ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევისა და რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (11 მუხლი)
|
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №31 |
|
2018 წლის 27 თებერვალი ქ. ტყიბული |
|
ა) უფასო სასადილო – ტყიბულის მუნიციპალიტეტში არსებული კვების ობიექტი, რომელიც უსასყიდლოდ ემსახურება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს;
ბ) ბენეფიციარი – პირი, რომელიც სარგებლობს უფასო სასდილოს მომსახურებით;
გ) მერია – დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს უფასო სასადილოს ფუნქციონირებას;
დ) რეგისტრაცია – სოციალურად დაუცველი მოქალაქეების აღრიცხვა ბენეფიციარად;
ე) საცხოვრებელი ადგილი – პირის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრირებულია სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის მონაცემებით;
ვ) სტრუქტურული ერთეული – ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური.
2. განცხადებას თან უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ბ) სარეიტინგო ქულა, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან.
3. განცხადებას განიხილავს და ამ წესთან შესაბამისობას ადგენს სტრუქტურული ერთეული.
4. ბენეფიციართა აღრიცხვიანობა წარმოებს მერის ბრძანებით დამტკიცებული სარეგისტრაციო ჟურნალით.
5. უფასო სასადილოს ბენეფიციარის მიერ მომსახურების მიღების დადასტურება ხორციელდება მერის ბრძანებით დამტკიცებული აღრიცხვის ჟურნალში ბენეფიციარის ხელმოწერით.
2. მერი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება პირის ბენეფიციარად რეგისტრაციის შესახებ, თუ იგი ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირობებს, მაგრამ მისი შემოსავალი ნაკლებია საარსებო მინიმუმზე და მოკლებულია შესაძლებლობას დამოუკიდებლად უზრუნველყოს მინიმალური ფიზიოლოგიური და სოციალური მოთხოვნილების დაკმაყოფილება.
3. მერის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირის რეგისტრაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებამდე საკითხს განიხილავს და შესაბამის დასკვნას გასცემს სტრუქტურული ერთეული.
ა) ბენეფიციარმა პირადი განცხადებით მიმართა აღნიშნულის შესახებ;
ბ) ბენეფიციარი არ აკმაყოფილებს ამ წესის მე-4 მუხლით დადგენილ კრიტერიუმებს;
გ) ბენეფიციარის საცხოვრებელი ადგილი არ მდებარეობს ტყიბულის მუნიციპალიტეტის საზღვრებში;
დ) ბენეფიციარი თვის განმავლობაში ათი კალენდარული დღე არ სარგებლობს უფასო სასადილოს მომსახურებით და აღნიშნული არ არის გამოწვეული საპატიო მიზეზით;
ე) ბენეფიციარის მიერ დარღვეული იქნა საზოგადოებრივი წესრიგი ზედიზედ ორჯერ;
ვ) ბენეფიციარი გარდაიცვალა.
2. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ამ წესის მე-6 მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთი საფუძველი, მერი იღებს გადაწყვეტილებას ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პირის რეგისტრაციაზე უარის თქმის ან/და რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევისა და რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 27.04.2018.
- როდის იქნა მიღებული „ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევისა და რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“?
- „ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევისა და რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 27.02.2018. მიმღები ორგანო — ტყიბულის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №31. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.125.016297.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევისა და რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 27.04.2018-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევისა და რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 11 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევისა და რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევისა და რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.04.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევისა და რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“, №31, 27.02.2018, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.125.016297 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.04.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4079335/