1. წყალსარგებლობა მოიცავს:

ა) წყლის ობიექტიდან წყლის ამოღებას ან გადაგდებას, დაგუბებას, წყლის დონის ან დინების ხელოვნურ შეცვლას;

ბ) წყლის ობიექტიდან ნივთიერებების ამოღებას ან მასში ნივთიერებების შეტანას და ნახმარი ჩამდინარე წყლების ჩაშვებას;

გ) სხვადასხვა დანიშნულების იმ ნაგებობათა მშენებლობას და ექსპლუატაციას, რომლებიც გავლენას ახდენენ წყლის მდგომარეობაზე;

დ) მიწისქვეშა წყლების შესწავლას.

2. საქართველოს კანონმდებლობით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს წყალსარგებლობის სხვა სახეობებიც.

3. წყალსარგებლობა ხორციელდება საერთო და სპეციალური წყალსარგებლობის ფორმი