საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის ოდენობების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №319 |
|
2016 წლის 11 ივლისი ქ. თბილისი |
|
მუხლი 1. სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეები და საფასურის ოდენობები
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ მომსახურების გაწევისათვის დაწესებულია შემდეგი საფასურის ოდენობები:
შენიშვნა: ცხრილში მითითებულ ღირებულებაში არ შედის მივლინების ხარჯები. მუხლი 2. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ავტორიზაციის მიზნით, დაჩქარებული წესით გაწეული მომსახურების საფასურის ოდენობები და მომსახურების გაწევის ვადები
1. სააგენტოს მიერ ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ავტორიზაციის მიზნით, დაჩქარებული წესით გაწეული მომსახურებისათვის დაწესებულია შემდეგი საფასურის ოდენობები: ა) მაიონებელი გამოსხივების გენერატორების გამოყენებით ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღება - 20 კალენდარული დღის ვადაში - 100 ლარი, 10 კალენდარული დღის ვადაში - 300 ლარი, 3 კალენდარული დღის ვადაში - 500 ლარი; ბ) სალიცენზიო პირობებში შესატანი ცვლილების შეთანხმება - 20 კალენდარული დღის ვადაში - 50 ლარი, 10 კალენდარული დღის ვადაში - 100 ლარი, 3 კალენდარული დღის ვადაში - 150 ლარი; გ) რადიოაქტიურ წყაროებთან დაკავშირებული საქმიანობის სალიცენზიო პირობებში შესატანი ცვლილების შეთანხმება, რომელიც არ მოითხოვს სხვა ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებას, ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის გაფართოების მიზნით - 20 კალენდარული დღის ვადაში - 100 ლარი, 10 კალენდარული დღის ვადაში - 200 ლარი, 3 კალენდარული დღის ვადაში - 300 ლარი; დ) ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღება - 10 კალენდარული დღის ვადაში - 100 ლარი, 3 კალენდარული დღის ვადაში - 200 ლარი. 2. სააგენტო ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ავტორიზაციასთან დაკავშირებულ მომსახურებას, ლიცენზიის შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილ 30-დღიან, ხოლო ნებართვის შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილ 20-დღიან ვადაში, ახორციელებს უფასოდ. მუხლი 3. სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის წესი და პირობები
1. ამ დანართის მე-2 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ვადების ათვლა იწყება შესაბამისი მოთხოვნის შესახებ განცხადების რეგისტრაციის მომდევნო სამუშაო დღეს და მთავრდება მოთხოვნილი ვადის ბოლო დღის გასვლისთანავე. თუ ვადის ბოლო დღეს ემთხვევა უქმე ან დასვენების დღე, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მომდევნო სამუშაო დღე. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ვადის დენა ჩერდება სააგენტოს არაგეგმური ინსპექტირების ან/და სააგენტოსათვის წარდგენილი განცხადებისა და თანდართული საბუთების ხარვეზის გამოსასწორებლად, სააგენტოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში. 3. საფასური გადაიხდება წინასწარ, შესაბამისი მომსახურების გაწევის შესახებ განაცხადის შეტანამდე, უნაღდო ანგარიშსწორების გზით. 4. უნაღდო ანგარიშსწორება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 5. საფასური ჩაირიცხება სააგენტოს ანგარიშზე. 6.საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტროები და მათ გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები. მუხლი 4. გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი 1. ამ დანართის მე-2 მუხლით გათვალისწინებული მომსახურებისათვის გადახდილი საფასური სრულად ბრუნდება, თუ დაინტერესებული პირი, სააგენტოს მიზეზით, ვერ მიიღებს მომსახურებას მის მიერ გადახდილი საფასურის შესაბამისად მოთხოვნილ ვადაში. 2. ამ დანართის მე-2 მუხლით გათვალისწინებული მომსახურებისათვის გადახდილი საფასური არ ბრუნდება იმ შემთხვევაში, როცა დაინტერესებული პირის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და მიღებულია კანონიერი გადაწყვეტილება უარის შესახებ. 3. გადახდილი საფასური ბრუნდება დაინტერესებული პირის წერილობით დასაბუთებული განცხადების საფუძველზე. განცხადება უნდა შეიცავდეს გადახდილი საფასურის დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებობის დასაბუთებას, მას თან უნდა ერთვოდეს თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. განცხადება წარდგენილ უნდა იქნეს საფასურის გადახდიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. დაუშვებელია ამ ვადის გაგრძელება ან გაშვებული ვადის აღდგენა. გადახდილი საფასური ბრუნდება დაინტერესებული პირის მიერ წერილობითი განცხადების წარდგენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. |
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის ოდენობების დამტკიცების შესახებ
„ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტისა და 53-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეები და საფასურის ოდენობები.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი
დანართიმუხლი 1. სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეები და საფასურის ოდენობები🔗საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ მომსახურების გაწევისათვის დაწესებულია შემდეგი საფასურის ოდენობები:№ მომსახურების სახეები საზომი ერთეული საფასურის ოდენობა1 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის დოზიმეტრული გაზომვა0 – 500 მ2 500-დან – 1000 მ2 1000 მ2-დან ზევით ყოველ დამატებით 500 მ2-ზე 400 ლარი 600 ლარი +200 ლარი2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის დოზიმეტრული გაზომვა 0 – 1 ჰა 1 ჰა-დან ზევით ყოველ დამატებით1 ჰა მ2-ზე 400 ლარი +200 ლარი3 სამომხმარებლო პროდუქციის გამოსხივების დოზის სიმძლავრის გაზომვა ერთჯერადი გაზომვა 15 ლარი4 სამშენებლო მასალის და სამშენებლო ნარჩენის გამოსხივების დოზის სიმძლავრის გაზომვაყოველი 100 მ2 100ლარი5 შენობის დოზიმეტრული გაზომვა0 – 50 მ2 50-დან – 100 მ2 100 მ2-დან ზევით ყოველ დამატებით 100 მ2-ზე 100 ლარი 150 ლარი +50 ლარი6 ჯართის გამოსხივების დოზის სიმძლავრის გაზომვა 0-20 ტონის ჩათვლით ყოველი დამატებითი ერთი ტონა 150 ლარი +5 ლარი7 სატრანსპორტო საშუალების დოზიმეტრული გაზომვა ერთი ერთეული 50 ლარი8 დახურული რადიოაქტიური წყაროს ან რადიოაქტიური ნარჩენის შენახვა რადიოაქტიური ნარჩენების საცავში ერთი წელი 3 წელზე მეტი ვადით 300 ლარი 1000ლარი9 რადიოაქტიური წყაროს ჯართიდან გამოცალკევება და რადიოაქტიური ნარჩენების საცავში განთავსება ჯართიდან რადიოაქტიური წყაროს გამოცალკევება და შენახვა 500ლარი10 მაიონებელი გამოსხივების მილაკის შენახვა 1 ცალი 100 ლარი. შენიშვნა: ცხრილში მითითებულ ღირებულებაში არ შედის მივლინების ხარჯები.მუხლი 2. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ავტორიზაციის მიზნით, დაჩქარებული წესით გაწეული მომსახურების საფასურის ოდენობები და მომსახურების გაწევის ვადები
1. სააგენტოს მიერ ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ავტორიზაციის მიზნით, დაჩქარებული წესით გაწეული მომსახურებისათვის დაწესებულია შემდეგი საფასურის ოდენობები:
ა) მაიონებელი გამოსხივების გენერატორების გამოყენებით ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღება - 20 კალენდარული დღის ვადაში - 100 ლარი, 10 კალენდარული დღის ვადაში - 300 ლარი, 3 კალენდარული დღის ვადაში - 500 ლარი;
ბ) სალიცენზიო პირობებში შესატანი ცვლილების შეთანხმება - 20 კალენდარული დღის ვადაში - 50 ლარი, 10 კალენდარული დღის ვადაში - 100 ლარი, 3 კალენდარული დღის ვადაში - 150 ლარი;
გ) რადიოაქტიურ წყაროებთან დაკავშირებული საქმიანობის სალიცენზიო პირობებში შესატანი ცვლილების შეთანხმება, რომელიც არ მოითხოვს სხვა ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებას, ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის გაფართოების მიზნით - 20 კალენდარული დღის ვადაში - 100 ლარი, 10 კალენდარული დღის ვადაში - 200 ლარი, 3 კალენდარული დღის ვადაში - 300 ლარი;
დ) ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღება - 10 კალენდარული დღის ვადაში - 100 ლარი, 3 კალენდარული დღის ვადაში - 200 ლარი.
2. სააგენტო ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ავტორიზაციასთან დაკავშირებულ მომსახურებას, ლიცენზიის შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილ 30-დღიან, ხოლო ნებართვის შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილ 20-დღიან ვადაში, ახორციელებს უფასოდ.
მუხლი 3. სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის წესი და პირობები
1. ამ დანართის მე-2 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ვადების ათვლა იწყება შესაბამისი მოთხოვნის შესახებ განცხადების რეგისტრაციის მომდევნო სამუშაო დღეს და მთავრდება მოთხოვნილი ვადის ბოლო დღის გასვლისთანავე. თუ ვადის ბოლო დღეს ემთხვევა უქმე ან დასვენების დღე, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მომდევნო სამუშაო დღე.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ვადის დენა ჩერდება სააგენტოს არაგეგმური ინსპექტირების ან/და სააგენტოსათვის წარდგენილი განცხადებისა და თანდართული საბუთების ხარვეზის გამოსასწორებლად, სააგენტოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში.
3. საფასური გადაიხდება წინასწარ, შესაბამისი მომსახურების გაწევის შესახებ განაცხადის შეტანამდე, უნაღდო ანგარიშსწორების გზით.
4. უნაღდო ანგარიშსწორება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. საფასური ჩაირიცხება სააგენტოს ანგარიშზე.
6.საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტროები და მათ გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები.
მუხლი 4. გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი
1. ამ დანართის მე-2 მუხლით გათვალისწინებული მომსახურებისათვის გადახდილი საფასური სრულად ბრუნდება, თუ დაინტერესებული პირი, სააგენტოს მიზეზით, ვერ მიიღებს მომსახურებას მის მიერ გადახდილი საფასურის შესაბამისად მოთხოვნილ ვადაში.
2. ამ დანართის მე-2 მუხლით გათვალისწინებული მომსახურებისათვის გადახდილი საფასური არ ბრუნდება იმ შემთხვევაში, როცა დაინტერესებული პირის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და მიღებულია კანონიერი გადაწყვეტილება უარის შესახებ.
3. გადახდილი საფასური ბრუნდება დაინტერესებული პირის წერილობით დასაბუთებული განცხადების საფუძველზე. განცხადება უნდა შეიცავდეს გადახდილი საფასურის დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებობის დასაბუთებას, მას თან უნდა ერთვოდეს თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. განცხადება წარდგენილ უნდა იქნეს საფასურის გადახდიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. დაუშვებელია ამ ვადის გაგრძელება ან გაშვებული ვადის აღდგენა. გადახდილი საფასური ბრუნდება დაინტერესებული პირის მიერ წერილობითი განცხადების წარდგენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.
|