შპს „პრივატ კაპიტალ პარტნერსის“ მიერ სავალდებულო სატენდერო შეთავაზების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება
სავალდებულო სატენდერო შეთავაზების თაობაზე
სავალდებულო სატენდერო შეთავაზება სს „მცირე და საშუალო ბიზნესის საინვესტიციო ფონდ მწვანე კაპიტალის“ აქციათა ყიდვის თაობაზე კეთდება საქართველოს მეწარმეთა კანონის 532 მუხლის შესაბამისად, რომლის საფუძველიცაა შემთავაზებლის შპს „პრივატ კაპიტალ პარტნერსის“ მიერ სს „მცირე და საშუალო ბიზნესის საინვესტიციო ფონდი მწვანე კაპიტალის“ აქციათა საერთო რაოდენობის ½-ზე მეტის შეძენა.
გამოსყიდვის პირობები და პროცედურები:
● შემთავაზებელი ფლობს სს „მცირე და საშუალო ბიზნესის საინვესტიციო ფონდ მწვანე კაპიტალის“ მიერ გამოშვებულ 151114 (ას ორმოცდათერთმეტი ათას ას თერთმეტი) ცალ ჩვეულებრივ სახელობით აქციას, რაც შეადგენს გამოშვებული საწესდებო კაპიტალის 88,003%-ს და სურს გამოისყიდოს სს „მცირე და საშუალო ბიზნესის საინვესტიციო ფონდ მწვანე კაპიტალის“ დარჩენილი 20 600 (ოცი ათას ექვსასი) ცალი ჩვეულებრივი სახელობითი აქცია, რომელიც სს შეადგენს საწესდებო კაპიტალის 11,997 %-ს;
● სს „მცირე და საშუალო ბიზნესის საინვესტიციო ფონდ მწვანე კაპიტალის“ აქციების გამოსასყიდი ფასი შეადგენს 9 (ცხრა) ლარს ერთ ცალ აქციაზე (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) . გამოსასყიდი ფასი სავალდებულო სატენდერო შეთავაზების მიზნისათვის დადგენილია და არ არის იმ ფასზე ნაკლები, რაც შპს შპს „პრივატ კაპიტალ პარტნერსისმა“ გადაიხადა გამოშვებული საწესდებო კაპიტალის 88.003 %-ის შესაძენად;
● სავალდებულო სატენდერო შეთავაზება გამოქვეყნებული იქნება 2015 წლის 21 ივლისს;
● განცხადებები აქციონერთა მიერ შეთავაზებაში აღნიშნული პირობებით აქციების გასხვისების თაობაზე წერილობით გაკეთებული უნდა იქნეს 2016 წლის 21 ივლისიდან 2016 წლის 21 ოქტომბრამდე;
● განცხადებები განიხილება 2016 წლის 21 ოქტომრიდან 2016 წლის 31 დეკემბრამდე და იმავე ვადაში მიღებული იქნება გადაწყვეტილება;
● შემთავაზებელი იტოვებს უფლებას, გააუქმოს შეთავაზება, მთლიანად ან მისი ნაწილი; ამ უკანასკნელ ან/და სავალდებულო სატენდერო შეთავაზების რომელიმე პირობის შეცვლის შემთხვევაში გაკეთდება შეთავაზების განცხადების განახლებული ვერსია ან გაუქმების განცხადება და გავრცელდება იმავე დადგენილი წესით;
● შესყიდვა მოხდება სავალდებულო სატენდერო შეთავაზების ვადის გასვლის შემდეგ;
● სს „მცირე და საშუალო ბიზნესის საინვესტიციო ფონდი მწვანე კაპიტალის“ აქციონერთაგან აქციების გაყიდვაზე განაცხადების შეგროვებას განახორციელებს ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის შპს „ეროვნული რეესტრი” (ლიცენზიის №20026), იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი №41, სართული 6; საკონტაქტო ტელ: 2311173; 2311174;
● „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 532 მუხლის შესაბამისად, შესაძენ აქციათა გამოსასყიდი ფასის შეფასების ანგარიშის გაცნობა აქციონერებს შეუძლიათ წინა პუნქტში აღნიშნული ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ოფისის მითითებულ მისამართზე.
შემთავაზებელი
შპს „პრივატ კაპიტალ პარტნერსის“
დირექტორი თ. გუგუნავა