სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ სიღნაღის ტერიტორიაზე კვადროციკლების მოძრაობის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 01.07.2016
გამომცემი ორგანო სიღნაღის მუნიციპალიტეტი
ნომერი №14
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.168.016192
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/07/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 197 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ტოკლიკიშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქალაქ ახმეტაში მდებარე უსახელო ქუჩისათვის მამა გაბრიელის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 85% 18.01.2021 ხობის მუნიციპალიტეტში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 84% 21.11.2014 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე - ფალავანდიშვილის ქუჩაზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 84% 31.07.2020 ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წიაღისეულის გადამზიდავი სატვირთო მანქანების მოძრაობის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 84% 06.05.2016 ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთი დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 83% 07.12.2015

დოკუმენტის ტექსტი

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ სიღნაღის ტერიტორიაზე კვადროციკლების მოძრაობის წესის დამტკიცების შესახებ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №14 2016 წლის 1 ივლისი ქ. სიღნაღი სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ სიღნაღის ტერიტორიაზე კვადროციკლების მოძრაობისა და დგომის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე - 16 მუხლის მეორე პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის,  „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტისა  და მე-13 მუხლის შესაბამისად,  სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „სიღნაღის მუნიციპალიტეტის  ქალაქ  სიღნაღის ტერიტორიაზე კვადროციკლების  მოძრაობისა და დგომის  წესი“ დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა ტოკლიკიშვილი დანართი სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ  სიღნაღის ტერიტორიაზე  კვადროციკლების  მოძრაობისა და დგომის წესი ეს წესი   შემუშავებულია  საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად და განსაზღვრავს სიღნაღის მუნიციპალიტეტის  ქალაქ  სიღნაღის ტერიტორიაზე კვადროციკლების მოძრაობისა და დგომის წესს. მუხლი 1🔗 აკრძალულია კვადროციკლების მოძრაობა ქალაქ სიღნაღის ტერიტორიაზე არსებულ ბულვარებში, პარკებსა და სკვერებში. მუხლი 2🔗 აკრძალულია კვადროციკლების მოძრაობა ქალაქ  სიღნაღის ტერიტორიაზე 21:00 საათიდან 10:00  საათამდე. მუხლი 3🔗 აღნიშნული წესების დარღვევა გამოიწვევს ჯარიმას 20 (ოცი) ლარის, ხოლო განმეორების შემთხვევაში, 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. შენიშვნა: ამ წესის ნორმები არ ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილი ორგანოების მიერ გამოყენებულ კვადროციკლებზე.