1.
საქმეთა ნომენკლატურა დგება დაწესებულების საქმისწარმოებაში საქმეების ფორმირებისა და აღრიცხვის წესის უზრუნველსაყოფად და წარმოადგენს დაწესებულების საქმიანობის პროცესში წარმოქმნილ საქმეთა სათაურების დადგენილი წესით გაფორმებულ სისტემატიზებულ ნუსხას, რომელშიც მითითებულია საქმეთა შენახვის ვადები.
2.
ნომენკლატურა განსაზღვრავს საქმეებში შესრულებული დოკუმენტების დაჯგუფებას, საქმეთა სისტემატიზაციას, ინდექსაციასა და შენახვის ვადებს. იგი წარმოადგენს მუდმივად და ხანგრძლივად (10 წელზე მეტხანს) შესანახ საქმეთა აღწერილობის შედგენის საფუძველს და საქმისწარმოებაში ძირითად სააღრიცხვო დოკუმენტს;
3.
საქმეთა ნომენკლატურის შედგენისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება მუნიციპალიტეტის კანცელარიას.
4.
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დგება ტიპობრივი სახის საქმეთა ნომენკლატურა, „სენაკის მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და ადგილობრივი სამსახურების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების ტაბელით“ დადგენილი დოკუმენტების ტიპების მიხედვით.
5.
საქმეთა ნომენკლატურა ადგენს საქმეთა ტიპობრივ შემადგენლობას და აწესებს საქმეების ერთიან ინდექსაციას.
6.
საქმეთა ნომენკლატურა არის ნორმატიული ხასიათის დოკუმენტი, რომელსაც ,,საქმისწარმოების ერთიანი წესების“ დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულებით დადგენილი პროცედურების დაცვით ამტკიცებს საკრებულ
სენაკის მუნიციპალიტეტის ადგილობირვი თვითმმართველობის ორგანოებში საქმისწარმოების ტიპობრივი ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 23.04.2018
მუხლი 16. საქმეთა ნომენკლატურა
თავი I — ზოგადი დებულებანი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 10. დავალებათა გაფორმება
- მუხლი 11. დოკუმენტებზე მუშაობის ზოგადი წესი
- მუხლი 12. გასაგზავნი დოკუმენტების დამუშავების წესი
- მუხლი 13. დოკუმენტების შესრულების კონტროლი
- მუხლი 14. დოკუმენტის შესრულების ვადები
- მუხლი 15. დოკუმენტების შესრულების კონტროლის ორგანიზაცია
- მუხლი 17. სათაურები და მათი შედგენა საქმეთა ნომენკლატურაში
- მუხლი 18. დაწესებულებაში საქმეთა ფორმირების წესი
- მუხლი 19. დოკუმენტების მომზადება არქივში ჩასაბარებლად
- მუხლი 20. დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზა
- მუხლი 21. ელექტრონული დოკუმენტების ექსპერტიზა და შერჩევა საარქივოდ შესანახად
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „სენაკის მუნიციპალიტეტის ადგილობირვი თვითმმართველობის ორგანოებში საქმისწარმოების ტიპობრივი ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 16, №44, 15.10.2014, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.108.016179 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.04.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2544101/muxli-16/