ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმებთან მაუწყებელთა დაშვების წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 30.06.2016
ძალაში შესვლა 01.07.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
ნომერი №5
სარეგისტრაციო კოდი 320110000.17.010.016055
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/06/2016
matsne.gov.ge 1,718 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.06.2016 მიღება
01.07.2016 ძალაში შესვლა
📖 ტერმინთა განმარტებები (3)
ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმა
მულტიპლექსპლატფორმა, რომელიც განკუთვნილია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საეთერო მაუწყებლების განსათავსებლად
მუხლი 2
„P”
პროგრესული განფენა სტრიქონების მიხედვით
მუხლი 2
„I”
მონაცვლეობითი (სტრიქონგამოშვებით) განფენა.
მუხლი 2
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის აუდიოვიზუალური პროდუქციის ხელმისაწვდომობის წესის დამტკიცების თაობაზე 78% 27.06.2024 ფარმაცევტული პროდუქტის საბითუმო რეალიზაციის პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 78% 25.04.2017 „ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების ხარისხის განსაზღვრისა და შემოწმების წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება 77% 10.05.2018 მზღვეველისა და სადაზღვევო ბროკერის მიერ ინტერნეტით სადაზღვევო პროდუქტის გაყიდვის ან/და მომსახურების გაწევის პროცესის მიმართ მოთხოვნების დადგენის თაობაზე საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება 74% 12.12.2023 სულხან სალაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 72% 12.11.2020

დოკუმენტის ტექსტი

ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმებთან მაუწყებელთა დაშვების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება №5 2016 წლის 30 ივნისი ქ. თბილისი ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმებთან მაუწყებელთა დაშვების წესის დამტკიცების თაობაზე „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (www.matsne.gov.ge, 13.05.2016, სარეგისტრაციო კოდი: 320110000.05.001.018102) მე-2 მუხლის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმებთან მაუწყებელთა დაშვების წესი“ თანდართული სახით. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის პირველი ივლისიდან. კომისიის წევრიკახი ბექაურიკომისიის წევრიმერაბ ქათამაძეკომისიის წევრიგიორგი ფრუიძეთავმჯდომარევახტანგ აბაშიძე ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმებთან მაუწყებელთა დაშვების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმებთან მაუწყებელთა დაშვების წესი (შემდგომში – „დაშვების წესი“) შემუშავებულია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში – „კომისია“) მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (www.matsne.gov.ge, 13.05.2016, სარეგისტრაციო კოდი: 320110000.05.001.018102) მე-2 მუხლის შესაბამისად. 2. დაშვების წესით განისაზღვრება მაღალი გარჩევადობის ფორმატი, ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმებთან „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საეთერო ტელემაუწყებლობაზე ავტორიზებულ მაუწყებელთა (შემდგომში – „ავტორიზებული მაუწყებლები“) დაშვების პროცესში ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელის, (შემდგომში – „ქსელის ლიცენზირებული ოპერატორი“) ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის მფლობელი ავტორიზებული პირის (შემდგომში – „ქსელის ავტორიზებული ოპერატორი“), შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრისა“ და ავტორიზებული მაუწყებლების უფლებამოსილებები და ვალდებულებები, დაშვების წესი, დაშვების რიგითობის წესი და პროცედურები. მუხლი 2🔗. დაშვების წესში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება დაშვების წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმა – მულტიპლექსპლატფორმა, რომელიც განკუთვნილია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საეთერო მაუწყებლების განსათავსებლად; ბ) „P” – პროგრესული განფენა სტრიქონების მიხედვით; გ) „I” – მონაცვლეობითი (სტრიქონგამოშვებით) განფენა. მუხლი 3🔗. მაღალი გარჩევადობის ფორმატი 1. მაღალი გარჩევადობის ფორმატი წარმოადგენს ტელემაუწყებლობის სტანდარტს, რომელიც განისაზღვრება პიქსელების რაოდენობის და პროგრესული და მონაცვლეობითი განფენის მიხედვით და რომლის გამოყენების დროს მაუწყებლის მიერ გადაცემული სიგნალის გამოსახულება შეიცავს: ა) 1080p (ანუ 1920 x 1080p) და 1080i (ანუ 1920 x 1080i): 2,073,600 პიქსელს თითოეულ კადრში; ბ) 720 p (ანუ 1280 x 720p): 921,600 პიქსელს თითოეულ კადრში. 2. ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის ფარგლებში მაღალი გარჩევადობის (HD) ფორმატის მონაცემთა მიწოდება უნდა განხორციელდეს 8 მგბ/წმ (ვიდეო გამოსახულების – მინიმუმ 7 მგბ/წმ) სიჩქარით. მუხლი 4🔗. სტანდარტული გარჩევადობის ფორმატი 1. სტანდარტული გარჩევადობის ფორმატი წარმოადგენს ტელემაუწყებლობის სტანდარტს, რომელიც განისაზღვრება პიქსელების რაოდენობის და პროგრესული და მონაცვლეობითი განფენის მიხედვით და რომლის გამოყენების დროს მაუწყებლის მიერ გადაცემული სიგნალის გამოსახულება შეიცავს: 576 p (ანუ 720 x 576p): 414,720 პიქსელს თითოეულ კადრში. 2. MPEG-4 ტექნოლოგიის გამოყენების შემთხვევაში ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის ფარგლებში სტანდარტული გარჩევადობის (SD) ფორმატის მონაცემთა მიწოდება უნდა განხორციელდეს 2.15 მგბ/წმ (ვიდეო გამოსახულების – მინიმუმ 1.7 მგბ/წმ) სიჩქარით, ხოლო MPEG-2 ტექნოლოგიის გამოყენების შემთხვევაში სტანდარტული გარჩევადობის (SD) ფორმატის მონაცემთა მიწოდება უნდა განხორციელდეს 3 მგბ/წმ (ვიდეო გამოსახულების – მინიმუმ 2.4 მგბ/წმ) სიჩქარით. მუხლი 5🔗. დაშვების წესი და პროცედურები 1. ქსელის ლიცენზირებული/ავტორიზებული ოპერატორი ვალდებულია: ა) ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმასთან ავტორიზებული მაუწყებლები დაუშვას არადისკრიმინაციული, ერთგვაროვანი პირობებით და ხარჯზე ორიენტირებული ტარიფით, აგრეთვე მიაწოდოს მათ ერთგვაროვანი ხარისხის მომსახურება; ბ) უზრუნველყოს ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმაში არსებულ თავისუფალ რესურსთან ავტორიზებული მაუწყებლის დაშვება, დაშვების წესით განსაზღვრული რიგითობის პროცედურის დაცვით; გ) მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმაში არსებულ თავისუფალ რესურსთან დაშვების მსურველი ავტორიზებული მაუწყებლის დაშვება, მის მიერ ამ მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებიდან არაუგვიანეს 2 თვის ვადაში; დ) კომისიას აცნობოს და გამოაქვეყნოს ინფორმაცია ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმაში თავისუფალი რესურსის არსებობის თაობაზე, ამ რესურსის გაჩენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში. ასევე, კომისიას აცნობოს და გამოაქვეყნოს ინფორმაცია ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმაში ათვისებული რესურსის თაობაზე; ე) ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმაში რესურსის გამოთავისუფლების თაობაზე ქსელში დაშვების მსურველ რიგითობით პირველ ავტორიზებულ მაუწყებელს წერილობით აცნობოს რესურსის გამოთავისუფლებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში; ვ) კომისიას წარუდგინოს და გამოაქვეყნოს საკუთარ ქსელთან დაშვების შეთავაზების წინადადება (მოწვევის ოფერტა), რომელიც უნდა შეიცავდეს დეტალურ ინფორმაციას ქსელის ტექნიკური პარამეტრების, თავისუფალი რესურსის, დაშვების ტარიფის შესახებ. 2. შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრი“ ვალდებულია საკუთარ ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმაში თავისუფალი რესურსის არსებობის თაობაზე ინფორმაცია აცნობოს კომისიას, საზოგადოებრივ მაუწყებელს და გამოაქვეყნოს საკუთარ ვებგვერდზე, ასეთი რესურსის გაჩენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში. ამასთან, შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრი“ ვალდებულია კომისიას წარუდგინოს და გამოაქვეყნოს ქსელის ლიცენზირებული ოპერატორის საკუთარ ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმასთან დაშვების შეთავაზების წინადადება (მოწვევის ოფერტა). 3. ქსელის ლიცენზირებული ოპერატორის ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმაში თავისუფალი რესურსის არარსებობისა და ავტორიზებული მაუწყებლის თანხმობის შემთხვევაში, ავტორიზებული მაუწყებლის მოთხოვნიდან 1 თვის ვადაში, ქსელის ლიცენზირებული ოპერატორი (ეროვნული მაუწყებლის დონეზე) ვალდებულია მიმართოს შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრს“, რომელიც, თავის მხრივ, ვალდებულია უზრუნველყოს ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმაში არსებულ თავისუფალ რესურსთან ქსელის ლიცენზირებული ოპერატორის დაშვება 14 კალენდარული დღის ვადაში, ხარჯზე ორიენტირებული ტარიფით. აღნიშნულთან დაკავშირებით შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრსა“ და ქსელის ლიცენზირებულ ოპერატორს შორის ფორმდება ხელშეკრულება დაშვების თაობაზე, რომლის ვადა უნდა განისაზღვროს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების გამოყენებამდე. იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებული მაუწყებელი არ განაცხადებს თანხმობას ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრის“ კუთვნილ ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმაში ჩართვასთან დაკავშირებით, იგი ინარჩუნებს დაშვების წესის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ რიგში თავის  ადგილს. 4. იმ შემთხვევაში, თუ შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრის“ მულტიპლექსპლატფორმაში ჩართულია ერთზე მეტი ავტორიზებული მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილების გამოყენების თაობაზე შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრი“ ატყობინებს ქსელის ლიცენზირებულ ოპერატორს, რომელიც, თავის მხრივ, ხელშეკრულებას წყვეტს იმ მაუწყებელთან, რომელთანაც დაშვების თაობაზე ხელშეკრულება ბოლოს არის გაფორმებული. 5. საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების გამოყენების შემთხვევაში, შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრმა“ უზრუნველყოს დაშვების თაობაზე ხელშეკრულების მოშლამდე არანაკლებ სამი თვით ადრე წერილობითი შეტყობინების გაგზავნა ქსელის ლიცენზირებული ოპერატორისა და იმ ავტორიზებული მაუწყებლისათვის, რომელთანაც წყდება ხელშეკრულება. 6. საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძვლით, დაშვების თაობაზე ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, ავტორიზებული მაუწყებლის საქმიანობის უწყვეტობის უზრუნველსაყოფად, ქსელის ლიცენზირებული ოპერატორი ვალდებულია დაუშვას ასეთი ავტორიზებული მაუწყებელი იმ დროისთვის არსებულ თავისუფალ რესურსთან 14 კალენდარული დღის ვადაში. თავისუფალი რესურსის არარსებობის შემთხვევაში, ასეთი ავტორიზებული მაუწყებელი დაიკავებს რიგში პირველ ადგილს. 7. ქსელის ლიცენზირებული ოპერატორის ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმაში თავისუფალი რესურსის გაჩენის შემთხვევაში, შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრის“ ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმაში დაშვებული ავტორიზებული მაუწყებელი უფლებამოსილია ჩაერთოს ქსელის ლიცენზირებული ოპერატორის ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმაში. ამ შემთხვევაში, ქსელის ლიცენზირებული ოპერატორი უფლებამოსილია მოშალოს დაშვების თაობაზე ხელშეკრულება შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრთან“ ხელშეკრულების მოშლისათვის დადგენილი ვადის დაუცველად. 8. ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმაში თავისუფალი რესურსის არსებობის შემთხვევაში რიგში პირველ ადგილზე მყოფი ავტორიზებული მაუწყებელი უფლებამოსილია საეთერო მაუწყებლობაზე ავტორიზაციის გავლიდან 2 თვის განმავლობაში ჩაერთოს ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმაში. 9. თუ ავტორიზებული მაუწყებელი ავტორიზაციის გავლიდან 2 თვის განმავლობაში ან აღნიშნული ვადის დაცვით ქსელის ლიცენზირებული/ავტორიზებული ოპერატორისადმი მიმართვის შემდეგ თავისუფალი რესურსის გაჩენიდან 2 თვის განმავლობაში არ გამოიყენებს ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმაში ჩართვის უფლებას, იგი დაიკავებს იმ დროისთვის არსებული რიგის ბოლო ადგილს. 10. ავტორიზებული მაუწყებელი ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმაში ჩართვის უფლების მოპოვების მიზნით ვალდებულია: ა) წერილობით მიმართოს ქსელის ლიცენზირებულ/ავტორიზებულ ოპერატორს დაშვების თაობაზე; ბ) ამ მუხლით დადგენილი წესით გააფორმოს ხელშეკრულება დაშვების თაობაზე ქსელის ლიცენზირებულ/ავტორიზებულ ოპერატორთან; გ) ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმაში დაშვების შეთავაზების წინადადების (მოწვევის ოფერტა) შესაბამისად, ქსელის ლიცენზირებულ/ავტორიზებულ ოპერატორს მიაწოდოს მაუწყებლობის სიგნალი ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმაში განსათავსებლად საკუთარი ხარჯით, უწყვეტად. მუხლი 6🔗. რიგითობის განსაზღვრის პროცედურა 1. ქსელის ლიცენზირებული/ავტორიზებული ოპერატორის ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმაში თავისუფალ რესურსთან ავტორიზებულ მაუწყებელთა დაშვების რიგითობას განსაზღვრავს კომისია და აქვეყნებს საკუთარ ვებგვერდზე ყოველთვიურად, ან რიგითობის ცვლილებისთანავე. ქსელის ავტორიზებული/ლიცენზირებული ოპერატორი ხელმძღვანელობს კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული დაშვების რიგითობით. 2. ქსელის ავტორიზებული/ლიცენზირებული ოპერატორის ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმაში ავტორიზებულ მაუწყებელთათვის  განკუთვნილი ადგილების (არხების რაოდენობა) არანაკლებ 25%  განკუთვნილია საერთო მაუწყებლობისათვის. 3. კომისია ქსელის ლიცენზირებული/ავტორიზებული ოპერატორის ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმაში თავისუფალ რესურსთან ავტორიზებულ მაუწყებელთა დაშვების რიგითობას განსაზღვრავს შემდეგი წესის დაცვით: ა) რიგში პირველ ადგილს იკავებს ავტორიზებული მაუწყებელი, რომლის პროგრამებიც მაღალი გარჩევადობით გადაიცემა; იმ ავტორიზებულ მაუწყებელთა შორის, რომელთა პროგრამებიც მაღალი გარჩევადობით გადაიცემა, უპირატესობა მიენიჭება ავტორიზებულ მაუწყებელს, რომელმაც ავტორიზაცია სხვებზე ადრე გაიარა. იმ ავტორიზებულ მაუწყებელთა შორის, რომელთა პროგრამებიც მაღალი გარჩევადობით გადაიცემა და რომელთაც ავტორიზაცია გავლილი აქვთ ერთ დღეს, უპირატესობის მინიჭებისას გადამწყვეტია ავტორიზაციის დრო (საათი, წუთი); ბ) რიგში მეორე ადგილს იკავებს ავტორიზებული მაუწყებელი, რომლის პროგრამები სტანდარტული გარჩევადობით გადაიცემა. ასეთ ავტორიზებულ მაუწყებლებს შორის უპირატესობა მიენიჭება იმ ავტორიზებულ მაუწყებელს, რომელმაც ავტორიზაცია ყველაზე ადრე გაიარა. იმ ავტორიზებულ მაუწყებელთა შორის, რომელთა პროგრამებიც სტანდარტული გარჩევადობით გადაიცემა და რომელთაც ავტორიზაცია გავლილი აქვთ ერთ დღეს, უპირატესობის მინიჭებისას გადამწყვეტია ავტორიზაციის დრო (საათი, წუთი); გ) ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმაში თავისუფალი რესურსის არარსებობის შემთხვევაში, იმ ავტორიზებულ მაუწყებელთა შორის, რომელთა პროგრამები მაღალი გარჩევადობით გადაიცემა, რიგში პირველ ადგილს იკავებს ავტორიზებული მაუწყებელი, რომლის პროგრამები სტანდარტული გარჩევადობით გადაიცემა. ასეთ ავტორიზებულ მაუწყებლებს შორის უპირატესობა მიენიჭება იმ ავტორიზებულ პირს, რომელმაც ავტორიზაცია ყველაზე ადრე გაიარა. იმ ავტორიზებულ მაუწყებელთა შორის, რომელთა პროგრამებიც სტანდარტული გარჩევადობით გადაიცემა და რომელთაც ავტორიზაცია ერთ დღეს აქვთ გავლილი, უპირატესობის მინიჭებისას გადამწყვეტია ავტორიზაციის დრო (საათი, წუთი). მუხლი 7🔗. ხელშეკრულება დაშვების თაობაზე 1. დაშვების თაობაზე ხელშეკრულება ქსელის ლიცენზირებულ/ავტორიზებულ ოპერატორსა და ავტორიზებულ მაუწყებელს შორის ფორმდება წერილობით და ძალაში შედის მხარეთა მიერ ხელმოწერისთანავე. 2. დაშვების თაობაზე ხელშეკრულება, გარდა ქსელის ლიცენზირებული/ავტორიზებული ოპერატორის მიერ გამოქვეყნებული მოწვევის ოფერტის პირობებისა, უნდა შეიცავდეს შემდეგ პირობებს: ა) მისაწოდებელი სამაუწყებლო სიგნალის ინტერფეისის ტექნიკური აღწერილობა; ბ) ანგარიშსწორების პირობები; გ) მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის პირობები; დ) მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევით გამოწვეული ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის ვადა, რომელიც არ უნდა იყოს ერთ თვეზე ნაკლები. 