GG-P-SAD ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტის მოდიფიკაცია 1-ისა და GG-P-SAE ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტის „ჭარბი თავდაცვითი საქონლის გრანტის თაობაზე“ ხელშეკრულების დამატება 1-ით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების მიღებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
GG-P-SAD ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტის მოდიფიკაცია 1-ისა და GG-P-SAE ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტის „ჭარბი თავდაცვითი საქონლის გრანტის თაობაზე“ ხელშეკრულების დამატება 1-ით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების მიღებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2
475
2017 წლის 29 ნოემბერი
ქ. თბილისი
GG-P-SAD ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტის მოდიფიკაცია 1-ისა და
GG-P-SAE
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტის „ჭარბი თავდაცვითი საქონლის გრანტის თაობაზე“ ხელშეკრულების დამატება 1-ით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების მიღება
სთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების შესახებ
1. „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, რათა განახორციელოს
GG-P-SAD ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტის ხელშეკრულების მოდიფიკაცია 1-ისა და
GG-P-SAE
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტის „ჭარბი თავდაცვითი საქონლის გრანტის თაობაზე“ ხელშეკრულების დამატება 1-ით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების მიღება შემდგომში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისთვის – საქართველოს სასაზღვრო პოლიციისათვის გადაცემის მიზნით.
2. როგორც ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქონლისა და მომსახურების საბოლოო მიმღებს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – საქართველოს სასაზღვრო პოლიციას დაევალოს, ამ განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიების დაფინანსება (3 500 000 აშშ დოლარის ოდენობით) განახორციელოს ამერიკულ მხარესთან ავანსის სახით, პირდაპირი ანგარიშსწორების გზით, მისთვის 2017 წელს გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებიდან.
3. განკარგულება ძალაშია 2017 წლის 28 ნოემბრიდან.
პრემიერ-მინისტრი
გიორგი კვირიკაშვილი