ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამით „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ღონისძიებები“ (კოდი: 01 02 01) გათვალისწინებული ღონისძიების „საგზაო მოძრაობის ორგანიზებისა და უსაფრთხოების მიზნით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება“ განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 22.07.2016
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №18-51
სარეგისტრაციო კოდი 010260040.35.101.016307
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/07/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.07.2016 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
თემზე დაფუძნებული ადგილობრივი მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ ხონის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის სამუშაო ჯგუფის შექმნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის“ დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გრანტების გაცემის წესის, საგრანტო კონკურსის დებულებისა და საგრანტო პროექტების შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამით „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ღონისძიებები“ (კოდი: 01 02 01) გათვალისწინებული ღონისძიების „საგზაო მოძრაობის ორგანიზებისა და უსაფრთხოების მიზნით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება“ განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №18-51
2016 წლის 22 ივლისი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამით „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ღონისძიებები“ (კოდი: 01 02 01) გათვალისწინებული ღონისძიების „საგზაო მოძრაობის ორგანიზებისა და უსაფრთხოების მიზნით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება“ განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამით „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ღონისძიებები“ (კოდი: 01 02 01) გათვალისწინებული ღონისძიების „საგზაო მოძრაობის ორგანიზებისა და უსაფრთხოების მიზნით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება“ განხორციელების წესი დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი
დანართი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამით „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ღონისძიებები“ (კოდი: 01 02 01) გათვალისწინებული ღონისძიების „საგზაო მოძრაობის ორგანიზებისა და უსაფრთხოების მიზნით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება“ განხორციელების წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. ეს წესი განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის ქვეპროგრამით „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ღონისძიებები“ (კოდი 01 02 01) გათვალისწინებული ღონისძიების „საგზაო მოძრაობის ორგანიზებისა და უსაფრთხოების მიზნით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება“ განხორციელების პირობებსა და პროცედურებს.
2. ეს წესი არ ვრცელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის ქვეპროგრამით „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ღონისძიებები“ (კოდი 01 02 01) გათვალისწინებული ასიგნების ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ორგანიზებით განსახორციელებელი სხვა ღონისძიებების დაფინანსებაზე.
3. ამ წესის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის ქვეპროგრამით „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ღონისძიებები“ (კოდი 01 02 01) გათვალისწინებული ღონისძიების „საგზაო მოძრაობის ორგანიზებისა და უსაფრთხოების მიზნით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება“ დაფინანსების მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა ქმნის პროექტის განმხილველ კომისიას (შემდგომში –
კომისია). კომისიის საქმიანობის წესი განისაზღვრება კომისიის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა.
მუხლი 2🔗.
დაფინანსების მიმღები სუბიექტები
ამ წესით განსაზღვრული დაფინანსების მიმღები სუბიექტები არიან საჯარო სამართლის იურიდიული პირები ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები, რომელთა მიერ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურისთვის წარდგენილი პროექტი ორიენტირებული იქნება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაზე, მოქალაქეების ცნობიერების ამაღლებასა და ცოდნის გაღრმავებაზე.
მუხლი 3🔗.
საპროექტო განაცხადის წარდგენა
1. დაფინანსების მისაღებად დაინტერესებული პირი წერილობითი განცხადებით მიმართავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს (შემდგომში –
სამსახური). განცხადებას თან უნდა ერთოდეს სრულყოფილად შევსებული საპროექტო განაცხადი. საპროექტო განაცხადთან ერთად სამსახურს წარედგინება მის მიერ განსაზღვრული დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
2. საპროექტო განაცხადის ფორმას და წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას განსაზღვრავს სამსახური.
3. სამსახური ამოწმებს საპროექტო განაცხადის დადგენილ ფორმასთან და ამ წესით განსაზღვრულ კრიტერიუმებთან შესაბამისობას. თუ დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი საპროექტო განაცხადი არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, სამსახური დაინტერესებულ სუბიექტს ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვრავს არანაკლებ 5-დღიან ვადას.
4. სამსახურის მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში საპროექტო განაცხადი არ განიხილება და განმცხადებელს წერილობით ეცნობება დასაბუთებული უარის შესახებ.
მუხლი 4🔗.
საპროექტო განაცხადის განხილვა და დაფინანსება
1. თუ წარმოდგენილი საპროექტო განაცხადი აკმაყოფილებს ამ წესითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, სამსახური საპროექტო განაცხადს განსახილველად წარუდგენს კომისიას.
