შპს „ჯორჯიან ინტერნეიშნლ ჰოლდინგისა“ და შპს „GEORGIAN HUASHUN INTERNATIONAL INDUSTRIAL INVESTMENT GROUP LTD“-ის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ

მიღების თარიღი 07.07.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №1369
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021781
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/07/2016
matsne.gov.ge 709 სიტყვა · ~4 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ვუდმასტერისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 88% 13.06.2016 სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სს „რუსთავოილისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 88% 17.11.2016 „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „სომგოს კომპანიისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 4 აპრილის №616 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და შპს „სომგოს კომპანიის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება 87% 27.05.2016 შპს „სინემა 13“-ისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 87% 07.10.2016 სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „როსტერისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 87% 18.05.2016

დოკუმენტის ტექსტი

შპს „ჯორჯიან ინტერნეიშნლ ჰოლდინგისა“ და შპს „GEORGIAN HUASHUN INTERNATIONAL INDUSTRIAL INVESTMENT GROUP LTD“-ის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; } p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; } p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } span.first {} span.CommentTextChar { } span.CommentSubjectChar { font-weight:bold;} span.BalloonTextChar { } span.HeaderChar { } span.FooterChar { } p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:62.95pt 56.7pt 62.95pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის განკარგულება №1369 2016 წლის 7 ივლისი ქ. თბილისი შპს „ჯორჯიან ინტერნეიშნლ ჰოლდინგისა“ და შპს „GEORGIAN HUASHUN INTERNATIONAL INDUSTRIAL INVESTMENT GROUP LTD“-ის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ 1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 49​1 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განისაზღვროს „ქ. ქუთაისში, ავტომშენებლის ქ. №88-ში მდებარე უძრავ-მოძრავი ქონების აუქციონის (პირობებიანი) ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 20 სექტემბრის №1-1/1430 ბრძანების (შემდგომში - ბრძანება) მე-4 პუნქტით დადგენილისაგან განსხვავებული შემდეგი საპრივატიზებო პირობები, კერძოდ: ბრძანების პირველ პუნქტში მითითებული ქონების (გარდა №03.01.21.192, №03.01.21.206, №03.01.21.215, №03.01.21.029 და №03.01.21.358 მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული ქონებისა) საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს: ა) 2016 წლის სექტემბრამდე, პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით, №03.01.01.298 (მიწის (უძრავი ქონების)) საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე 14-ვაგონიანი (თოთხმეტვაგონიანი) სარკინიგზო ჩიხის აშენება; ბ) 2016 წლის სექტემბრამდე, პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით, №03.01.01.298 (მიწის (უძრავი ქონების)) საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე ქიმიური მინერალების მწარმოებელი ქარხნის შექმნა; გ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საპრივატიზებო პირობების შესრულების მიზნით, პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით, არანაკლებ 1 500 000 (ერთი მილიონ ხუთასი ათასი) აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელება; დ) №03.01.01.298 (მიწის (უძრავი ქონების)) საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე, შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებიდან 2025 წლის ბოლომდე, უწყვეტად, არანაკლებ 250 (ორას ორმოცდაათი) საქართველოს მოქალაქის დასაქმება; ე) შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებიდან 2025 წლის ბოლომდე, ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში მითითებულ ინვესტიციაზე, დამატებით, „ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნასთან დაკავშირებული ურთიერთვალდებულებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობასა და შპს „ჯორჯიან ინტერნეიშნლ ჰოლდინგს“ შორის 2009 წლის 26 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით, პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით, არანაკლებ 5 000 000 (ხუთი მილიონი) აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელება. 2. №03.01.21.192, №03.01.21.206, №03.01.21.215, №03.01.21.029 და №03.01.21.358 (მიწის (უძრავი ქონების)) საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ უძრავ ქონებებზე გაუქმებულ იქნეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა (უფლებამონაცვლე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) და შპს „ჯეომეტ&კოს“ შორის 2007 წლის 25 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობები. 3 „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 49​1 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შპს „ჯორჯიან ინტერნეიშნლ ჰოლდინგი“ (ს/კ: №204565577) და შპს „GEORGIAN HUASHUN INTERNATIONAL INDUSTRIAL INVESTMENT GROUP LTD“ (ს/კ: №212921999) გათავისუფლდნენ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა (უფლებამონაცვლე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) და შპს „ჯეომეტ&კოს“ (უფლებამონაცვლე - შპს „ჯორჯიან ინტერნეიშნლ ჰოლდინგი“) შორის 2007 წლის 25 ოქტომბერს გაფორმებულ, პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ №10ა ოქმით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისათვის, ამ განკარგულების საფუძველზე შესაბამისი ხელშეკრულების დადებამდე დაკისრებული პირგასამტეხლოსაგან იმ პირობით, რომ შპს „ჯორჯიან ინტერნეიშნლ ჰოლდინგი“ შეასრულებს ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ საპრივატიზებო პირობებს. 4. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების (მათ შორის, საპრივატიზებო პირობ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის) უზრუნველსაყოფად, ამ განკარგულების საფუძველზე შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე, შპს „ჯორჯიან ინტერნეიშნლ ჰოლდინგმა“ წარადგინოს 2026 წლის 30 აპრილის ჩათვლით მოქმედი 300 000 (სამასი ათასი) აშშ დოლარის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია. 5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები. პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი