სააღმზრდელო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სააღმზრდელო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის
ბრძანება
№ 02-1138/ო
2016 წლის 4 ივლისი
სააღმზრდელო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ
საქართველოს კანონის ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ მე-13 მუხლის „ბ“ პუნქტის, საქართველოს კანონის ,,სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალს ,,World Vision International-ის ფილიალი საქართველოში“ (ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, გლდანის მასივი, IV მიკრორაიონი, ნაკვეთი 02/061) მიეცეს სააღმზრდელო საქმიანობის განხორციელების უფლება.
2. ბრძანების პირველ პუნქტში აღნიშნული ინფორმაცია შეტანილ იქნეს სააღმზრდელო დაწესებულებების უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.
3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
4. ბრძანება ძალაშია ხელის მოწერისთანავე.
საფუძველი:
უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალს ,,World Vision International-ის ფილიალი საქართველოში“ მენეჯერის მ. მგელიაშვილის განცხადება: №66410, 21.06.2016წ.
ადგილზე შემოწმების აქტი №64, 29.06.2016წ.
სააგენტოს უფროსი გ. თვალავაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სააღმზრდელო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ“?
- დიახ, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „სააღმზრდელო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 04.07.2016.
- როდის იქნა მიღებული „სააღმზრდელო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ“?
- „სააღმზრდელო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ“ მიღებულია 04.07.2016. მიმღები ორგანო — სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი. დოკუმენტის ნომერი — №02-1138/ო.
- სად არის „სააღმზრდელო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.07.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „სააღმზრდელო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ“, №02-1138/ო, 04.07.2016 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.07.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3331093/