1. წყალმოსარგებლეს უფლება აქვს:
ა) ისარგებლოს წყლის ობიექტებით საერთო სარგებლობის ფორმით;
ბ) ფიზიკური ან იურიდიული პირის უკანონო მოქმედების გამო, რომელსაც მოჰყვა წყლის ობიექტის გაბინძურება, დანაგვიანება და დაშრეტა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიტანოს სარჩელი ზიანის ასანაზღაურებლად;
გ) დადგენილი წესით გაასაჩივროს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა და თანამდებობის პირთა გადაწყვეტილებები, რომლებიც არღვევს მის უფლებებს წყალსარგებლობაზე.
2.
(ამოღებულია – 25.03.2013, №494).
3.
(ამოღებულია – 25.03.2013, №494).
4.
(ამოღებულია – 25.03.2013, №494).
5. წყალმოსარგებლის უფლებები შეიძლება გაფართოვდეს ან შეიზღუდოს საქართველოს კანონმდებლობით.
6. წყალმოსარგებლის უფლებები დაცულია კანონით და მისი ხელყოფის შემთხვევაში დარღვეული უფლება უნდა აღდგეს.
საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №494
– ვებგვერდი, 05.04.2013