ქალაქ ხობში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირებისა და საგზაო ნიშნების განთავსების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
05.08.2016 ბოლო ცვლილება 28.03.2017
გამომცემი ორგანო
ნომერი
№21
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.106.016204
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/08/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №21

2016 წლის 5 აგვისტო

ქ. ხობი

 

ქალაქ ხობში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირებისა და საგზაო ნიშნების განთავსების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „საგზაო მოძრაობის შესახებ“  საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ქალაქ ხობში  ავტოტრანსპორტისა და ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო გადაადგილების მიზნით შემოღებულ იქნეს შემდეგი საგზაო ნიშნები: 
ა) ჭყონდიდელის ქუჩა №3-თან სატვირთო მანქანების მოძრაობა 8 ტ ზემოთ აკრძალულია (N3.4. - 1 ცალი);
ბ) ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის შემოსასვლელთან მოძრაობა აკრძალულია  ცოტნე დადიანის ქუჩის მხრიდან. (№3.2.  - 1 ცალი);
გ) ბერიას ქუჩაზე მოძრაობის მიმართულების მარცხენა მხარეს  (ყოფილი „უნივერმაღის“ მიმდებარედ)  დგომა აკრძალულია (№3.28 -  1 ცალი);
დ) 9 აპრილის ქუჩაზე  ცოტნე დადიანის ქუჩის მხრიდან ცალმხრივი მოძრაობის  ნიშანი  (N5.5  - 1 ცალი);
ე) 9 აპრილისა  და  სტალინის ქუჩების გადაკვეთაზე,  ცალმხრივი მოძრაობის დასასრული  (N5.6.  - 1 ცალი);
ვ) 9 აპრილისა და სტალინის ქუჩების  გადაკვეთაზე,  სტალინის ქუჩის ორივე  მხრიდან  მთავარი  გზის მანიშნებელი საგზაო ნიშანი „მთავარი გზა“ ( №2.1 - 2  ცალი);
ზ) 9 აპრილისა და სტალინის ქუჩების გადაკვეთაზე  9  აპრილის ქუჩის ორივე  მხრიდან  საგზაო ნიშანი „დაუთმე  გზა“ (N2.4  - 2  ცალი);
თ) ბერიას ქუჩაზე  სტალინის ქუჩის გადაკვეთასთან  ცალმხრივი მოძრაობის ნიშანი (№5.5 - 1 ცალი);
ი) სტალინისა  და  რუსთაველის ქუჩების  გადაკვეთაზე, სტალინის ქუჩის  მხრიდან  მთავარი  გზის მანიშნებელი საგზაო ნიშანი „მთავარი გზა“ (№2.1 - 2  ცალი);
კ) სტალინისა და  რუსთაველის ქუჩების გადაკვეთაზე, რუსთაველის ქუჩის მხრიდან საგზაო ნიშანი „დაუთმე  გზა“ (№2.4 - 2  ცალი);
ლ) თენგიზ  ქაჯაიასა  და  ჭყონდიდელის  ქუჩების  გადაკვეთაზე,  ჭყონდიდელის ქუჩის  მხრიდან  „დაუთმე  გზა“  (№2.4. - 2 ცალი);
მ) თამარ  მეფის  სანაპიროზე  გორგასლის ქუჩის მხრიდან  „სატვირთო  მანქანების  მოძრაობა  აკრძალულია“  (№3.4. - 1  ცალი);
ნ) ყაზბეგის  ქუჩისა და სოხუმის გზატკეცილის  გადაკვეთაზე, ყაზბეგის  ქუჩიდან ცოტნე დადიანის ქუჩის მიმართულებით „სატვირთო  მანქანების  მოძრაობა  აკრძალულია“  (№3.4. - 1  ცალი);
ო) კოსტავასა  და  აღმაშენებლის ქუჩების  გადაკვეთაზე, კოსტავას ქუჩის  ორივე  მხრიდან განთავსდეს  საგზაო  ნიშანი ,,მთავარი  გზის  მიმართულება’’ (№7.13. - 2 ცალი), აღმაშენებლის მხრიდან  - 1 ცალი;
პ) კოსტავასა  და  აღმაშენებლის ქუჩების  გადაკვეთაზე,  აღმაშენებლის  ქუჩის  მხრიდან ფოთის  მიმართულებით  განთავსდეს  საგზაო  ნიშანი  „დაუთმე  გზა“ (№2.4. - 1 ცალი);
ჟ) კოსტავასა  და  სტალინის  ქუჩების  გადაკვეთაზე,  კოსტავას  ქუჩის  ორივე  მხრიდან  განთავსდეს  საგზაო  ნიშანი „მთავარი  გზა“  (№2.1. - 2 ცალი);
რ) კოსტავასა და სტალინის ქუჩების  გადაკვეთაზე, სტალინის ქუჩის ორივე მხრიდან  განთავსდეს საგზაო  ნიშანი  „დაუთმე გზა“ (№2.4. - 2 ცალი).
მუხლი 2
დადგენილების ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობამ უზრუნველყოს ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული საგზაო ნიშნების განთავსებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეედიშერ ჯობავა

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ქალაქ ხობში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირებისა და საგზაო ნიშნების განთავსების შესახებ“?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ ხობში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირებისა და საგზაო ნიშნების განთავსების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 28.03.2017.
როდის იქნა მიღებული „ქალაქ ხობში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირებისა და საგზაო ნიშნების განთავსების შესახებ“?
„ქალაქ ხობში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირებისა და საგზაო ნიშნების განთავსების შესახებ“ მიღებულია 05.08.2016. მიმღები ორგანო — ხობის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №21. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.106.016204.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ქალაქ ხობში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირებისა და საგზაო ნიშნების განთავსების შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 28.03.2017-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „ქალაქ ხობში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირებისა და საგზაო ნიშნების განთავსების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „ქალაქ ხობში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირებისა და საგზაო ნიშნების განთავსების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.03.2017 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ ხობში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირებისა და საგზაო ნიშნების განთავსების შესახებ“, №21, 05.08.2016, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.106.016204 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.03.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3365950/