GG-P-SAD ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტის, GG-P-SAE ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტის „ჭარბი თავდაცვითი საქონლის გრანტის თაობაზე“ და მათთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების შესახებ
მიღების თარიღი 12.07.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №1397
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021812
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/07/2016
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
12.07.2016 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
GG-P-SAD ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტის მოდიფიკაცია 1-ისა და GG-P-SAE ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტის „ჭარბი თავდაცვითი საქონლის გრანტის თაობაზე“ ხელშეკრულების დამატება 1-ით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების მიღებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების შესახებ GG-P-SAE ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტის „ჭარბი თავდაცვითი საქონლის გრანტის თაობაზე“ ხელშეკრულების დამატება 1-თან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების შესახებ GG-B-UDB ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტის შესახებ GG-B-UDC ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტის შესახებ GG-B-UDA ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
GG-P-SAD ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტის, GG-P-SAE ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტის „ჭარბი თავდაცვითი საქონლის გრანტის თაობაზე“ და მათთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; }
p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; }
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; }
p.MsoNoSpacing, li.MsoNoSpacing, div.MsoNoSpacing {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
span.apple-converted-space {}
span.BalloonTextChar { }
span.HeaderChar { }
span.FooterChar { }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
span.PlainTextChar { }
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; color:black; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:62.95pt 56.7pt 62.95pt 56.7pt;}
div.Section1 {page:Section1;}
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1397
2016 წლის 12 ივლისი
ქ. თბილისი
GG-P-SAD ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტის,
GG-P-SAE
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტის „
ჭარბი თავდაცვითი საქონლის გრანტის თაობაზე“
და მათთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების შესახებ
1. „აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის №126 დადგენილების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს GG-P-SAD ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტისა და GG-P-SAE ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტის „
ჭარბი თავდაცვითი საქონლის გრანტის თაობაზე“ ხელშეკრულებები.
2. „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, რათა განახორციელოს
ამ განკარგულების პირველ პუნქტში გათვალისწინებული ხელშეკრულებებით ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტებით განსაზღვრული კატარღების, მარაგნაწილების, აღჭურვილობის, პუბლიკაციებისა და სხვა საქონლისა და მომსახურების მიღება, შემდგომში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციისათვის გადაცემის მიზნით.
3. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელოს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისგან GG-P-SAE ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტის „
ჭარბი თავდაცვითი საქონლის გრანტის თაობაზე“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული კატარღებისათვის საჭირო შეიარაღების, აღჭურვილობის, საწვავ-საპოხი მასალისა და სხვა საქონლისა და მომსახურების შესყიდვა, შემდგომში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციისათვის გადაცემის მიზნით.
4. იმის გათვალისწინებით, რომ ამ განკარგულების მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად ქონების საბოლოო მიმღები არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიცია, აგრეთვე „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს (შემდგომში – მომსახურების სააგენტო) საქმიანობის მიზანს წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის განვითარების ხელშეწყობა, დაევალოს მომსახურების სააგენტოს, ამ განკარგულების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება, 3 195 163 აშშ დოლარის ოდენობით, განახორციელოს ამერიკულ მხარესთან ავანსის სახით, პირდაპირი ანგარიშსწორების გზით, საკუთარი ბიუჯეტიდან.
5. „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის“ მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, GG-P-SAE ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასთან გასაფორმებელი „ჭარბი თავდაცვითი საქონლის გრანტის თაობაზე“ ხელშეკრულების ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების მხარე გათავისუფლდეს ამავე წესის მე-10-მე-13 მუხლებით დადგენილი მოთხოვნებისგან.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი