ზოგიერთი საარჩევნო პროცედურების განსაზღვრის შესახებ
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დადგენილება №7 |
|
2016 წლის 14 ივლისი ქ. ბათუმი |
ზოგიერთი საარჩევნო პროცედურების
განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 110-ე და 1101 მუხლების, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 73-ე მუხლის მე-5 პუნქტის და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2016 წლის 31 მარტის №161 განკარგულების შესაბამისად, უმაღლესი საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისათვის, საარჩევნო ოლქები, მათი საზღვრები და ნომრები შეესაბამება საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შექმნილ საარჩევნო ოლქებს, მათ საზღვრებს და ნომრებს.
მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მისი მიღებიდან 2 (ორი) კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს
გამოქვეყნებისთანავე.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ზოგიერთი საარჩევნო პროცედურების განსაზღვრის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 30.06.2017.
- როდის იქნა მიღებული „ზოგიერთი საარჩევნო პროცედურების განსაზღვრის შესახებ“?
- „ზოგიერთი საარჩევნო პროცედურების განსაზღვრის შესახებ“ მიღებულია 14.07.2016. მიმღები ორგანო — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია. დოკუმენტის ნომერი — №7. სარეგისტრაციო კოდი — 010220020.34.059.016027.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ზოგიერთი საარჩევნო პროცედურების განსაზღვრის შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 30.06.2017-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ზოგიერთი საარჩევნო პროცედურების განსაზღვრის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ზოგიერთი საარჩევნო პროცედურების განსაზღვრის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.06.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დადგენილება „ზოგიერთი საარჩევნო პროცედურების განსაზღვრის შესახებ“, №7, 14.07.2016, სარეგისტრაციო კოდი 010220020.34.059.016027 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.06.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3341163/