ხობის მუნიციპალიტეტში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირების შესახებ
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №40 |
|
2014 წლის 21 ნოემბერი ქ. ხობი |
ხობის მუნიციპალიტეტში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 16-ე მუხლის მეორე ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მეორე ნაწილის და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საავტომობილო გზებზე განთავსდეს შემდეგი სახის საგზაო ნიშნები:
ა)
ქ. ხობში, ბერიას ქუჩის დასაწყისში (ბერიას ქუჩიდან ცოტნე დადიანის ქუჩის მიმართულებით) - პრიორიტეტის საგზაო ნიშანი 2.4. „მოძრაობა გაუჩერებლად აკრძალულია“ (უკრძალავს მძღოლს მოძრაობის გაგრძელებას „სდექ“ ხაზის წინ გაუჩერებლად, ხოლო თუ იგი არ არის - გადასაკვეთი სავალი ნაწილის ნაპირთან);
ბ)
ქ. ხობში, სტალინის ქუჩიდან ბერიას ქუჩის მიმართულებით, სტალინის ქუჩის გადაკვეთაზე (გზაჯვარედინის წინ) - პრიორიტეტის საგზაო ნიშანი 2.3. „დაუთმე გზა“ (გზა, რომელზე მოძრავი მძღოლიც ვალდებულია გზა დაუთმოს გადასაკვეთ გზაზე მოძრავ მძღოლს, ხოლო 8.13 დაფის არსებობისას - მთავარ გზაზე მოძრავ მძღოლს);
გ)
ქ. ხობში, სტალინის ქუჩიდან 9 აპრილის ქუჩის გადაკვეთის მიმართულებით სტალინის ქუჩაზე (გზაჯვარედინის წინ) - პრიორიტეტის საგზაო ნიშანი 2.1. „მთავარი გზა“ (გზა, რომელზე მოძრავ მძღოლსაც ენიჭება არარეგულირებადი გზაჯვარედინის გავლის უპირატესობა), ხოლო 9 აპრილის ქუჩაზე - პრიორიტეტის საგზაო ნიშანი 2.3. „დაუთმე გზა“;
დ)
ქ. ხობში, სტალინის ქუჩიდან კოსტავას ქუჩის გადაკვეთის მიმართულებით, სტალინის ქუჩაზე (გზაჯვარედინის წინ) - პრიორიტეტის საგზაო ნიშანი 2.1. „მთავარი გზა“;
ე)
ქ. ხობში, სტალინის ქუჩიდან რუსთაველის ქუჩის გადაკვეთის მიმართულებით, სტალინის ქუჩაზე (გზაჯვარედინის წინ) - პრიორიტეტის საგზაო ნიშანი 2.1. „მთავარი გზა“; ხოლო რუსთაველის ქუჩაზე - პრიორიტეტის საგზაო ნიშანი 2.3. „დაუთმე გზა“;
ვ)
ქ. ხობში, ჭყონდიდელის ქუჩის დასაწყისში - ამკრძალავი საგზაო ნიშანი 3.11. (8 ტონა) „მასის შეზღუდვა“ (კრძალავს იმ სატრანსპორტო საშუალებით და სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობით მოძრაობას, რომელთა საერთო ფაქტობრივი მასა აღემატება ნიშანზე აღნიშნულს);
ზ)
ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში, რკინიგზის გადასასვლელთან - პრიორიტეტის საგზაო ნიშანი 2.4. „მოძრაობა გაუჩერებლად აკრძალულია“;
თ)
ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში სასოფლო საავტომობილო გზის საბავშვო ბაღისა და საჯარო სკოლის მიმდებარე მონაკვეთზე, უსაფრთხოების მიზნით - ავტოსატრანსპორტო სიჩქარის შემზღუდავი საშუალება (20 გრძ/მ.);
ი)
ქ. ხობში, N2 საჯარო სკოლის მიმდებარე მონაკვეთზე, უსაფრთხოების მიზნით -ავტოსატრანსპორტო სიჩქარის შემზღუდავი საშუალება(20 გრძ/მ.).
მუხლი 2
დაევალოს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობას ამ დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული საგზაო ნიშნების განთავსებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება 30 დღის ვადაში.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|