3. დაშვების თაობაზე ხელშეკრულება ფორმდება ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოქმედების ვადით. ავტორიზებული მაუწყებელი უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით, ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება 6-თვიანი ვადის დაცვით. ამ შემთხვევაში ავტორიზებული მაუწყებელი იკავებს რიგში ბოლო ადგილს. მუხლი 8🔗. მაუწყებლობის განუხორციელებლობის შედეგები 1. ავტორიზებული მაუწყებელი დაკარგავს ადგილს ქსელის ლიცენზირებული/ავტორიზებული ოპერატორის ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმაში, თუ იგი საეთერო მაუწყებლობას არ ახორციელებს ზედიზედ 30 დღეზე (დღე-ღამეში 24 საათის განმავლობაში) მეტი ხნის ან წელიწადში 45 დღის (დღე-ღამეში 24 საათის განმავლობაში) განმავლობაში. ამ შემთხვევაში საეთერო მაუწყებლობაზე ავტორიზებულ მაუწყებელსა და ქსელის ლიცენზირებულ/ავტორიზებულ ოპერატორს შორის დადებული ხელშეკრულება დაშვების თაობაზე უქმდება და აღნიშნული მაუწყებელი იმ დროისთვის არსებული რიგის ბოლო ადგილზე გადაინაცვლებს. ამ პუნქტით გათვალისწინებულ ვადებში არ ითვლება ის პერიოდი, როდესაც ტელემაუწყებელი საეთერო მაუწყებლობას ვერ ახორციელებს ქსელის ლიცენზირებული ოპერატორის ან ქსელის ავტორიზებული ოპერატორის მიერ შესაბამისი ხელშეკრულების პირობების დარღვევის ან დაუძლეველი ძალის (სტიქიური უბედურება, საგანგებო მდგომარეობა, საომარი მდგომარეობა და სხვა) არსებობის გამო. 2. საეთერო მაუწყებლობის განხორციელებად ჩაითვლება ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმაში პირადი სარედაქციო პასუხისმგებლობით შექმნილი და საკუთარი სამაუწყებლო ბადით გათვალისწინებული აუდიოვიზუალური პროდუქციის გადაცემა, ისე, რომ სამაუწყებლო ბადით განსაზღვრულ დროს მაყურებლებისათვის ერთდროულად ხელმისაწვდომი იყოს. 3. ქსელის ლიცენზირებული/ავტორიზებული ოპერატორი ვალდებულია ხელშეკრულების გაუქმებამდე 7 დღით ადრე წერილობით გააფრთხილოს ავტორიზებული მაუწყებელი მაუწყებლობის განუხორციელებლობის შედეგების (ხელშეკრულების მოსალოდნელი გაუქმების) თაობაზე. 4. ავტორიზებული მაუწყებელი ვალდებულია ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმაში ჩართვიდან 15 სამუშაო დღის განმავლობაში დაიწყოს საეთერო მაუწყებლობის განხორციელება, წინააღმდეგ შემთხვევაში ავტორიზებული მაუწყებელი დაკარგავს დაშვებას და გადაინაცვლებს იმ დროისთვის არსებული რიგის ბოლო ადგილზე. 5. ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმაში ამ მუხლის პირველი და მე-4 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში ავტორიზებული მაუწყებლის მიერ საქმიანობის განუხორციელებლობის თაობაზე ქსელის ლიცენზირებული/ავტორიზებული ოპერატორი დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს კომისიას. მუხლი 9🔗. დავის განხილვა  ავტორიზებულ მაუწყებელსა და ქსელის ლიცენზირებულ/ავტორიზებულ ოპერატორს შორის დავას დაშვებასთან დაკავშირებით განიხილავს კომისია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 10🔗. გარდამავალი დებულებები 1. დაშვების წესის ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში ქსელის ლიცენზირებულმა/ავტორიზებულმა ოპერატორმა და შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრმა“ საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნონ ინფორმაცია ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმაში არსებული თავისუფალი რესურსის თაობაზე და საკუთარ ქსელთან დაშვების შეთავაზების წინადადება (მოწვევის ოფერტა). 2. დაშვების წესის ამოქმედებამდე ქსელის ლიცენზირებულ/ავტორიზებულ ოპერატორსა და ავტორიზებულ მაუწყებლებს შორის დაშვების თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულების ვადა განისაზღვროს ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოქმედების ვადით. 3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს უზრუნველყოს საეთერო მაუწყებლობაზე ავტორიზებულ პირთა ავტორიზაციის თარიღისა და ზუსტი დროის (საათი, წუთი) დაფიქსირება კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში.