1. საქართველოს სახელმწიფო რეესტრიდან საჰაერო ხომალდი ამოიღება:
ა) ფრენისათვის უვარგისობის გამო საჰაერო ხომალდის ჩამოწერისას;
ბ) უფლებამოსილი პირის მოთხოვნის შემთხვევაში;
გ) (ამოღებულია 29.04.2025, №510);
დ) საჰაერო ხომალდის უკვალოდ დაკარგულად გამოცხადებისას;
ე) ხელშემკვრელ მხარეთა შეთანხმებით დაიშვება, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო რეესტრიდან იმ საჰაერო ხომალდების ამოღება, რომლებიც ვადიან სარგებლობაში გადაეცემა უცხო სახელმწიფოს, მის იურიდიულ ან ფიზიკურ პირებს;
ვ) საჰაერო ხომალდის დანიშნულების შეცვლის შემთხვევაში.
2. საქართველოს სახელმწიფო რეესტრიდან საჰაერო ხომალდის ამოღებისას მასზე გაცემული სარეგისტრაციო სერტიფიკატი კარგავს იურიდიულ ძალას.
საქართველოს 2023 წლის 4 ოქტომბრის კანონი №3552 – ვებგვერდი, 24.10.2023წ.
საქართველოს 2025 წლის 29 აპრილის კანონი №510 – ვებგვერდი, 01.05.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 29.04.2025-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 29.04.2025 კანონი №510
- 04.10.2023 კანონი №3552
წინა რედაქცია (21.11.1996 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 23. საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრიდან ამოღება 1. საქართველოს სახელმწიფო რეესტრიდან საჰაერო ხომალდი ამოიღება: ა) ფრენისათვის უვარგისობის გამო საჰაერო ხომალდის ჩამოწერისას; ბ) უცხო სახეფლებამწიფოსა და მის იურიდიულ ან ფიზიკურ პირთათვის საჰაერმოთხომალდვნის შემიყიდთხვისევასში; გ) უცხო ს(ახელმწიფოსა და მის იურიდიულ ან ფიზიკურ პირთათვის იჯარით აღებული საჰაერო ხომალდის დაბრუნებისას 29.04.2025, №510); დ) საჰაერო ხომალდის უკვალოდ დაკარგულად გამოცხადებისას; ე) ხელშემკვრელ მხარეთა შეთანხმებით დაიშვება, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო რეესტრიდან იმ საჰაერო ხომალდების ამოღება, რომლებიც ვადიან სარგებლობაში გადაეცემა უცხო სახელმწიფოს, მის იურიდიულ ან ფიზიკურ პირებს; ვ) საჰაერო ხომალდის დანიშნულების შეცვლის შემთხვევაში. 2. საქართველოს სახელმწიფო რეესტრიდან საჰაერო ხომალდის ამოღებისას მასზე გაცემული სარეგისტრაციო სერტიფიკატი კარგავს იურიდიულ ძალას.