სიღნაღის, დედოფლისწყაროსა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში ტრანსმისიური დაავადებების გადამტანებთან ბრძოლის ღონისძიებების გატარების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სიღნაღის, დედოფლისწყაროსა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში ტრანსმისიური დაავადებების გადამტანებთან ბრძოლის ღონისძიებების გატარების შესახებ
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1212
2016 წლის 23 ივნისი
ქ. თბილისი
სიღნაღის, დედოფლისწყაროსა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში ტრანსმისიური დაავადებების გადამტანებთან ბრძოლის ღონისძიებების გატარების შესახებ
სიღნაღის, დედოფლისწყაროსა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში ტრანსმისიური დაავადებების გადამტანებთან ბრძოლის ღონისძიებების გატარების მიზნით, დაევალოს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ - სურსათის ეროვნულ სააგენტოს, „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროგრამით - „სურსათის უვნებლობა, მცენარეთა დაცვა და ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობა“ (პროგრამული კოდი: 37 02) გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში, სიღნაღის, დედოფლისწყაროსა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში გაატაროს, ღია სივრცეში „თერმული ნისლის“ ტექნოლოგიით, ტრანსმისიური დაავადებების გადამტანებთან ბრძოლის ღონისძიებები დაახლოებით 1500 ჰექტარზე.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი