ტურისტულად მნიშვნელოვანი, კულტურული და სხვა ღონისძიებების დაგეგმვის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 30.06.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №293
სარეგისტრაციო კოდი 010220030.10.003.019358
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/07/2016
matsne.gov.ge 734 სიტყვა · ~4 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის საერთაშორისო ხელოვნების საფესტივალო ცენტრის წესდების (დებულების) დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 30.12.2014 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 90% 21.11.2016 მარნეულის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 06.07.2015 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის სტრუქტურული ერთეულების - ტიპური დებულებების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 16.01.2018 მთის განვითარების ეროვნული საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 89% 19.10.2015

დოკუმენტის ტექსტი

ტურისტულად მნიშვნელოვანი, კულტურული და სხვა ღონისძიებების დაგეგმვის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №293 2016 წლის 30 ივნისი ქ. თბილისი ტურისტულად მნიშვნელოვანი, კულტურული და სხვა ღონისძიებების დაგეგმვის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შეიქმნას ტურისტულად მნიშვნელოვანი, კულტურული და სხვა ღონისძიებების დაგეგმვის საბჭო (შემდგომში − საბჭო) შემდეგი შემადგენლობით:    საქართველოს პრემიერ-მინისტრი − საბჭოს თავმჯდომარე; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი/პირველი ვიცე-პრემიერი − საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი − საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი − საბჭოს წევრი; საქართველოს ფინანსთა მინისტრი − საბჭოს წევრი; საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი − საბჭოს წევრი; საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი − საბჭოს წევრი; საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი − საბჭოს წევრი; საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი − საბჭოს წევრი; საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი − საბჭოს წევრი; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - საბჭოს წევრი; სსიპ − ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე − საბჭოს წევრი; სსიპ − კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდის დირექტორი − საბჭოს წევრი. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს თანდართული ტურისტულად მნიშვნელოვანი, კულტურული და სხვა ღონისძიებების დაგეგმვის საბჭოს  დებულება.  მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი ტურისტულად მნიშვნელოვანი, კულტურული და სხვა ღონისძიებების დაგეგმვის საბჭოს დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები   1. ეს დებულება განსაზღვრავს ტურისტულად მნიშვნელოვანი, კულტურული და სხვა ღონისძიებების დაგეგმვის საბჭოს (შემდგომში - საბჭო) უფლებამოსილებებსა და საქმიანობის წესს. 2. საბჭო თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით. მუხლი 2🔗. საბჭოს მიზნები და ამოცანები 1. საბჭოს მიზანია საქართველოში უცხოელი ტურისტების მოზიდვა და შიდა ტურიზმის განვითარება. 2. საბჭოს ამოცანაა, საბიუჯეტო სახსრების ოპტიმალური გამოყენების მიზნით, ქვეყნის ფარგლებს გარეთ განსახორციელებელი, საქართველოს მარკეტინგული და საპრომოციო აქტივობების დაგეგმვისა და განხორციელების კოორდინაცია, ასევე ქვეყნის ფარგლებში, ტურისტულად მნიშვნელოვანი, კულტურული და სხვა ღონისძიებების კორდინირებული დაგეგმვის, განხორციელებისა და მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების განხილვა-დაგეგმვის პროცესში კერძო სექტორის ჩართულობის უზრუნველყოფა. მუხლი 3🔗. საბჭოს უფლებამოსილება ამ დებულების მე-2 მუხლით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესრულების მიზნით, საბჭო: ა) განიხილავს და კოორდინაციას უწევს საქართველოს ფარგლებს გარეთ საქართველოს შესახებ მარკეტინგული და საპრომოციო აქტივობების განხორციელების მიზნით წარდგენილ ინფორმაციას,  მიზნობრივი ბაზრების, მარკეტინგული არხების, საშუალებებისა და ასეთ  აქტივობებზე განსაზღვრული ბიუჯეტის შესახებ;   ბ) ანალიზისა და კვლევების საფუძველზე, განიხილავს ჩატარებული მარკეტინგული და საპრომოციო აქტივობების შედეგებსა და მათ ეფექტიანობას; გ) კოორდინაციას უწევს ქვეყნის შიგნით ჩასატარებელი ტურისტულად მნიშვნელოვანი, კულტურული და სხვა ღონისძიებების (ფესტივალების, შოუების, კონცერტების და ა.