ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2016 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №5 |
|
2016 წლის 22 თებერვალი ქ. ყვარელი |
|
შენიშვნა: 1. უფასო კვების ობიექტის დაფინანსება ხორციელდება ადგილობრივი ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად. 2. საზოგადოებრივი ჯანდაცვის დაფინანსების ფარგლებში საკუთარი პროგრამით გათვალისწინებულ საქმიანობას ახორციელებს ა(ა)იპ – ყვარლის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური. 3. უმწეო ხანდაზმულთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის თანადაფინანსება ხორციელდება ადგილობრივი ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ერთობლივი პროექტის ფარგლებში. | |||||||||||||||||||||||||||||||||||||
ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2016 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ
ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯემალ შავერდაშვილი
ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2016 წლის პროგრამა1.
მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე (პირველი ჯგუფის ინვალიდი) პირთა და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა (18 წლამდე ასაკის) ოჯახი.2.
ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახი.3.
უკიდურესად გაჭირვებული და სოციალურად დაუცველი ოჯახი.4.
მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც ჰყავს 4 და მეტი შვილი და სამი მაინც 18 წლამდე ასაკის შვილი.5.
მარტოხელა მშობელი, რომელსაც ჰყავს ერთი ან მეტი არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკის) შვილი.6.
იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) ოჯახი.7.
მარტოხელა და სოციალურად დაუცველი პირი (გარდაცვალების შემთხვევაში, დაკრძალვის სარიტუალო ხარჯებისათვის).8.
ოჯახი, რომლის წევრი საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას – სამედიცინო ჩარევას, კვლევას, მკურნალობას (გარდა ფიზიოლოგიური მშობიარობისა და გეგმური განმეორებითი საკეისრო კვეთისა), მაგრამ არ ფლობს სამედიცინო დაზღვევის ბარათს (პოლისს) ან გაცემული პოლისი არ ითვალისწინებს ფორმა № IV/100-ში მითითებული სამედიცინო ჩარევის, კვლევის, მკურნალობის დაფინანსებას.9.
100 წლის და მეტი ასაკის მქონე მოხუცები.10.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის მონიტორინგი.11.
ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა, სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა, სოციალური პროექტებისა და ჰუმანიტარული პროგრამების განხორციელება, სამოქალაქო ინიციატივების წახალისება.1.
მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე (პირველი ჯგუფის ინვალიდი) პირთა ოჯახისათვის:ა)
განცხადება;ბ)
პირადობის მოწმობის ასლი;გ)
მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მდგომარეობის დამადასტურებელი ცნობა.2.
შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა (18 წლამდე ასაკის) ოჯახისათვის:ა)
განცხადება;ბ)
განმცხადებლის (მშობლის, მეურვის, სრულწლოვანი და-ძმის) პირადობის მოწმობის ასლი;გ)
ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;დ)
შეზღუდული შესაძლებლობის მდგომარეობის ცნობა;3.
ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა (18 წლამდე ასაკის) ოჯახისათვის:ა)
განცხადება;ბ)
განმცხადებლის (მშობლის, მეურვის) პირადობის მოწმობის ასლი;გ)
ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლ(ებ)ი;დ)
მშობლის გარდაცვალების მოწმობის ასლი.4.
ახალდაბადებული ბავშვის ოჯახებისათვის:ა)
განცხადება;ბ)
მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;გ)
ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი.5.
უკიდურესად გაჭირვებული და სოციალურად დაუცველი ოჯახისათვის, რომელსაც ერთხელ მაინც მიუმართავს სოციალური მომსახურების სააგენტოს ყვარლის რაიონული განყოფილებისათვის და მისი სარეიტინგო ქულა „სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის ერთიანი სოციალური დაცვის პროგრამის“ მიხედვით 57000-ზე მეტი და 120000-ზე ნაკლებია:ა)
განცხადება;ბ)
პირადობის მოწმობის ასლი;გ)
ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს ყვარლის რაიონული განყოფილებიდან;6.
მრავალშვილიანი ოჯახებისათვის, რომელთაც ჰყავთ 4 და მეტი შვილი და მათ შორის სამი მაინც არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკის) შვილი:ა)
განცხადება;ბ)
მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;გ)
ყველა ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი.7.
მარტოხელა მშობლისათვის, რომელსაც ჰყავს ერთი ან მეტი არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკის) შვილი:ა)
განცხადება;ბ)
მშობლის პირადობის მოწმობის ასლი;გ)
ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლ(ებ)ი.8.
