„ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2016 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 თებერვლის N5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
„ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2016 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 თებერვლის N5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №17
2016 წლის 1 ივლისი
ქ. ყვარელი
„ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2016 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 თებერვლის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
„ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2016 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 თებერვლის №5 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 010250050.35.164.016212; 23/02/2016), შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1.
დადგენილების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ერთჯერადი ფულადი დახმარება მოქალაქეებზე, რომელთა სარეიტინგო ქულა შეადგენს 57-120 ათას ქულას, 50-100 ლარის ოდენობით, (გამონაკლისია მარჩენალდაკარგული და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები - სათანადო დოკუმენტების წარმოდგენის საფუძველზე)“.
2.
დადგენილების მე-9 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. მედიკამენტების შესაძენი თანხით დახმარება: პირველი ჯგუფის ინვალიდებს, მძიმე დაავადებით დაავადებულ პაციენტებს გადაუდებელი საჭიროების დროს 50 - დან 100 ლარის ოდენობით (გამონაკლისია ონკოლოგიური და ძვირადღირებული თერაპიის შემთხვევები - სათანადო დოკუმენტების წარმოდგენის საფუძველზე)“.
3.
დადგენილების მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-15 პუნქტი:
„15. იშვიათი, თანდაყოლილი, მძიმე პათოლოგიის (ჰემოფილია, ცელიაკია, ფენილკეტონურია) 18 წლამდე ბავშვთა დახმარება წელიწადში 400 ლარის ოდენობით სათანადო დოკუმენტების წარმოდგენის საფუძველზე.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯემალ შავერდაშვილი