ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №28 |
|
2016 წლის 1 ივლისი ქ. გორი |
|
საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის
გადანაწილების წესი
2. წესი განსაზღვრავს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების გადანაწილების მექანიზმს.
2. ერთი პრიორიტეტის ფარგლებში შესაძლებელია განხორციელდეს პროგრამებს, ქვეპროგრამებს და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილება.
3. ერთი პრიორიტეტის ფარგლებში პროგრამებს შორის გადანაწილება არ უნდა აღემატებოდეს ამ პრიორიტეტისათვის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული გადასახდელების 5%-ს (გარდა ბიუჯეტის სარეზერვო ფონდისა, წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებისა) და ასიგნების გადანაწილება შეიძლება განხორციელდეს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერის (შემდგომში – მერი) სამართლებრივი აქტის – ბრძანების საფუძველზე.
4. შესაბამისი სამართლებრივი აქტისა და საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს ცვლილებები (პროგრამის/ქვეპროგრამის დამატება, პროგრამის/ქვეპროგრამის დასახელების, კოდის შეცვლა) პროგრამულ კლასიფიკაციაში.
5. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვის მიზნით, მერი უფლებამოსილია განახორციელოს ცვლილებები (მათ შორის, პროგრამული კოდის ან/და პროგრამის დამატება) ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით დამტკიცებულ შემოსულობებსა და გადასახდელებში. ეს ცვლილებები 1 თვის ვადაში, მაგრამ ურაუგვიანეს საბიუჯეტო წლის დასრულებისა, უნდა წარედგინოს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს.
6. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან მერის სამართლებრივი აქტის – ბრძანების საფუძველზე გამოყოფილი თანხებით წლიური ბიუჯეტის დაზუსტება განხორციელდეს ბიუჯეტის მორიგი ცვლილებებისას.
7. იმ შემთხვვაში, თუ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის დამტკიცებული ბიუჯეტის კვარტალურ განწერაში კვარტლებს შორის ასიგნებების გადანაწილებით არ იცვლება საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებით განსაზღვრული ასიგნებების წლიური მოცულობა, კვარტალებს შორის თანხების გადანაწილებას ახორციელებს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური, შესაბამისი სამსახურების მიერ წარმოდგენილი დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე.
2. მოთხოვნა საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს მერიის შესაბამისი სამსახურისგან წარედგინება წერილობითი სახით, ხოლო მხარჯავი ორგანიზაციის შემთხვევაში მერიის შესაბამისი სამსხურისთვის წარდგენილი დასაბუთებული მოთხოვნის და ამ სამსახურის წერილობითი რეკომენდაციის საფუძველზე. მათვე ეკისრებათ სრული პასუხისმგებლობა წერილის შინაარსსა და ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების გადანაწილების მიზანშეწონილობაზე.
3. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური განიხილავს წარმოდგენილ წერილობით მოთხოვნას და არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, მერს წარუდგენს შესაბამის წინადადებებს (მოხსენებითი ბარათი ან/და შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტი) ასიგნების გადანაწილების თაობაზე.
4. გადანაწილების თაობაზე მერის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მერი გამოსცემს შესაბამის სამართლებრივ აქტს, რომლის საფუძველზე საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ატარებს სათანადო ცვლილებას, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, ხოლო გადანაწილებაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ შესაბამის სამსახურს და საბიუჯეტო ორგანიზაციას ეცნობება წერილობით.
5. წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების გადანაწილებაზე დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ამზადებს ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობას. ახორციელებს ცვლილებას დამტკიცებული ასიგნებების დაზუსტების მიზნით ბიუჯეტში და ელექტრონული ფორმით ბიუჯეტის მართვის ელექტრონულ სისტემაში.
6. ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის ასიგნების საფუძველს წარმოდგენს მერის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – ბრძანება.
7. ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობის ელექტრონული ფორმით ასევე ზუსტდება ბიუჯეტის სარეზერვო ფონდით გათვალისწინებული ასიგნებები. ამ შემთხვევაშიც წლიური გეგმის დაზუსტება და ასიგნების გამოყოფა ხორციელდება ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის
გეგმის ცვლილების ცნობა №
201 წლის „------“ „----------------------“
----------------------------------------------------------------------------------- (საბიუჯეტო ორგანიზაციის დასახელება, პროგრამული კოდი)
------------------------------------------------------------------------------------------------- (ცვლილების საფუძველი: დადგენილება, განკარგულება, ბრძანება, გადაწყვეტილება)
ცვლილების შინაარსი
დაფინანსების ან მიმართვის წყარო 1. დამტკიცებული ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებიდან; 2. ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან; 3. წინა წლების დავალიანების დაფარვა; 4. დანარჩენი ცვლილება.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეილია მეტრეველი
დანართი 1