მეორე მსოფლიო ომის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის და უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე მებრძოლთა გარდაცვალების შემთხვევაში, დაკრძალვის სარიტუალო ხარჯებისათვის:ა)
განცხადება;ბ)
განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;გ)
გარდაცვლილი ვეტერანის გარდაცვალების მოწმობის ასლი;დ)
ვეტერანობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;ე)
ინფორმაცია საქართველოს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის ერთიანი მონაცემთა ბაზიდან.9.
იძულებით გადაადგილებული (დევნილი) ოჯახისათვის:ა)
განცხადება;ბ)
პირადობის მოწმობის ასლი;გ)
სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;დ)
ინფორმაცია ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული დევნილთა შესახებ.10.
მარტოხელა სოციალურად დაუცველი პირის დაკრძალვის სარიტუალო ხარჯებისათვის:ა)
განცხადება;ბ)
განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;გ)
გარდაცვალების მოწმობის ასლი.11.
ოჯახისათვის, რომლის წევრი საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას:ა)
განცხადება;ბ)
პაციენტის პირადობის მოწმობის ასლი;გ)
ფორმა №IV/100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;დ)
ინვოისი – ანგარიშ-ფაქტურა – კალკულაცია;ე)
ცნობა – მიმართვა სადაზღვევო დაწესებულებიდან, იმ შემთხვევაში, თუ დაზღვევა არ ანაზღაურებს საჭირო მომსახურებას.1.
ახალდაბადებულ ბავშვთა ოჯახზე – პირველ ბავშვზე – 200 ლარი, მეორე ბავშვზე – 250 ლარი.2.
მომართვის საფუძველზე ერთჯერადი ფულადი დახმარება მოქალაქეებზე, რომელთა სარეიტინგო ქულა შეადგენს 57-120 ათას ქულას, 50-100 ლარის ოდენობით (გამონაკლის შემთხვევებში სოც. დაუცველის სტატუსის მქონე მოქალაქეებისთვისაც).3.
სოციალურად დაუცველი ოჯახის დახმარება ზამთრის სეზონზე სათბობი შეშის შესაძენად (ასი ლარის ოდენობით) მომართვის საფუძველზე.4.
გაჭირვებულ მრავალშვილიან ოჯახზე, რომელსაც ჰყავს 4 და მეტი შვილი და აქედან სამი მაინც არასრულწლოვანი – სადღესასწაულო დღეებში, წელიწადში სამჯერ ფულადი საჩუქარი შვილთა რაოდენობის მიხედვით 4 შვილზე 100 ლარი, 5 შვილზე 150, 6 შვილზე და მეტზე 200 ლარის ოდენობით.5.
იძულებით გადაადგილებულ (დევნილთა) ოჯახზე – ელექტროენერგიის საფასურის თანადაფინანსება თვეში 8 ლარის ოდენობით (წელიწადში 96 ლარის ოდენობით).6.
მარტოხელა და სოციალურად დაუცველი პირის გარდაცვალებასთან დაკავშირებით აუცილებელი სარიტუალო ხარჯებისათვის – 200 ლარი. ასევე ომის ვეტერანთა გარდაცვალებასთან დაკავშირებით სარიტუალო ხარჯისთვის – 250 ლარის ოდენობით.7.
ოჯახზე, რომლის წევრი საჭიროებს გადაუდებელ დიაგნოსტიკურ კვლევას და სხვა სახის სამედიცინო დახმარებას – საყოველთაო დაზღვევით დაუფინანსებელი თანხის თანადაფინანსება 500 ლარამდე 50%, 500-1000 ლარის 30%, 1000 ლარის ზევით 20%. მაქსიმალური გასაცემი თანხა უნდა შეადგენდეს 500 ლარს.8.
დიალიზის პროგრამაში ჩართული გაჭირვებული პაციენტების უზრუნველყოფა ტრანსპორტის ხარჯით, თვეში 100 ლარის ოდენობით.9.
მედიკამენტების შესაძენი თანხით დახმარება: პირველი ჯგუფის ინვალიდებს და მძიმე დაავადებით დაავადებულ პაციენტებს და სხვა გადაუდებელი საჭიროების დროს 50-დან 100 ლარის ოდენობით.10.
ოჯახზე, რომელიც არის სოციალურად დაუცველი უსახლკარო, შესაბამისი კომისიის დასკვნის საფუძველზე – ყოველთვიურად არა უმეტეს 100 ლარისა, ბინის ქირის დასაფარად.11.
მარტოხელა დედის სტატუსის მქონე პირებზე ელექტროენერგიის საფასურის თანადაფინანსება თვეში 8 ლარის ოდენობით (წელიწადში 96 ლარი).12.
მე-2 მსოფლიო ომის ვეტერანებს 9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით ფულადი საჩუქარი – 100 ლარის ოდენობით.13.
100 წლის და მეტი ასაკის მქონე მოხუცებზე – ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით – 200 ლარი.14.
