სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „ახალი ქართული ჩაისათვის“ იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
მიღების თარიღი 23.06.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №1198
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021653
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/07/2016
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.06.2016 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „ფერეთა ჩაისათვის“ იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „მეგრული ჩაისათვის“ იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების ფიზიკური პირის ევტიხი ბედენაშვილისათვის იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ხელედულა ენერჯისათვის“ აღნაგობისა და იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების კოოპერატივ „რკ ხავერდოვანი ჩაისათვის“ იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „ახალი ქართული ჩაისათვის“ იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
p.MsoSubtitle, li.MsoSubtitle, div.MsoSubtitle { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:12.0pt; color:#4F81BD; letter-spacing:.75pt; font-style:italic;}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; }
p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; }
p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-weight:bold;}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; }
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
span.CommentTextChar { }
span.BalloonTextChar { }
span.CommentSubjectChar { font-weight:bold;}
span.SubtitleChar { color:#4F81BD; letter-spacing:.75pt; font-style:italic;}
span.HeaderChar { }
span.FooterChar { }
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:.5in 45.0pt 62.95pt 45.0pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1198
2016 წლის 23 ივნისი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „ახალი ქართული ჩაისათვის“ იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის „ქართული ჩაის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 იანვრის №20 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ შპს „ახალ ქართულ ჩაის“ (ს/კ: №206048329) იჯარის უფლებით გადასცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ამ განკარგულების №1 დანართში მითითებული, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ლაითურში მდებარე 4 (ოთხი) ერთეული (ჯამში: 53.53 ჰა) სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 25 (ოცდახუთი) წლის ვადით, წლიური საიჯარო ქირით - 2677 (ორი ათას ექვსას სამოცდაჩვიდმეტი) ლარად.
2. ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული უძრავი ნივთების იჯარის უფლებით გადაცემის პირობებად განისაზღვროს:
ა) „ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის „ქართული ჩაის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 იანვრის №20 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება, ა(ა)იპ - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსა და შპს „ახალ ქართულ ჩაის“ შორის 2016 წლის 13 მაისს დადებული „ბენეფიციარის თანადაფინანსების პირობითი ხელშეკრულების (
APMAGT000002)“ შესაბამისად;
ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტის საფუძველზე შესაბამისი იჯარის ხელშეკრულების გაფორმებიდან და ამავე ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემულ უძრავ ნივთებზე ჩაის მოყვანის უზრუნველყოფა ყოველწლიურად და ამ ვალდებულების შესრულების დასადასტურებლად, ყოველი მე-5 წლის ბოლოს სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის სსიპ − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნის წარდგენა.
3. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული უძრავი ნივთების საიჯარო ქირის ოდენობის გადახედვა შესაძლებელია განხორციელდეს მესაკუთრის მიერ ამ განკარგულების გამოცემიდან მე-15 წელს და შემდგომ ყოველ 5 წელიწადში ერთხელ.
4. შპს „ახალი ქართული ჩაის“ მიერ წარდგენილი პროგრამის ფარგლებში, მეწარმე სუბიექტისათვის გასაწევი თანადაფინანსების 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია უზრუნველყოფს ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საიჯარო პირობების შესრულებას (მათ შორის, ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდას).
5. ამ განკარგულების შესრულების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი