1. წყალთან დაკავშირებული ურთიერთობის მოწესრიგების სფეროში საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოთა კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) წყლის გამოყენებისა და დაცვის პროგრამების ფარგლებში სახელმწიფო მნიშვნელობის იმ ზედაპირული წყლის სახელმწიფო ფონდის განკარგვა, რომლის წყლის ფონდის მიწები განლაგებულია მხოლოდ ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე, და მიწისქვეშა წყლების საექსპლუატაციოდ სამთო მინაკუთვნის გამოყოფა;
ბ) ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე წყლის დაცვასა და გამოყენებაზე კონტროლის განხორციელება;
გ) ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე წყლის დაცვის ორგანიზება და მისი გამოყენების სახელმწიფო რეგულირება;
დ)
(ამოღებულია – 25.03.2013, №494);
ე) ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე წყლის რაციონალური გამოყენებისა და დაცვის ღონისძიებებზე ზედამხედველობა;
ვ) ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე წყლის სახელმწიფო აღრიცხვა, მისი გამოყენების რეგისტრირება;
ზ) მონაწილეობა საქართველოს წყლების გამოყენებისა და დაცვის ერთიანი, სამეცნიერო-ტექნიკური პოლიტიკის განსაზღვრასა და რეალიზაციაში;
თ) ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე წყლის დაცვისა და გამოყენების სფეროში ერთიანი სამეცნიერო-ტექნიკური პოლიტიკის გატარება, სამეცნიერო-კვლევითი, საცდელ-საკონსტრუქტორო და სხვა სამუშაოთა კოორდინირება, ორგანიზება და დაფინანსება;
ი) ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის ცალკეულ ობიექტებზე, მათ შორის, ისტორიისა და კულტურის ძეგლების დაცვის ზონაში, წყალსარგებლობის შეზღუდვა ან აკრძალვა;
კ)
(ამოღებულია – 25.03.2013, №494);
ლ) ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ბუნებრივი კატასტროფით დაზიანებული სახელმწიფო და ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის ობიექტების აღდგენის სამუშაოთა დაფინანსება;
მ) ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე წყლის დაცვასა და გამოყენებასთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტა ავტონომიური რესპუბლიკის კომპეტენციის ფარგლებში;
ნ) წყლის დაცვასა და გამოყენებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების გადაწყვეტა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში.
საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №494
– ვებგვერდი, 05.04.2013