1. საქმეთა ნომენკლატურა დგება დაწესებულების საქმისწარმოებაში საქმეების ფორმირებისა და აღრიცხვის წესის უზრუნველსაყოფად და წარმოადგენს დაწესებულების საქმიანობის პროცესში წარმოქმნილ საქმეთა სათაურების დადგენილი წესით გაფორმებულ სისტემატიზებულ ნუსხას, რომელშიც მითითებულია საქმეთა შენახვის ვადები.
2. ნომენკლატურა განსაზღვრავს საქმეებში შესრულებული დოკუმენტების დაჯგუფებას, საქმეთა სისტემატიზაციას, ინდექსაციასა და შენახვის ვადებს. იგი წარმოადგენს მუდმივად და ხანგრძლივად (10 წელზე მეტხანს) შესანახ საქმეთა აღწერილობის შედგენის საფუძველს და საქმისწარმოებაში ძირითად სააღრიცხვო დოკუმენტს.
3. საქმეთა ნომენკლატურის შედგენისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურს.
4. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დგება ტიპობრივი სახის საქმეთა ნომენკლატურა, „ასპინძის მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და სამსახურების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების ტაბელით” დადგენილი დოკუმენტების ტიპების მიხედვით.
5. საქმეთა ნომენკლატურა ადგენს საქმეთა ტიპობრივ შემადგენლობას და აწესებს საქმეების ერთიან ინდექსაციას.
6. საქმეთა ნომენკლატურის შედგენასა და წარმოებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები წესრიგდება საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულების „საქმისწარმოების ერთიანი წესის დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ 4-ე კარის პირველი თავით დადგენილი დებულებების საფუძველზე.
7. საქმეთა ნომენკლატურა არის სამართლებრივი ხასიათის დოკუმენტი, რომელსაც ,,საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ” და საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულებითა და საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად და სხვა დადგენილი პროცედურების დაცვით ამტკიცებს საკრებუ