1. სამოქალაქო საჰაერო ხომალდი საფრენად არ დაიშვება, თუ არ არის შემდეგი საბუთები:
ა) სახელმწიფო რეგისტრირების სერტიფიკატი;
ბ) ფრენის ვარგისობის სერტიფიკატი;
გ) საბორტო რადიოსადგურით სარგებლობის ლიცენზია, თუ ხომალდი აღჭურვილია რადიოაპარატურით;
დ) საბორტო ჟურნალი;
ე) სერტიფიკატი ეკიპაჟის თითოეულ წევრზე;
ვ) მგზავრთა გადაყვანისას–მათი გვარების სია, გამგზავრებისა და დანიშნულების პუნქტების მითითებით;
ზ) ტვირთის გადაზიდვისას–მანიფესტი და ამომწურავი დეკლარაცია ტვირთის შესახებ.
2. სააგენტო უფლებამოსილია დამატებით შეიმუშაოს და გამოსცეს იმ საბუთების ნუსხა და ფორმა, რომლებიც აუცილებლად უნდა ინახებოდეს საჰაერო ხომალდზე ფრენის დანიშნულებისა და მიზნების შესაბამისად.
3. სააგენტოს უფლება აქვს, არა უმეტეს 1000 კილოგრამი მასის კონსტრუქციის საჰაერო ხომალდისათვის სანორმატივო მოთხოვნების შემუშავებისას ზემოთ აღნიშნული ნუსხიდან გამონაკლისი დაუშვას.
4. სახელმწიფო და ექსპერიმენტულ საჰაერო ხომალდებზე უნდა ინახებოდეს ის საბუთები, რომლებიც გათვალისწინებულია მათი მფლობელების მიერ შემუშავებულ ნორმატიული აქტებით.
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130
საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4597 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.101
საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4217 – ვებგვერდი, 10.03.2011
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 22.02.2011-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 22.02.2011 კანონი №4217
წინა რედაქცია (21.11.1996 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 26. საჰაერო ხომალდისათვის აუცილებელი საბუთები 1. სამოქალაქო საჰაერო ხომალდი საფრენად არ დაიშვება, თუ არ არის შემდეგი საბუთები: ა) სახელმწიფო რეგისტრირების სერტიფიკატი; ბ) ფრენის ვარგისობის სერტიფიკატი; გ) საბორტო რადიოსადგურით სარგებლობის ლიცენზია, თუ ხომალდი აღჭურვილია რადიოაპარატურით; დ) საბორტო ჟურნალი; ე) სერტიფიკატი ეკიპაჟის თითოეულ წევრზე; ვ) მგზავრთა გადაყვანისას–მათი გვარების სია, გამგზავრებისა და დანიშნულების პუნქტების მითითებით; ზ) ტვირთის გადაზიდვისას–მანიფესტი და ამომწურავი დეკლარაცია ტვირთის შესახებ. 2. საქართვგელოს საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტი, საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით, უფლებამოსილია დამატებით შეიმუშაოს და დგაამტკიცოსცეს იმ საბუთების ნუსხა და ფორმა, რომლებიც აუცილებლად უნდა ინახებოდეს საჰაერო ხომალდზე, ფრენის დანიშნულებისა და მიზნების შესაბამისად. 3. საქართვგელოს საჰაერო ტრანსპორტიოს დუფლეპბა რტამენტქვს, არა უმეტეს ათასი1000 კილოგრამი მასის მქონე კონსტრუქციის საჰაერო ხომალდისათვის სანორმატივო მოთხოვნების შემუშავებისას, უფლება აქვს ზემოთ აღნიშნული ნუსხიდან დაუშვას გამონაკლისი დაუშვას. 4. სახელმწიფო და ექსპერიმენტულ საჰაერო ხომალდებზე უნდა ინახებოდეს ის საბუთები, რომლებიც გათვალისწინებულია მათი მფლობელების მიერ შემუშავებულ ნორმატიული აქტებით. საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130 საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4597 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.101