დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №333 |
|
2016 წლის 18 ივლისი ქ. თბილისი |
|
სახელმწიფო პროგრამა
დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების სახელმწიფო პროგრამის (შემდგომში – პროგრამა) მიზანია ქვეყანაში შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკისა და დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარება/განხორციელება.
პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებებია:
ა) შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემის (www.worknet.gov.ge) განვითარება;
ბ) შრომის ბაზარზე ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტირებების გაწევა მუნიციპალურ დონეზე;
გ) საშუამავლო მომსახურების გაწევა-განვითარება;
დ) პროფკონსულტაციისა და კარიერის დაგეგმვის მომსახურებების გაწევა მუნიციპალურ დონეზე;
ე) მოწყვლადი, დაბალკონკურენტუნარიანი ჯგუფების დასაქმების ხელშემწყობი მექანიზმების შემუშავება და დანერგვა (დასაქმების ხელშეწყობის მოდელების პილოტირების – სამუშაო ადგილებზე სუბსიდირების გზით);
ვ) დასაქმების ფორუმების მოწყობა;
ზ) დასაქმების ხელშეწყობის საკითხებსა და არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით, სოციალურ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, შემაჯამებელი კონფერენციის მოწყობა;
თ) შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების და საჭირო ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამოვლენის მიზნით, თვისებრივი კვლევების განხორციელება და მონიტორინგი, მინიმუმ, წელიწადში ერთხელ;
ი) ბეჭდვითი გამომცემლობების, ტელე-რადიომაუწყებლობის ჟურნალისტებისა და საზოგადოების დაინტერესებული მხარეების ცნობიერების ამაღლების მიზნით, დასაქმების თემებზე ტრენინგების/სემინარების ორგანიზება.
1. პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 676 000 (ექვსას სამოცდათექვსმეტი ათასი) ლარით.
2. პროგრამის (მათ შორის, პროგრამის ადმინისტრირების ხარჯების) დაფინანსების წყაროა „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით „შრომისა და დასაქმების სისტემის რეფორმების პროგრამისათვის“ (პროგრამული კოდი: 35 05) გათვალისწინებული ასიგნება.
3. პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ან ვაუჩერის მეშვეობით.
1. შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (www.worknet.gov.ge) რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლები.
2. დამსაქმებლები.
3. სოციალური პარტნიორები.
4. მასმედიის წარმომადგენლები.
პროგრამის განმახორციელებელია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).
დანართი №1.1
შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემის (www.worknet.gov.ge) განვითარება
ღონისძიების მიზანია სამუშაოს მაძიებელთა, დამსაქმებელთა, ვაკანსიების აღრიცხვისა და მონაცემთა ბაზების განვითარება, შრომის ბაზრის სუბიექტების უზრუნველყოფა მათი საქმიანობის მხარდამჭერი სისტემით. სტატისტიკური ინფორმაციის რეპორტების მექანიზმის დახვეწა-განვითარება.
1. www.worknet.gov.ge-ის მოდულების: ვაკანსიებისა და დამსაქმებლებისათვის გამიზნული სერვისების ამუშავება.
2. www.worknet.gov.ge-ში სტატისტიკური ინფორმაციის მოგროვება, მონაცემთა ბაზების ფორმირება და რეპორტინგის დამუშავება.
3. სამუშაოს მაძიებლებისა და ვაკანსიების ავტომატური თავსებადობის პროცედურის შემუშავება და დანერგვა.
შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემის (www.worknet.gov.ge) მოდულები – სამუშაოს მაძიებელთა, დამსაქმებელთა, ვაკანსიების, სტატისტიკურ მონაცემთა შეგროვებისა და დამუშავების უკუკავშირი და ანალიზი – ფუნქციონირებს გამართულად, იძლევა სტატისტიკურ რეპორტებს.
დანართი №1.2
შრომის ბაზარზე ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტირებების გაწევა მუნიციპალურ დონეზე
ღონისძიების მიზანია შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (www.worknet.gov.ge) რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლებისთვის შრომის ბაზარზე ქცევის წესების გაცნობა, მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა.
1. სამუშაოს მაძიებლებისთვის შრომის ბაზარზე ქცევის წესების გაცნობისა და კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად, სამუშაოს მაძიებელთა ჯგუფური და ინდივიდუალური კონსულტირებების ორგანიზება სააგენტოს ყველა ტერიტორიულ ერთეულში, კვარტალში ერთხელ.
2. დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობით, ახალგაზრდების (პროფესიული/უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტების) და მოწყვლადი, დაბალკონკურენტუნარიანი ჯგუფების შრომის ბაზარზე ქცევის წესების გაცნობისა და კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად, ჯგუფური კონსულტირებების ორგანიზება.
3. საინფორმაციო მასალების მომზადება, დაბეჭდვა და გავრცელება.
სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენს შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (www.worknet.gov.ge) რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებელი.
სააგენტოს ყველა ტერიტორიულ ერთეულში ხორციელდება ჯგუფური და ინდივიდუალური კონსულტირებები. კონსულტირებულ სამუშაოს მაძიებელთა რაოდენობა.
დანართი №1.3
საშუამავლო მომსახურების გაწევა-განვითარება
ღონისძიების მიზანია თავისუფალი სამუშაო ადგილების მოძიებისა და სამუშაოს მაძიებლების დასაქმების მიზნით, დამსაქმებელსა და სამუშაოს მაძიებელს შორის ოპერატიული და ეფექტური კავშირი და/ან ასეთი კავშირის ხელშეწყობა.
1. დამსაქმებლებისა და სამუშაოს მაძიებელთა ცნობიერების ამაღლება დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო მომსახურებების შესახებ.
2. საშუამავლო მომსახურების გაწევის ეფექტურად უზრუნველსაყოფად თანამშრომლობის განვითარება, ცალკეულ დამსაქმებლებთან, დამსაქმებელთა გაერთიანებებსა და დასაქმების კერძო სააგენტოებთან მუნიციპალურ დონეზე.
3. დამსაქმებლის მოთხოვნების შესაბამისი კანდიდატების შერჩევა www.worknet.gov.ge-ზე რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლებიდან და მათი დამსაქმებლისათვის შეთავაზება.
საქართველოს მასშტაბით დამსაქმებლები, დასაქმების კერძო სააგენტოები და შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (www.worknet.gov.ge) რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლები.
შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (www.worknet.gov.ge) რეგისტრირებულ დამსაქმებელთა რაოდენობა. დამსაქმებლისთვის შეთავაზებულ სამუშაოს მაძიებელთა რაოდენობა.
დანართი №1.4
პროფკონსულტაციისა და კარიერის დაგეგმვის მომსახურებების გაწევა მუნიციპალურ დონეზე
პროფკონსულტაციისა და კარიერის დაგეგმვის მომსახურების განვითარება/დანერგვა სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებში.
1. საქართველოს მასშტაბით, პროფესიული კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის კონსულტანტის კანდიდატების შესარჩევი მოთხოვნების შესაბამისად 10 კარიერის დაგეგმვის კონსულტანტის შერჩევა და მომზადება.
2. პროფკონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის მოსახურებების დანერგვისა და გაწევის თაობაზე, სამიზნე ჯგუფების ცნობიერების დონის ამაღლებისათვის სხვადასხვა ღონისძიების გატარება.
3. სახელმძღვანელოს და საინფორმაციო მასალების მომზადება, დაბეჭდვა და გავრცელება.
სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (www.worknet.gov.ge) რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლები.
მომსახურების მიწოდება ხორციელდება სააგენტოს მინიმუმ 10 ტერიტორიულ ერთეულში.
დანართი №1.5
მოწყვლადი, დაბალკონკურენტუნარიანი ჯგუფების დასაქმების ხელშემწყობი მექანიზმების შემუშავება და დანერგვა
ღონისძიების მიზანია მოწყვლადი, დაბალკონკურენტუნარიანი პირების დასაქმების ხელშემწყობი მომსახურების დანერგვა.
ამ ღონისძიების მიზნებისათვის, გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშნელობა:
ა) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი (შემდგომში – შშმ პირი) – არის პირი მყარი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან სენსორული დარღვევებით, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ამ პირის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში;
ბ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირი (შემდგომში – სსსმ პირი) – რომელსაც აქვს სიძნელეები სწავლაში და რომლისთვისაც საჭიროა ეროვნული სასწავლო გეგმის მოდიფიცირება და/ან სასწავლო გარემოსთან ადაპტაცია და/ან ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენა და განხორციელება;
გ) სააგენტო – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო;
დ) ბენეფიციარი – შშმ და სსსმ პირები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (www.worknet.gov.ge);
ე) დამსაქმებელი – კერძო სამართლის იურიდიული პირები, კერძო საწარმოები, რომლებიც გამოხატავენ მზაობას, მონაწილეობა მიიღონ სამუშაო ადგილების სუბსიდირების კომპონენტში და ხელი შეუწყონ შშმ/სსსმ პირების დასაქმებას;
ვ) სამუშაო ადგილების სუბსიდირება (შემდგომში – სუბსიდირება) – შშმ და სსსმ სამუშაოს მაძიებელ პირთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, დამსაქმებლებთან შეთანხმების მიღწევის გზით, ახალ ან არსებულ თავისუფალ სამუშაო ადგილებზე ბენეფიციართა სუბსიდირება (50 %-იანი დაფინანსებით, არაუმეტეს 460 ლარისა), სახელმწიფო ბიუჯეტიდან დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებების განვითარებისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში;
ზ) ვაუჩერი – დამსაქმებლებთან წარსადგენი დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც ხორციელდება ბენეფიციართა სამუშაო ადგილებზე სუბსიდირების დაფინანსება;
თ) მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტანტი – პირი, რომელიც მხარდაჭერას უწევს შშმ და სსსმ პირთა ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელებას, დაცვას და შენარჩუნებას.
განსახორციელებელი ღონისძიებები შედგება შემდეგი კომპონენტებისგან:
ა) სამუშაო ადგილების სუბსიდირების კომპონენტი;
ბ) მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტანტთა ჯგუფის ფორმირების კომპონენტი.
ღონისძიების სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ შრომის ბაზრის მართვის სიანფორმაციო სისტემაში (www.worknet.gov.ge) რეგისტრირებული შშმ/სსსმ პირები, რომლებიც გამოხატავენ მზაობას, ჩაერთონ სუბსიდირების კომპონენტში.
ღონისძიების განმახორციელებელია სააგენტო.
შშმ და სსსმ პირთა რაოდენობა, რომლებსაც გაეწიათ სათანადო მომსახურება და დასაქმდნენ შრომის ბაზარზე.
დანართი №1.5.1
სამუშაო ადგილების სუბსიდირების კომპონენტი
კომპონენტის ამოცანაა შშმ და სსსმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, დამსაქმებლებთან შეთანხმების მიღწევის გზით, ახალ ან არსებულ თავისუფალ სამუშაო ადგილებზე ბენეფიციართა სუბსიდირება.
1. ამ კომპონენტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებისთვის, სააგენტომ უნდა უზრუნველყოს დამსაქმებლების შერჩევა რეგიონების მიხედვით, რომლებიც გამოხატავენ მზაობას ბენეფიციართა დასაქმების თაობაზე და მონაცემთა რეესტრის შექმნა.
2. სააგენტომ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უნდა უზრუნველყოს, დამსაქმებლის მიერ შეთავაზებული ვაკანსიის პირობებში, შესასრულებელი სამუშაოს ანალიზი, ბენეფიციართა უნარ-ჩვევების ვაკანსიის საკვალიფიკაცო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.
3. საბოლოო გადაწყვეტილებას, ბენეფიციართა სამსახურში აყვანის თაობაზე, სააგენტოს შეთავაზების საფუძველზე, იღებს დამსაქმებელი.
4. სუბსიდირების კომპონენტით გათვალისწინებულია ორმოცამდე ბენეფიციარის დასაქმება.
5. სუბსიდირების დასრულების შემდგომ, დამსაქმებელსა და ბენეფიციარს შორის შემდგომი შრომითი ურთიერთობები რეგულირდება ორმხრივი შეთანხმებით, შრომითი ხელშეკრულებით.
6. სააგენტო უზრუნველყოფს ბენეფიციართა სუბსიდირებას დამსაქმებლის მიერ წარდგენილ ვაკანსიაზე გათვალისწინებული შრომის ანაზღაურების 50%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 460 (ოთხას სამოცი) ლარისა.
7. სუბსიდირება განხორციელდება ვაუჩერით, რომლის ფორმასაც დაამტკიცებს სააგენტოს დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
8. სუბსიდირების ხანგრძლივობა განისაზღვრება არაუმეტეს 4 (ოთხი) კალენდარული თვისა.
კომპონენტის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (www.worknet.gov.ge) რეგისტრირებული შშმ/სსსმ პირი.
კომპონენტის განმახორციელებელია სააგენტო.
შშმ და სსსმ პირთა რაოდენობა, რომლებსაც გაეწიათ სათანადო მომსახურება და დასაქმდნენ შრომის ბაზარზე.
1. ამ კომპონენტით გათვალისწინებული სუბსიდირების დაფინანსება განხორციელდება ვაუჩერის მეშვეობით. ამასთან, ვაუჩერი არ წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს.
2. ვაუჩერის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 460 (ოთხას სამოცი) ლარს ერთ თვეზე.
3. სუბსიდირების დაფინანსების მისაღებად, ბენეფიციარი სააგენტოს წარუდგენს განცხადებას, კომპონენტის მოსარგებლედ რეგისტრირების შესახებ, რომლის შემდეგაც იღებს შეთავაზებას კონკრეტული სამუშაო ადგილის შესახებ. დამსაქმებლისა და სამუშაოს მაძიებლების ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ბენეფიციარი დამსაქმებელთან წარადგენს ვაუჩერს ყოველი თვის არა უგვიანეს 15 რიცხვისა. დამსაქმებელი ბეჭდითა და ხელმოწერით დამოწმებულ ვაუჩერს აგზავნის სააგენტოში სუბსიდირების დაფინანსებისთვის არა უგვიანეს ყოველი თვის 20 რიცხვისა. ამასთან, ამ ვადების დარღვევით წარდგენილი ვაუჩერი არ ანაზღაურდება.
დანართი №1.5.2
მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტანტთა ჯგუფის ფორმირების კომპონენტი
შშმ და სსსმ პირთა დასაქმების ხელშეწყობისთვის მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტანტთა ჯგუფის ფორმირება.
1. საქართველოს მასშტაბით, მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტანტთა კანდიდატების შესარჩევი მოთხოვნების შესაბამისად, 11 მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტანტთა შერჩევა და მომზადება.
2. მხარდაჭერითი დასაქმების მომსახურების დანერგვისა და გაწევის თაობაზე სამიზნე ჯგუფების ცნობიერების დონის ამაღლებისათვის სხვადასხვა ღონისძიების გატარება.
3. საინფორმაციო მასალების მომზადება, ბეჭდვა და გავრცელება.
კომპონენტის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (www.worknet.gov.ge) რეგისტრირებული შშმ/სსსმ პირი.
კომპონენტის განმახორციელებელია სააგენტო.
შშმ და სსსმ პირთა რაოდენობა, რომლებსაც გაეწიათ სათანადო მომსახურება და დასაქმდნენ შრომის ბაზარზე.
დანართი №1.6
დასაქმების ფორუმების მოწყობა
დამსაქმებლებს, პროფესიული განათლების პროვაიდერებსა და სამუშაოს მაძიებლებს შორის უშუალო კონტაქტის დამყარება.
1. ფორუმის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით აუცილებელი ღონისძიებების გატარება.
2. ფორუმის ჩატარების დროის, ხანგრძლივობისა და ადგილის განსაზღვრა.
3. ფორუმის ჩატარებისთვის სივრცის (ფართის) მოძიება და საჭირო ინვენტარით აღჭურვა.
4. ფორუმის მონაწილე სუბიექტების განსაზღვრა და თანამშრომლობის განვითარება.
5. ფორუმში მონაწილე სამუშაოს მაძიებლების რეგისტრაცია.
6. შედეგების მონიტორინგი არაუმეტეს 6 თვის განმავლობაში და შედეგების სტატისტიკური დამუშავება.
სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ დამსაქმებლები და შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (www.worknet.gov.ge) რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებელი.
ღონისძიების განმახორციელებელია სააგენტო.
ჩატარებულია მინიმუმ ერთი ფორუმი. ფორუმში მონაწილე სამუშაოს მაძიებელთა და დამსაქმებელთა რაოდენობა, ფორუმის შედეგად დასაქმებულთა რაოდენობა.
დანართი №1.7
დასაქმების ხელშეწყობის საკითხებსა და არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით, სოციალურ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, შემაჯამებელი კონფერენციის მოწყობა
ღონისძიების მიზანია შრომის ბაზრის ინფრასტრუქტურის განვითარებაში დაინტერესებულ სუბიექტთა მაქსიმალური ჩართულობისა და სოციალური დიალოგის განვითარება და დასაქმების სახელმწიფო სამსახურის გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
1. კონფერენციების დროის, ხანგრძლივობის და ადგილის განსაზღვრა.
2. დაინტერესებული მხარეებისთვის ჩასატარებელ კონფერენციასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება.
3. კონფერენციის ორგანიზება.
სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ სოციალური პარტნიორები, პარტნიორი სახელმწიფო უწყებები და საზოგადოების სხვა დაინტერესებული პირები.
პროგრამის განმახორციელებელია სააგენტო.
ჩატარებულია კონფერენცია დასაქმების ხელშეწყობის საკითხებსა და არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით.
დანართი №1.8
შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიებისა და საჭირო ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამოვლენის მიზნით, თვისებრივი კვლევების განხორციელება და მონიტორინგი, მინიმუმ, წელიწადში ერთხელ
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თვისებრივი კვლევების განხორციელების გზით, შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების და საჭირო ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამოვლენა.
1. შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების, საჭირო ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამოვლენის მიზნით, თვისებრივი კვლევის ორგანიზება, მინიმუმ, წელიწადში ერთხელ.
2. კვლევის მეთოდოლოგიის შემუშავება.
ღონისძიების განმახორციელებელია სააგენტო.
შემუშავებულია მეთოდოლოგია. ჩატარებულია კვლევა და წარმოდგენილია კვლევის შედეგები.
დანართი №1.9
ბეჭდვითი გამომცემლობების, ტელე-რადიო მაუწყებლობის ჟურნალისტებისა და საზოგადოების დაინტერესებული მხარეების ცნობიერების ამაღლების მიზნით, დასაქმების თემებზე ტრენინგების/სემინარების ორგანიზება
ღონისძიების მიზანია მედიისა და საზოგადოების დაინტერესებული მხარეების ცნობიერების გაზრდა, დასაქმების სახელმწიფო სამსახურისა და დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებების შესახებ.
1. ტრენინგების/სემინარების ჩატარების დროის, ხანგრძლივობისა და ადგილის განსაზღვრა.
2. დაინტერესებული მხარეების ინფორმირება, ქვეყნის მასშტაბით, რეგიონების მიხედვით, დაგეგმილი ღონისძიების თაობაზე.
3. წინასწარ განსაზღვრულ ჯგუფებთან ტრენინგების/სემინარების ჩატარება.
ტრენინგების საფუძველზე გადამზადებული ჟურნალისტების/სხვა დაინტერესებული პირების რაოდენობა.
ღონისძიების განმახორციელებელია სააგენტო.
დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
„საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 31 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიისა და საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიის რეალიზაციის 2015-2018 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 აგვისტოს №199 დადგენილების საფუძველზე და „საქართველოს მთავრობასა და ევროკავშირს შორის „დასაქმების და პროფესიული განათლებისა და გადამზადების“ საფინანსო შეთანხმების ხელმოწერის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 დეკემბრის №2181 განკარგულების გათვალისწინებით, დამტკიცდეს თანდართული დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების სახელმწიფო პროგრამა (დანართი №1).
პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი
დანართი №1 დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების სახელმწიფო პროგრამაა) შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემის (www.worknet.gov.ge) განვითარება;
ბ) შრომის ბაზარზე ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტირებების გაწევა მუნიციპალურ დონეზე; გ) საშუამავლო მომსახურების გაწევა-განვითარება; დ) პროფკონსულტაციისა და კარიერის დაგეგმვის მომსახურებების გაწევა მუნიციპალურ დონეზე; ე) მოწყვლადი, დაბალკონკურენტუნარიანი ჯგუფების დასაქმების ხელშემწყობი მექანიზმების შემუშავება და დანერგვა (დასაქმების ხელშეწყობის მოდელების პილოტირების – სამუშაო ადგილებზე სუბსიდირების გზით); ვ) დასაქმების ფორუმების მოწყობა; ზ) დასაქმების ხელშეწყობის საკითხებსა და არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით, სოციალურ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, შემაჯამებელი კონფერენციის მოწყობა; თ) შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების და საჭირო ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამოვლენის მიზნით, თვისებრივი კვლევების განხორციელება და მონიტორინგი, მინიმუმ, წელიწადში ერთხელ; ი) ბეჭდვითი გამომცემლობების, ტელე-რადიომაუწყებლობის ჟურნალისტებისა და საზოგადოების დაინტერესებული მხარეების ცნობიერების ამაღლების მიზნით, დასაქმების თემებზე ტრენინგების/სემინარების ორგანიზება.შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემის (www.worknet.gov.ge) განვითარება
1. www.worknet.gov.ge-ის მოდულების: ვაკანსიებისა და დამსაქმებლებისათვის გამიზნული სერვისების ამუშავება.
2. www.worknet.gov.ge-ში სტატისტიკური ინფორმაციის მოგროვება, მონაცემთა ბაზების ფორმირება და რეპორტინგის დამუშავება.
3. სამუშაოს მაძიებლებისა და ვაკანსიების ავტომატური თავსებადობის პროცედურის შემუშავება და დანერგვა.შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემის (www.worknet.gov.ge) მოდულები – სამუშაოს მაძიებელთა, დამსაქმებელთა, ვაკანსიების, სტატისტიკურ მონაცემთა შეგროვებისა და დამუშავების უკუკავშირი და ანალიზი – ფუნქციონირებს გამართულად, იძლევა სტატისტიკურ რეპორტებს.
დანართი №1.2 შრომის ბაზარზე ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტირებების გაწევა მუნიციპალურ დონეზეღონისძიების მიზანია შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (www.worknet.gov.ge) რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლებისთვის შრომის ბაზარზე ქცევის წესების გაცნობა, მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა.
სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენს შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (www.worknet.gov.ge) რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებელი.
საქართველოს მასშტაბით დამსაქმებლები, დასაქმების კერძო სააგენტოები და შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (www.worknet.gov.ge) რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლები.
შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (www.worknet.gov.ge) რეგისტრირებულ დამსაქმებელთა რაოდენობა. დამსაქმებლისთვის შეთავაზებულ სამუშაოს მაძიებელთა რაოდენობა.
დანართი №1.4 პროფკონსულტაციისა და კარიერის დაგეგმვის მომსახურებების გაწევა მუნიციპალურ დონეზესამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (www.worknet.gov.ge) რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლები.
დ) ბენეფიციარი – შშმ და სსსმ პირები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (www.worknet.gov.ge);
ე) დამსაქმებელი – კერძო სამართლის იურიდიული პირები, კერძო საწარმოები, რომლებიც გამოხატავენ მზაობას, მონაწილეობა მიიღონ სამუშაო ადგილების სუბსიდირების კომპონენტში და ხელი შეუწყონ შშმ/სსსმ პირების დასაქმებას; ვ) სამუშაო ადგილების სუბსიდირება (შემდგომში – სუბსიდირება) – შშმ და სსსმ სამუშაოს მაძიებელ პირთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, დამსაქმებლებთან შეთანხმების მიღწევის გზით, ახალ ან არსებულ თავისუფალ სამუშაო ადგილებზე ბენეფიციართა სუბსიდირება (50 %-იანი დაფინანსებით, არაუმეტეს 460 ლარისა), სახელმწიფო ბიუჯეტიდან დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებების განვითარებისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში; ზ) ვაუჩერი – დამსაქმებლებთან წარსადგენი დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც ხორციელდება ბენეფიციართა სამუშაო ადგილებზე სუბსიდირების დაფინანსება; თ) მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტანტი – პირი, რომელიც მხარდაჭერას უწევს შშმ და სსსმ პირთა ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელებას, დაცვას და შენარჩუნებას.ღონისძიების სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ შრომის ბაზრის მართვის სიანფორმაციო სისტემაში (www.worknet.gov.ge) რეგისტრირებული შშმ/სსსმ პირები, რომლებიც გამოხატავენ მზაობას, ჩაერთონ სუბსიდირების კომპონენტში.
კომპონენტის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (www.worknet.gov.ge) რეგისტრირებული შშმ/სსსმ პირი.
კომპონენტის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (www.worknet.gov.ge) რეგისტრირებული შშმ/სსსმ პირი.
სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ დამსაქმებლები და შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (www.worknet.gov.ge) რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებელი.
დანართი №1.7
დასაქმების ხელშეწყობის საკითხებსა და არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით, სოციალურ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, შემაჯამებელი კონფერენციის მოწყობადანართი №1.8
შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიებისა და საჭირო ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამოვლენის მიზნით, თვისებრივი კვლევების განხორციელება და მონიტორინგი, მინიმუმ, წელიწადში ერთხელდანართი №1.9
ბეჭდვითი გამომცემლობების, ტელე-რადიო მაუწყებლობის ჟურნალისტებისა და საზოგადოების დაინტერესებული მხარეების ცნობიერების ამაღლების მიზნით, დასაქმების თემებზე ტრენინგების/სემინარების ორგანიზება