1. დოკუმენტი შესრულებულად ითვლება და კონტროლიდან იხსნება დავალებების შესრულების, დაინტერესებული დაწესებულებებისა და პირებისათვის შედეგების შეტყობინების ან სხვა სახის დოკუმენტურად დადასტურების შემდეგ.
2. დოკუმენტების შესრულების კონტროლი ითვალისწინებს შემდეგ ოპერაციებს:
ა) დაქვემდებარებული დოკუმენტების კარტოთეკის ფორმირებას;
ბ) დოკუმენტის შესრულებაზე დავალების (რეზოლუციის) შედგენას;
გ) დოკუმენტის შესრულებაზე დავალების (რეზოლუციის) რეგისტრაციას;
დ) შემსრულებელი შესრულების ვადის შეხსენებას;
ე) შესრულების მიმდინარეობასა და შედეგებზე ინფორმაციის მიღებას;
ვ) შესრულების შესახებ ხელმძღვანელებისათვის ინფორმაციის რეგულარულ მიწოდებას;
ზ) თათბირებსა და კოლეგიური ორგანოების სხდომებზე დოკუმენტების შესრულების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ მოხსენებას;
თ) კონტროლიდან დოკუმენტების მოხსნას;
ი) შესრულებული დოკუმენტების საინფორმაციო ბაზის ფორმირებას.
3. დოკუმენტების საინფორმაციო ბაზის სისტემატიზაცია ხორციელდება დოკუმენტების შესრულების ვადების, შემსრულებლების, დოკუმენტების სახეთა ჯგუფების მიხედვით.
4. შესრულების მიმდინარეობის შემოწმება ხორციელდება ყველა ეტაპზე შემდეგი წესით:
ა) შემდგომი წლების დავალებების - წელიწადში ერთხელ მაინც;
ბ) მიმდინარე წლის შემდგომი თვეების დავალებების - თვეში ერთხელ მაინც;
გ) მიმდინარე თვის დავალებების - ყოველ ათ დღეში, ხუთი დღით ადრე შესრულების ვადამდე.
5. მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახური: ახორციელებს დოკუმენტების შესრულების მიმდინარეობისა და შედეგების მონაცემების აღრიცხვასა და განზოგადებას თვეში ერთხელ მაინ