📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოლისას გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

მიღების თარიღი 07.07.2016
ძალის დაკარგვა 13.04.2018
გამომცემი ორგანო ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №16
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.113.016269
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/07/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 589 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.07.2016 მიღება
13.04.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოლისას გასატარებელი ღონისძიებების შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №16 2016 წლის 7 ივლისი ქ. ოზურგეთი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოლისას გასატარებელი ღონისძიებების შესახებ    საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „რ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიs“ 148-ე მუხლის მე-4 ნაწილის და 209​3 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის იერსახის გაუმჯობესების, ქუჩებში სისუფთავის  დაცვის, მწვანე ნარგავების შენარჩუნების მიზნით აიკრძალოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის გაშვება. მუხლი 2🔗 1. ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე მოხეტიალე ან/და მეთვალყურეობის გარეშე/მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვი ექვემდებარება დაუყოვნებლივ იზოლაციას, რომლის შემთხვევაში ხორციელდება მათი ტრანსპორტირება და განთავსება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მომსახურების ცენტრის” მიერ სპეციალურად მოწყობილ ადგილზე მოვლა- შენახვით და სათანადო კვების უზრუნველყოფით. 2. ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის შემთხვევაში, წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე დაჯარიმდება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 148-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობით. მუხლი 3🔗 1. წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე ვალდებულია დაკისრებული ჯარიმა გადაიხადოს 30 დღის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და პირუტყვის მოვლა-პატრონობის ხარჯების ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით, ხორციელდება პირუტყვის რეალიზება საბაზრო ფასებით. 2. იმ შემთხვევაში, როცა პირუტყვის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა აღემატება დაკისრებული ჯარიმის, სპეციალურ სადგომზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯებს, ზედმეტი თანხა უბრუნდება პირუტყვის მესაკუთრეს. მუხლი 4🔗 1. ჯარიმისა და მომსახურების საფასურის გადამხდელია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე დაჭერილი და  სპეციალურ იზოლატორში გადაყვანილი წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე. 2. იზოლირებული წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე ვალდებულია, გამოცხადდეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მომსახურების ცენტრში“ და წარადგინოს წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრეობის დამადასტურებელი დოკუმენტი /ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა/. მესაკუთრეს პირუტყვი დაუბრუნდება მხოლოდ ჯარიმის  ოქმის ჩაბარების  და სათანადო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ. მუხლი 5🔗 1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე დაჭერილი და სპეციალურ იზოლატორში გადაყვანილი წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოველდღიური შენახვისათვის საჭირო ხარჯები შეადგენს 10 ლარს. 2. მომსახურების საფასური გაიანგარიშება წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის სულადობის მიხედვით. 3. ჯარიმა და მომსახურების საფასური სრულად ირიცხება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. მუხლი 6🔗 ჯარიმისა და მომსახურების საფასურის გადახდევინებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მომსახურების ცენტრის”. მუხლი 7🔗 1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის „იურიდიული სამსახური“ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირის „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მომსახურების ცენტრი”-ს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე აწარმოებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების შედგენას და ჩაბარებას დადგენილი წესის შესაბამისად. 2. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის „იურიდიული სამსახური“ უფლებამოსილია წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრეს ამ წესით დადგენილი სამართალდარღვევის ფაქტზე (რომელიც წარმოადგენს პირველ შემთხვევას ან/და არ არის გამოწვეული პირუტყვის მესაკუთრის ბრალეულობით) არ დააკისროს ამ დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი. ასეთი ფაქტის არსებობის შემთხვევაში პირუტყვის მესაკუთრე ვალდებულია გადაიხადოს მხოლოდ ამ დადგენილების მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრული ყოველდღიური შენახვისათვის საჭირო ხარჯები. მუხლი 8🔗 დაევალოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მომსახურების ცენტრს” აწარმოოს საინფორმაციო უზრუნველყოფა ტელევიზიითა და სხვა საინფორმაციო საშუალებებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის აკრძალვის ღონისძიებების შესახებ. მუხლი 9🔗 ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის წესის დამტკიცებისა და გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 26 აპრილის №11 დადგენილება. მუხლი 10🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით დარჩია