1. თვითმმართველობის ორგანოების მიერ გასაგზავნ დოკუმენტებს არეგისტრირებს, ამრავლდებს, კონვერტებში ათავსებს, საფოსტო გზავნილებად აფორმებს და გასაგზავნად აბარდებს მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახური.
2. კონვერტში ჩალაგების წინ მოწმდება დოკუმენტების გაფორმების სისწორე, დანართების არსებობა, ეგზემპლარების რაოდენობის შესაბამისობა ადრესატების რაოდენობასთან.
3. ელექტრონული სახით დოკუმენტების გაგზავნა წარმოებს თანდართული წერილით, რომლის ასლიც ინახება საქმეში.
4. გასაგზავნად შემოსული დოკუმენტები მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურის მიერ უნდა დამუშავდეს და გაიგზავნოს იმავე დღეს ან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა. სასწრაფოდ გადასაცემი დოკუმენტი იგზავნება შემოსვლისთანავე.
5. გასაგზავნი დოკუმენტების რეესტრს აწარმოებს მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურ