბრძანებით დამტკიცებულ ჟურნალში.
5. უმწეოთა სასადილოს მომსახურების მიღების შემთხვევაში განხორციელდეს გამგებლის ბრძანებით დამტკიცებულ აღრიცხვის ჟურნალში ხელმოწერის დადასტურებით.
მუხლი 4🔗.
ბენეფიციარის შერჩევის კრიტერიუმები
1. ბენეფიციარად რეგისტრირდება პირი, რომელიც აღრიცხულია სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში და იღებს სოციალურ დახმარებას.( 0-დან 65 000 ქულა).
2. გამგებელი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება პირის ბენეფიციარად რეგისტრაციის შესახებ, თუ იგი ვერ აკმაყოფილებას ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირობებს, მაგრამ მისი შემოსავალი ნაკლებია საარსებო მინიმუმზე და მოკლებულია შესაძლებლობას დამოუკიდებლად უზრუნველყოს მინიმალური ფიზიოლოგიური და სოციალური მოთხოვნილების დაკმაყოფილება.
3. გამგებლის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირის რეგისტაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებამდე საკითხს განიხილავს და შესაბამის დასკვნას გასცემს სამსახური.
მუხლი 5🔗.
უარი ბენეფიციარად რეგისტრაციაზე.
გამგეობა უფლებამოსილია უარი განაცხადოს პირის რეგისტრაციაზე იმ შემთხვევაში, თუ იგი ვერ აკმაყოფილებს ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს ან/და შევსებულია ბენეფიციართა საერთო რაოდენობა.
მუხლი 6🔗.
ბენეფიციარის რეგისტრაციიდან მოხსნა
გამგებელი იღებს გადაწყვეტილებას ბენეფიციარის რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე, თუ:
ა) ბენეფიციარმა პირადი განცხადებით მიმართა აღნიშნულის შესახებ;
ბ) ბენეფიციარი არ აკმაყოფილებს ამ წესის მე-4 მუხლით დადგენილ კრიტერიუმებს;
გ) ბენეფიციარის საცხოვრებელი ადგილი არ მდებარეობს მუნიციპალიტეტის საზღვრებში;
დ) ბენეფიციარი თვის განმავლობაში 10 დღე არ სარგებლობს უმწეოთა სასადილოს მომსახურებით და აღნიშნული არ არის გამოწვეული საპატიო მიზეზით;
ე) ბენეფიციარი გარდაიცვალა.
მუხლი 7🔗.
უმწეოთა სასადილოში ბენეფიციართა რაოდენობა
უმწეოთა სასადილოში დასარეგისტრირებულ ბენეფიციართა საერთო რაოდენობა განისაზღვრება არაუმეტეს 100 ბენეფიციარით.
მუხლი 8🔗.
გარდამავალი დებულებები
1. პირი რომელიც ამ წესის ამოქმედებამდე სარგებლობდა უმწეოთა სასადილოს მომსახურებით, ბენეფიციარად შეიძლება დარეგისტრირდეს გამგეობის მიერ, ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის გარეშე. ამ მიზნით სამსახური ამოწმებს ამ პუნქტში მითითებულ პირთა შესახებ არსებულ მონაცემებს და გამგებელს წარუდგენს წინადადებას პირის ბენეფიციარად რეგისტრაციის, ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.
2. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ამ წესის მე-6 მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთი საფუძველი, გამგებელი იღებს გადაწყვეტილებას ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პირის რეგისტრაციაზე უარის თქმის ან/და რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ.