1.
საქმეთა გაფორმება ხორციელდება მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების მიერ ადგილობრივი არქივის მეთოდიკური დახმარებითა და კონტროლით.
2.
შენახვის ვადების მიხედვით ტარდება საქმეთა სრული ან ნაწილობრივი გაფორმება.
3.
სრულ გაფორმებას ექვემდებარება მუდმივად, ხანგრძლივად შესანახი და პირადი შემადგნელობის საქმეები.
4.
საქმეთა სრული გაფორმება ითვალისწინებს:
ა)
საქმეთა ჩაკერებას ან აკინძვას;
ბ)
საქმის ფურცლების ნუმერაციას;
გ)
დამადასტურებელი ფურცლის შედგენას;
დ)
საჭიროების შემთხვევაში დოკუმენტების შიგა ანაწერის შედგენას;
ე)
საქმის გარეკანის რეკვიზიტებში საჭირო დაზუსტებების შეტანას (დაწესებულების სახელწოდების, საქმის სარეგისტრაციო ინდექსის, კიდური თარიღების, სათაურის დაზუსტება).
5.
დროებით (10 წლის ჩათვლით) შესანახი საქმეები ექვემდებარება ნაწილობრივ გაფორმებას: დასაშვებია საქმეში არ ჩატარდეს დოკუმენტების სისტემატიზაცია, არ დაინომროს საქმის ფურცლები, არ შედგეს დამადასტურებელი წარწერები
სენაკის მუნიციპალიტეტის ადგილობირვი თვითმმართველობის ორგანოებში საქმისწარმოების ტიპობრივი ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 23.04.2018
მუხლი 22. საქმეთა გაფორმება
თავი I — ზოგადი დებულებანი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 16. საქმეთა ნომენკლატურა
- მუხლი 17. სათაურები და მათი შედგენა საქმეთა ნომენკლატურაში
- მუხლი 18. დაწესებულებაში საქმეთა ფორმირების წესი
- მუხლი 19. დოკუმენტების მომზადება არქივში ჩასაბარებლად
- მუხლი 20. დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზა
- მუხლი 21. ელექტრონული დოკუმენტების ექსპერტიზა და შერჩევა საარქივოდ შესანახად
- მუხლი 23. საქმეთა ანაწერების შედგენა და გაფორმება დაწესებულების საქმისწარმოებაში
- მუხლი 24. საქმეთა გასანადგურებლად გამოყოფის აქტის შედგენის წესი
- მუხლი 25. დაწესებულების არქივში დოკუმენტების ჩაბარების წესი
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „სენაკის მუნიციპალიტეტის ადგილობირვი თვითმმართველობის ორგანოებში საქმისწარმოების ტიპობრივი ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 22, №44, 15.10.2014, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.108.016179 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.04.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2544101/muxli-22/