„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N19 პენიტენციური დაწესებულების - ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს N113 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
09.08.2016 ძალადაკარგული 17.08.2016
ნომერი
№94
სარეგისტრაციო კოდი
100020020.22.038.016688
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/08/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №94

2016 წლის 9 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №19 პენიტენციური დაწესებულების ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №113 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 

მუხლი 1
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №19 პენიტენციური დაწესებულების – ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №113 ბრძანებაში (სსმ,100020020.22.038.016528, 31/08/2015) შევიდეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

1. 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ცენტრის დირექტორის ბრძანების საფუძველზე, როგორც წესი, სპეციალურად გამოყოფილ ადგილას, ეწეოდეს ინდივიდუალურ საქმიანობას, ჰქონდეს ამისთვის საჭირო ინვენტარი და დაწესებულების ხელშეწყობით მოახდინოს ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად დამზადებული ნივთის (ნაკეთობის) რეალიზაცია;“.

2. 53-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 531 მუხლი:

„მუხლი 531.  ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ინდივიდუალური საქმიანობის განხორციელება

1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს ეწეოდეს ინდივიდუალურ საქმიანობას, ჰქონდეს ამისთვის საჭირო ინვენტარი და მოახდინოს ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად დამზადებული ნივთის (ნაკეთობის) რეალიზაცია.

2. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ინდივიდუალური საქმიანობის განხორციელება, როგორც წესი, ხდება სპეციალურად გამოყოფილ ადგილას, რის თაობაზეც დაწესებულების დირექტორი გამოსცემს შესაბამის ბრძანებას.

3. ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად დამზადებული ნივთის (ნაკეთობის) რეალიზაცია ხორციელდება „ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად დამზადებული ნივთის (ნაკეთობის) რეალიზაციის და ამ მიზნით ინდივიდუალური საქმიანობის გაწევის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 14 ივლისის №91 ბრძანების შესაბამისად.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური საქმიანობა შეიძლება იყოს:

ა) ხატწერა/ხატის შექმნა;

ბ) ფსკვნილისა და სხვა საეკლესიო ნაკეთობების დამზადება;

გ) ხატვა;

დ) ქარგვა;

ე) კერვა;

ვ) ქსოვა;

ზ) ტყავის დამუშავება;

თ) გობელენის დამზადება;

ი) თექაზე, სამკაულებზე, ბისერებზე, მინანქარსა და თიხის ნაკეთობებზე მუშაობა;

კ) ქვისა და ხის მხატვრული დამუშავება;

ლ) დურგლობა;

მ) პურის გულზე, პლასტელინსა და პოლიეთილენზე მუშაობა.

5. გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ჩამონათვალისა, ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეიძლება მიეცეს სხვა საქმიანობის უფლება დაწესებულების დირექტორის ბრძანებით, დეპარტამენტის დირექტორთან შეთანხმებით.“. 

3. 55-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 551 მუხლი:

მუხლი 551. დაწესებულებაში გარეშე პირების შეხვედრა ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან

1. დაწესებულებაში, ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან გარეშე პირის შესახვედრად შესვლა ხორციელდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის თანხმობით სამუშაო დღეებში დილის 1000 საათიდან საღამოს 1800 საათამდე, გარდა პატიმრობის კოდექსის 172 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებში, როდესაც საფრთხე ექმნება ბრალდებულის/მსჯავრდებულის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, მართლმსაჯულების განხორციელებას ან სხვა სამართლებრივ სიკეთეებს, დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით, დაწესებულებაში ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან გარეშე პირის შესახვედრად შესვლა შესაძლებელია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დროის პერიოდის დაუცველად.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დაწესებულების დირექტორი ვალდებულია, არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, დეპარტამენტის დირექტორს პატაკით მიაწოდოს ინფორმაცია განხორცილებული ვიზიტის შესახებ. დეპარტამენტის დირექტორი მიღებულ ინფორმაციას  აწვდის მინისტრს მომდევნო სამუშაო დღეს.   

4. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება პატიმრობის კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ პირებზე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ბრიგადის წევრებსა და დაწესებულებაში მომხდარი დანაშაულის გამოძიებისათვის საგამოძიებო ან სხვა საპროცესო მოქმედებების ჩატარებისათვის შესულ პირებზე.“.

4. 74-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად დამზადებული ნივთის (ნაკეთობის) რეალიზაციის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვის ვადით;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 15 აგვისტოდან.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელითამარ ხულორდავა