2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის და ამ არჩევნების პერიოდში გასამართი სხვა არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფისთვის შესაბამისი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ვერსიის გაცემის შესახებ
მიღების თარიღი 09.07.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №38/2016
სარეგისტრაციო კოდი 010190020.15.008.016277
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/07/2016
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
09.07.2016 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია კომისიის მდივანი გიორგი ჯავახიშვილი | კომისიის თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №54 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გასამართი საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 28 აპრილის შუალედური არჩევნებისათვის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №54 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გასამართი საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 28 აპრილის შუალედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრის შესახებ 2023 წლის 1 ოქტომბერს გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნებისათვის ამომრჩევლის მონაცემების ბარათების დარიგებისა და ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებში/ამომრჩეველთა სიებში ცვლილებების შეტანის ზოგიერთი პროცედურისა და ვადის განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისათვის პარტიული სიების წარდგენის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 მაისის შუალედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის და ამ არჩევნების პერიოდში გასამართი სხვა არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფისთვის შესაბამისი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ვერსიის გაცემის შესახებ
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №38/2016
2016 წლის 9 ივლისი
ქ. თბილისი
2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის და ამ არჩევნების პერიოდში გასამართი სხვა არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფისთვის შესაბამისი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ვერსიის გაცემის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-14 მუხლის მე-3 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1🔗
რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს წერილობითი თხოვნის საფუძველზე, გაეცნოს შესაბამისი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა სიის საჯარო ინფორმაციისთვის განკუთვნილ ვერსიას.
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრული ამომრჩეველთა სია (ფოტოსურათებიანი ვერსიის მოთხოვნის შემთხვევაში), საინიციატივო ჯგუფს გადაეცემა სათანადო მოცულობის მქონე ინფორმაციის ელექტრომატარებლის წარმოდგენის შემთხვევაში.
მუხლი 3🔗
ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფისთვის მონაცემების გაცნობა და ასლის გაცემა ხდება საჯარო ინფორმაციის გაცნობისა და გაცემისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 4🔗
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 5🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანიაკომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი