1.
მუდმივად და ხანგრძლივად შესანახი საქმეები პირადი შემადგენლობის დოკუმენტების ჩათვლით გადაეცემა გამგეობის არქივს მათი საქმისწარმოებაში დასრულების შემდეგ არა უგვიანეს სამი წლისა.
2.
არქივში საქმეთა გადაცემა ხორციელდება არქივის მიერ შედგენილი გრაფიკის მიხედვით, რომელიც შეთანხმებულია არქივში დოკუმენტების ჩამბარებელი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან და დამტკიცებულია გამგებლის მიერ.
3.
სტრუქტურული ერთეულების საქმეების გამგეობის არქივში გადასაცემად მომზადების პერიოდში არქივის თანამშრომელი წინასწარ ამოწმებს მათი ფორმირებისა და გაფორმების სისწორეს, აგრეთვე, ანაწერში შეტანილ საქმეთა რაოდენობის შესაბამისობას დაწესებულების საქმეთა ნომენკლატურის შესაბამისად შემოღებულ საქმეთა რაოდენობასთან. სტრუქტურული ერთეულების მოხელეები ვალდებულნი არიან გამოასწორონ შემოწმების დროს საქმეთა ფორმირებასა და გაფორმებაში გამოვლენილი ყველა ნაკლი. საქმეების არარსებობის გამოვლენისას დგება შესაბამისი ცნობა.
4.
თითოეული საქმის მიღება ხორციელდება არქივზე პასუხისმგებელი პირის (სპეციალური თანამშრომლის) მიერ სტრუქტურული ერთეულების მოხელის თანდასწრებით. ამასთან, ანაწერის ორივე ეგზემპლარზე მასში შეტანილი თითოეული საქმის გასწვრივ კეთდება აღნიშვნა საქმის არსებობის შესახებ. ანაწერის თითოეული ეგზემპლარის ბოლოს ციფრებითა და სიტყვებით მიეთითება არქივში ფაქტობრივად მიღებულ საქმეთა რაოდენობა, არარსებულ საქმეთა ნომრები, საქმეთა მიღება-ჩაბარების თარიღი, აგრეთვე არქივზე პასუხისმგებელი პირის (არქივის თანამშრომლის) და საქმეთა გადამცემი პირის ხელმოწერები.
5.
განსაკუთრებულად ღირებულ საქმეთა მიღების დროს მოწმდება საქმეებში ფურცლების რაოდენობა.
6.
საქმეთა შეკვრები გამგეობის არქივში ბარდება გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის მიერ.
7.
საქმეებთან ერთად არქივს გადაეცემა დოკუმენტების სარეგისტრაციო კარტოთეკები. თითოეული კარტოთეკის დასახელება შეიტანება ანაწერში
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის საქმისწარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 30.08.2019
მუხლი 27. არქივში დოკუმენტების ჩაბარების წესი
თავი VII — დოკუმენტების მომზადება არქივში გადასაცემად
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 25. დაწესებულების არქივში დოკუმენტების ჩაბარების წესი
- მუხლი 25. დაწესებულების არქივში დოკუმენტების ჩაბარების წესი
- მუხლი 25. დაწესებულების არქივში დოკუმენტების ჩაბარების წესი
- მუხლი 25. დაწესებულების არქივში დოკუმენტების ჩაბარების წესი
- მუხლი 25. დაწესებულების არქივში დოკუმენტების ჩაბარების წესი
- მუხლი 25. დაწესებულების არქივში დოკუმენტების ჩაბარების წესი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 21. დოკუმენტების მომზადება არქივში ჩასაბარებლად
- მუხლი 22. დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზა
- მუხლი 23. ელექტრონული დოკუმენტების ექსპერტიზა და შერჩევა საარქივოდ შესანახად
- მუხლი 24. საქმეთა გაფორმება
- მუხლი 25. საქმეთა ანაწერების შედგენა და გაფორმება გამგეობის საქმისწარმოებაში
- მუხლი 26. საქმეთა გასანადგურებლად გამოყოფის აქტის შედგენის წესი
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის საქმისწარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 27, №23, 30.06.2016, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.112.016274 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.08.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3325530/muxli-27/