1. ფიზიკური და იურიდიული პირები მონაწილეობენ წყლის დაცვის, რაციონალური და მდგრადი გამოყენების უზრუნველყოფის საქმიანობაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებულნი არიან:

ა) დაიცვან წყალი გაბინძურების, დანაგვიანებისა და დაშრეტისაგან;

ბ) ხელი შეუწყონ ხელისუფლების სახელმწიფო ორგანოებს და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს წყლის დაცვის ღონისძიებათა განხორციელებაში;

გ) შეატყობინონ სათანადო ორგანოებს წყლის დაცვის კანონმდებლობის მათთვის ცნობილი დარღვევები.

3. ფიზიკურ და იურიდიულ პირებს უფლება აქვთ:

ა) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისაგან მიიღონ სრული, დროული და ობიექტური ინფორმაცია (სახელმწიფო ან კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გარდა) წყლის მდგომარეობის შესახებ;

ბ) შესაბამის სასამართლოში აღძრან სარჩელი იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა (სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების ჩათვლით) მიმართ,რომლებიც არღვევენ საქართველოს კანონმდებლობას წყლის დაცვისა და გამოყენების სფეროში;

გ) ხელი შეუწყონ შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების რეალიზაციას;

დ) უშუალო მონაწილეობა მიიღონ წყლის დაცვის სამუშაოებში;

ე) შეიტანონ წინადადებები წყლის დაცვის გაუმჯობესების თაობაზე.

კარი II.
ძირითადი ნაწილი

თავი III. წყლის დაც