„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 თებერვლის №61 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №312 |
|
2016 წლის 7 ივლისი ქ. თბილისი |
„11. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 86-ე მუხლით (გარდა ამ მუხლის მე-3, მე-4 და მე-11 ნაწილებისა) გათვალისწინებულ შემთხვევაში, პირს ჩამოერთმევა მოპოვებული ცხოველთა სამყაროს ობიექტი/ობიექტები და თუ მისი/მათი მოპოვების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანი მნიშვნელოვანი არ არის, დეპარტამენტი უფლებამოსილია, მოპოვებული ცხოველთა სამყაროს ობიექტი/ობიექტები, უსასყიდლოდ გაანაწილოს სოციალური მიზნებისათვის, ხოლო თუ მოპოვებულ ცხოველთა სამყაროს ობიექტს/ობიექტებს საკვებად უვარგისობის დამადასტურებელი ნიშნები ახასიათებს (შეცვლილი აქვს ჩვეული ფერი ან/და აღენიშნება ჯანსაღი პროდუქციისათვის უჩვეულო, უსიამოვნო სუნი), დაუყოვნებლივ გაანადგუროს იგი/ისინი დამარხვით ან შესაბამის ინსინერატორში დაწვით, „ტექნიკური რეგლამენტის - „ეპიზოოტიური, ზოონოზური, ზოოანთროპონოზური სნეულებების აღმძვრელით დაინფიცირებული და ადამიანისათვის საკვებად უვარგისად მიჩნეული მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების, ვეტერინარული დანიშნულების ბიოლოგიური და ყველა სახის ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატების ამოღებისა და განადგურების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №433 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით.
12. ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ცხოველთა სამყაროს ობიექტი/ობიექტები უსასყიდლოდ სოციალური მიზნით შესაძლებელია, განაწილდეს: ხანდაზმულთა თავშესაფრებზე, ობოლ ბავშვთა სახლებსა და თავშესაფრებზე, ორგანიზაციებზე, რომლებიც ქველმოქმედების ფარგლებში ახორციელებენ საკვები პროდუქტებით მოქალაქეთა (სოციალურად დაუცველები, ხანდაზმულები, დევნილები, მარტოხელები, მზრუნველობამოკლებულები და ა.შ.) დახმარებას, ასევე ზოოპარკებზე, ცხოველთა თავშესაფრებზე ან სხვა იმგვარ დაწესებულებებზე, რომლებშიც საჩვენებლად ან/და სამეცნიერო მიზნებისათვის თავმოყრილი არიან სხვადასხვა სახის ცხოველთა სამყაროს ობიექტები.
13. ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ცხოველთა სამყაროს ობიექტის/ობიექტების განადგურების ან უსასყიდლოდ სოციალური მიზნით განაწილების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს/იღებენ დეპარტამენტის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული უფლებამოსილი პირ(ებ)ი.“.
|