ეპილეფსიით და ცერებრალური დამბლით დაავადებულ პაციენტთა დახმარება მედიკამენტების შესაძენი და სამედიცინო გამოკვლევების დასაფინანსებელი თანხით, წელიწადში 400 ლარის ოდენობით თითოეულ პაციენტზე.1.
„მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით, თანადაფინანსებისა და დაფინანსების შესახებ“ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის საფუძველზე, გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა განყოფილების მიერ მიღებული გადაწყვეტილება სამსახურის უფროსის თანხმობით წარედგინება მუნიციპალიტეტის გამგებელს, რომელიც მტკიცდება ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით (ბრძანებით).2.
უფასო კვების ობიექტის დაფინანსება მოხდება მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად.3.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ღონისძიებების დაფინანსება მოხდება მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად.4.
უმწეო ხანდაზმულთა სოციალური რეაბილიტაციის პროგრამა – „სოციალური სტრატეგიებისა და მომსახურების განვითარება ყველაზე დაუცველებისათვის კახეთის რეგიონში ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების მიერ“ – ხორციელდება საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ერთობლივი პროგრამის ფარგლებში, 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად.1.
სოციალური დახმარების გასაცემად საჭირო თანხა გამოიყოფა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე, როგორც ამ პროგრამით გათვალისწინებული კრიტერიუმების, ასევე სხვა გამონაკლის შემთხვევაში (გამგებლის გადაწყვეტილებით).2.
სოციალური დახმარების მისაღებად მოქალაქეთა მიერ წარმოდგენილი საბუთების სისწორეს აკონტროლებს ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა განყოფილება.3.
მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ (ამ პროგრამით გათვალისწინებული ვადის შესაბამისად) გაწეული დახმარება ჩაირიცხება მოქალაქის მიერ წარმოდგენილ საბანკო რეკვიზიტებზე.4.
სამედიცინო კვლევის, მკურნალობის მომსახურების თანადაფინანსების სახით გამოყოფილი თანხა ჩაირიცხება შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე, საანგარიშსწორებო დოკუმენტში მითითებულ რეკვიზიტებზე, საგარანტიო წერილის გაცემიდან სამი თვის ვადაში.5.
არასრულწლოვანი პირის დახმარების შემთხვევაში, თანხა გაიცემა ოჯახის ერთ-ერთ სრულწლოვან წევრზე ან მეურვეზე, რომელმაც განცხადებით მიმართა გამგეობას.6.
ახალდაბადებული ბავშვის ოჯახზე დახმარება გაიცემა დაბადებიდან ექვსი თვის ვადაში.1.
საორგანიზაციო ნაწილში – ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა განყოფილება.2.
საფინანსო ნაწილში – ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და სამეურნეო განყოფილება.1.
მინიმალური სოციალური დახმარების ხელმისაწვდომობა.2.
დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, პროგრამაში ჩართულ მოქალაქეთა რაოდენობა.3.
დაგეგმილი და ფაქტობრივი მონაცემების შესაბამისობა.4.
პროგრამის განხორციელების ვადები.1.
უკეთესობისკენ შეიცვლება სოციალური ფონი.2.
ხელი შეეწყობა უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობის ფენის შემცირებას.3.
გაიზრდება დემოგრაფიული მონაცემები.4.
გაუმჯობესდება მოსახლოების ჯანმრთელობის მდგომარეობა.5.
ჩამოყალიბდება პროგრამაში ჩამოთვლილ კატეგორიებს მიკუთვნებულ პირთა მონაცემთა ბაზა. ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამის 2016 წლის ბიუჯეტი და რეალიზაციის ვადაN
დასახელება სოციალური დახმარების მოცულობა (ლარი) რეალიზაციის ვადა ერთ ბენეფიციარზესულ
1.
უფასო კვების ობიექტის დაფინანსება 98,0 ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად2.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის დაფინანსება 61,8 ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად3.
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარება, 190,0 ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად4.
მრავალშვილიანი და ახალშობილთა ოჯახების დახმარება 100,05.
სარიტუალო ხარჯი ომის ვეტერენებზე4,0
6.
უმწეო ხანდაზმულთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი 30 ,0 შენიშვნა: 1. უფასო კვების ობიექტის დაფინანსება ხორციელდება ადგილობრივი ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად. 2. საზოგადოებრივი ჯანდაცვის დაფინანსების ფარგლებში საკუთარი პროგრამით გათვალისწინებულ საქმიანობას ახორციელებს ა(ა)იპ – ყვარლის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური. 3. უმწეო ხანდაზმულთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის თანადაფინანსება ხორციელდება ადგილობრივი ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ერთობლივი პროექტის ფარგლებში.