შ.) დაგეგმვა-განხორციელებას; დ) განსაზღვრავს იმ აქტივობებისა და ღონისძიებების ტიპებს, რომელთა შესახებაც შეიტანება ინფორმაცია საქართველოს ტურისტულად მნიშვნელოვანი, კულტურული და სხვა ღონისძიებების შესახებ კალენდარში; ე) განსაზღვრავს საქართველოს ტურისტულად მნიშვნელოვანი, კულტურული და სხვა ღონისძიებების კალენდრის პერიოდს; ვ) უფლებამოსილია, მოითხოვოს ინფორმაცია ტურისტულად მნიშვნელოვანი, კულტურული და სხვა ღონისძიებების შესახებ სხვადასხვა უწყებიდან, მათ შორის, კერძო სექტორიდან; ზ) შეიმუშავებს და საქართველოს მთავრობას წარუდგენს საქართველოს ტურისტულად მნიშვნელოვანი, კულტურული და სხვა ღონისძიებების კალენდარს; თ) საჭიროების შემთხვევაში, განიხილავს საქართველოს ტურისტულად მნიშვნელოვანი, კულტურული და სხვა ღონისძიებების კალენდარში ცვლილებების შეტანის საკითხს და წარუდგენს საქართველოს მთავრობას; ი) განიხილავს საქართველოს ტურისტულად მნიშვნელოვანი, კულტურული და სხვა ღონისძიებების კალენდრით დაგეგმილი სხვადასხვა აქტივობისა და ღონისძიების მიმდინარეობის საკითხს; კ) განიხილავს და შეიმუშავებს სარეკომენდაციო ხასიათის მითითებებს, საქართველოს ტურისტულად მნიშვნელოვანი, კულტურული და სხვა ღონისძიებების კალენდრით განსაზღვრული აქტივობებისა და ღონისძიებების შესახებ, უცხოეთის პოტენციურ ბაზრებზე ინფორმაციის კოორდინირებულად და ეფექტურად გავრცელების მიზნით; ლ) შეიმუშავებს საქართველოს ტურისტულად მნიშვნელოვანი, კულტურული და სხვა ღონისძიებების კალენდრის შესრულების ანგარიშს და წარუდგენს საქართველოს მთავრობას; მ) უზრუნველყოფს უწყებათაშორისი საქმიანობის კოორდინაციასა და კერძო სექტორის ჩართულობას მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების განხილვა-დაგეგმვის პროცესში; ნ) კომპეტენციის ფარგლებში, განიხილავს ახალ ინიციატივებს და მათი განხორციელების გზებს; ო) საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილია, საქართველოს მთავრობას, კანონმდებლობის შესაბამისად, განსახილველად წარუდგინოს სხვადასხვა პროექტი, პროგრამა ან/და ინიციატივა; პ) უფლებამოსილია, ხმის უფლებით ან ხმის უფლების გარეშე, მოიწვიოს სამინისტროების, სხვა ადმინისტრაციული ორგანოების, მუნიციპალიტეტების, სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები, ასევე დამოუკიდებელი ექსპერტები, სპეციალისტები და სხვა პირები; ჟ) საჭიროების შემთხვევაში, კომპეტენციის ფარგლებში, ქმნის სამუშაო ჯგუფებს და განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს, მიზნებს და ამოცანებს. მუხლი 4🔗. საბჭოს სამდივნო 1. საბჭოს საქმიანობის ადმინისტრირებას, ორგანიზაციულ და ანალიტიკურ მხარდაჭერას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. 2. საბჭოს სამდივნო შედგება სსიპ − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ადმინისტრაციის თანამშრომელთაგან. 3. საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელობს სსიპ − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. მუხლი 5🔗. საბჭოს საქმიანობის წესი 1. საბჭოს სხდომა იმართება პერიოდულად, საბჭოს თავმჯდომარის ან  თანათავმჯდომარის ინიციატივით. 2. სხდომების დღის წესრიგს თავმჯდომარეს წარუდგენს საბჭოს სამდივნო. 3. საბჭოს სხდომას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში, თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული საბჭოს ერთ-ერთი მოადგილე. 4. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი. 5. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უბრალო უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.