საქართველოს საჰაერო კოდექსის მოქმედება ვრცელდება:

1. საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში არსებულ ყველა საჰაერო – სატრანსპორტო საშუალებაზე (შემდგომში – საჰაერო ხომალდები), მიუხედავად საკუთრების ფორმისა, უწყებრივი დაქვემდებარებისა და ეროვნულობისა;

2. საქართველოს ტერიტორიაზე საავიაციო საქმიანობით დაკავებულ ყველა იურიდიულ და ფიზიკურ პირზე;

3. საქართველოს საჰაერო ხომალდებზე, მათი უცხო სახელმწიფოში ყოფნის დროს, თუ ამ სახელმწიფოს კანონები სხვა ნორმებს არ ითვალისწინებს;

4. ყველა იმ იურიდიულ და ფიზიკურ პირზე, რომელთა საქმიანობამ შეიძლება ზემოქმედება მოახდინოს საჰაერო ხომალდის ფრენაზ