მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილების დამტკიცება შპს „საქართველოს განახლებადი ენერგეტიკის კომპანიის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/3998-16
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/07/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილების დამტკიცება შპს „საქართველოს განახლებადი ენერგეტიკის კომპანიის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ

საქმე №
2/
3998
-16

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

2016 წლის
23 ივნისი

ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

განმცხადებელი - შპს ,,საქართველოს განახლებადი ენერგეტიკის კომპანია’

(საიდენტიფიკაციო კოდი 404911048)

დირექტორი - აკაკი წერეთელი

წარმომადგენელი - თამთა ივანიშვილი

მოთხოვნა - მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილების დამტკიცება

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა

2016 წლის 23 ივნისის კრედიტორთა კრებაზე განხილული იქნა მომრიგებელთა საბჭოს გადაწყვეტილება შპს
,,საქართველოს განახლებადი ენერგეტიკის კომპანიის’’ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ. კრედიტორებმა მხარი დაუჭირეს გაკოტრების საქმის წარმოების პროცედურის დაწყებას.

სასამართლო გაეცნო საქმეში არსებულ მასალებს, მოუსმინა კრედიტორთა მოსაზრებებს, მიიჩნია, რომ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს კანონის ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’მე-7, მე-8, 27-ე, 28-ე, 33-ე და 43-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-284-ე მუხლებით.

დ ა ა დ გ ი ნ ა

1.    დამტკიცდეს 2016 წლის 23 ივნისის მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილება შპს
,,საქართველოს განახლებადი ენერგეტიკის კომპანიის’’ მიმართ
გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ.

2.    შპს ,,საქართველოს განახლებადი ენერგეტიკის კომპანიის’’ მიმართ დაიწყოს გაკოტრების საქმის წარმოება.

3.    განჩინება გამოქვეყნდეს ,,საკანონმდებლო მაცნეში’’, სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

მოსამართლე  თამარ ჭუნიაშვილი