“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით სახელმწიფო სამონადირეო (სატყეო-სამონადირეო) მეურნეობების სტატუსის შეცვლა

1. ამ კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე უქმდება კანონის ამოქმედებამდე არსებული სახელმწიფო სამონადირეო (სატყეო-სამონადირეო) მეურნეობები.

2. ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული სახელმწიფო სამონადირეო (სატყეო-სამონადირეო) მეურნეობების გაუქმებასთან დაკავშირებით, მათ ბაზაზე (არსებულ გეოგრაფიულ საზღვრებში) იქმნება აღკვეთილები.

3. სახელმწიფო სამონადირეო (სატყეო-სამონადირეო) მეურნეობების გაუქმებასთან დაკავშირებით მათ ბაზაზე შექმნილი აღკვეთილების სამენეჯმენტო გეგმები უნდა შემუშავდეს“დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისა