ზურაბ პატარაძის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს
დადგენილება
ზურაბ პატარაძის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ დამტკიცების შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს:
1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის 21-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 111-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცებულ იქნეს ზურაბ პატარაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე
ჩაქვი,
2016 წლის 15 ივლისი
№166-უ.ს.რ.ს.