1.
მუდმივად და ხანგრძლივად შესანახი საქმეები პირადი შემადგენლობის დოკუმენტების ჩათვლით გადაეცემა დაწესებულების არქივს მათი საქმისწარმოებაში დასრულების შემდეგ არა უგვიანეს სამი წლისა.
2.
დაწესებულების არქივში საქმეთა გადაცემა ხორციელდება არქივის მიერ შედგენილი გრაფიკის მიხედვით, რომელიც შეთანხმებულია არქივში დოკუმენტების ჩამბარებელი სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებთან და დამტკიცებულია დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ.
3.
სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმეების დაწესებულების არქივში გადასაცემად მომზადების პერიოდში არქივის თანამშრომელი წინასწარ ამოწმებს მათი ფორმირებისა და გაფორმების სისწორეს, აგრეთვე ანაწერში შეტანილ საქმეთა რაოდენობის შესაბამისობას დაწესებულების საქმეთა ნომენკლატურის შესაბამისად შემოღებულ საქმეთა რაოდენობასთან. სტრუქტურული ქვედანაყოფების მუშაკები ვალდებულნი არიან გამოასწორონ შემოწმების დროს საქმეთა ფორმირებასა და გაფორმებაში გამოვლენილი ყველა ნაკლი. საქმეების არარსებობის გამოვლენისას დგება შესაბამისი ცნობა.
4.
თითოეული საქმის მიღება ხორციელდება არქივზე პასუხისმგებელი პირის (სპეციალური თანამშრომლის) მიერ სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაკის თანდასწრებით. ამასთან ანაწერის ორივე ეგზემპლარზე მასში შეტანილი თითოეული საქმის გასწვრივ კეთდება აღნიშვნა საქმის არსებობის შესახებ. ანაწერის თითოეული ეგზემპლარის ბოლოს ციფრებითა და სიტყვებით მიეთითება არქივში ფაქტობრივად მიღებულ საქმეთა რაოდენობა, არარსებულ საქმეთა ნომრები, საქმეთა მიღება-ჩაბარების თარიღი, აგრეთვე არქივზე პასუხისმგებელი პირის (არქივის თანამშრომლის) და საქმეთა გადამცემი პირის ხელმოწერები.
5.
განსაკუთრებულად ღირებულ საქმეთა მიღების დროს მოწმდება საქმეებში ფურცლების რაოდენობა.
6.
საქმეთა შეკვრები დაწესებულების არქივში ბარდება მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურის თანამშრომელთა მიერ.
7.
საქმეებთან ერთად არქივს გადაეცემა დოკუმენტების სარეგისტრაციო კარტოთეკები. თითოეული კარტოთეკის დასახელება შეიტანება ამონაწერში
სენაკის მუნიციპალიტეტის ადგილობირვი თვითმმართველობის ორგანოებში საქმისწარმოების ტიპობრივი ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 23.04.2018
მუხლი 25. დაწესებულების არქივში დოკუმენტების ჩაბარების წესი
თავი I — ზოგადი დებულებანი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 25. დაწესებულების არქივში დოკუმენტების ჩაბარების წესი
- მუხლი 27. არქივში დოკუმენტების ჩაბარების წესი
- მუხლი 25. დაწესებულების არქივში დოკუმენტების ჩაბარების წესი
- მუხლი 25. დაწესებულების არქივში დოკუმენტების ჩაბარების წესი
- მუხლი 25. დაწესებულების არქივში დოკუმენტების ჩაბარების წესი
- მუხლი 25. დაწესებულების არქივში დოკუმენტების ჩაბარების წესი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 19. დოკუმენტების მომზადება არქივში ჩასაბარებლად
- მუხლი 20. დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზა
- მუხლი 21. ელექტრონული დოკუმენტების ექსპერტიზა და შერჩევა საარქივოდ შესანახად
- მუხლი 22. საქმეთა გაფორმება
- მუხლი 23. საქმეთა ანაწერების შედგენა და გაფორმება დაწესებულების საქმისწარმოებაში
- მუხლი 24. საქმეთა გასანადგურებლად გამოყოფის აქტის შედგენის წესი
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „სენაკის მუნიციპალიტეტის ადგილობირვი თვითმმართველობის ორგანოებში საქმისწარმოების ტიპობრივი ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 25, №44, 15.10.2014, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.108.016179 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.04.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2544101/muxli-25/