2. დაფინანსება ხორციელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის ქვეპროგრამისათვის „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ღონისძიებები“ (კოდი 01 02 01) გამოყოფილი ასიგნების ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ასიგნების ფარგლებში, დაფინანსებას ექვემდებარება საპროექტო განაცხადი შემდეგ თემებზე:
ა) საგზაო უსაფრთხოება (საგზაო მონაწილეთა უსაფრთხოება და დაცვა)
ა.ა) ქვეითები;
ა.ა.ა) სასკოლო განათლება – ქვეითად მოსიარულეთა უნარ-ჩვევები და საგზაო მოძრაობის წესების სწავლება (კვლევა/ტრენინგები/პოპულარიზაცია);
ა.ა.ბ) ქვეითთა უსაფრთხოება – საგზაო მოძრაობის წესების დაცვა, მიწისქვეშა და მიწის ზედა გადასასვლელებით სარგებლობა, უპირატესობები (კვლევა/პოპულარიზაცია);
ა.ა.გ) სატრანსპორტო საშუალების მძღოლთა ვალდებულებები საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეთა მიმართ – ქვეითთა უპირატესობები გადასასვლელებზე და მათი უსაფრთხოება (კვლევა/პოპულარიზაცია);
ა.ბ) ბავშვები;
ა.ბ.ა) ბავშვების უსაფრთხოება/შეზღუდვები: ბავშვების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაყვანის შეზღუდვები, წესების განსაზღვრა (კვლევა/პოპულარიზაცია);
ა.ბ.ბ) ბავშვების ქვეითთა გადასასვლელებზე ორგანიზებულად გადაყვანა, წესების განსაზღვრა (კვლევა/პოპულარიზაცია);
ა.გ) საგზაო მოძრაობის მონაწილეები (მძღოლი მგზავრი);
ა.გ.ა) სიჩქარის შეზღუდვა: მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა ქალაქის ტიპის დასახლებებში 50კმ/სთ-მდე. (კვლევა/პოპულარიზაცია)
;
ა.გ.ბ) ალკოჰოლური ან ნარკოტიკული თრობის მდგომარეობაში ავტომობილის მართვა: თრობის საშუალებათა უარყოფითი შედეგები (კვლევა/პოპულარიზაცია);
ა.გ.გ) ჩაფხუტის ხმარება: ჩაფხუტის ტიპების (სტანდარტების) განსაზღვრა, მათი ხმარების წახალისება და ადმინისტრაციული ზომების გამკაცრება (კვლევა/პოპულარიზაცია);
ა.გ.დ) უსაფრთხოების ღვედი: უსაფრთხოების ღვედის გამოყენების წახალისება (კვლევა/პოპულარიზაცია);
ა.გ.ე) საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების და დაშავებულთა მონაცემების ვიზუალიზაცია –
საინფორმაციო ბანერის მოწყობა;
ბ) საზოგადოებრივი ტრანსპორტი
;
ბ.ა) საზოგადოებრივი ტრანსპორტის როლი და უპირატესობები – საზოგადობის დამოკიდებულება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართ, საცობთან ბრძოლა, CO-ს შემცირება, კერძო ტრანსპორტის მფლობელთა დამოკიდებულება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართ (კვლევა/პოპულარიზაცია);
ბ.ბ) ტრანსპორტის მოძრაობის უარყოფითი შედეგის ვიზუალიზაცია – გამონაბოლქვის დეტექტორის დაყენება, მონაცემების ვიზუალიზაცია;
გ) ეკოტრანსპორტი
;
გ.ა) ველოსიპედი –
ჯანმრთელობა, მობილურობა, უპირატესობა, მომხმარებელთა რაოდენობა (კვლევა/პოპულარიზაცია);
დ) ტურისტული ზონა
;
დ.ა) ტურისტული ზონის გეოგრაფიული მდებარეობის განსაზღვრა (საზოგადოების დამოკიდებულების კვლევა/ანალიზი)
;
დ.ბ)კერძო ტრანსპორტი და ქვეითები ტურისტულ ზონებში (საზოგადოების დამოკიდებულების კვლევა/ანალიზი);
დ.გ) პარკირების პრობლემები ტურისტულ ზონებში (საზოგადოების დამოკიდებულების კვლევა/ანალიზი)
;
დ.დ) ტრანსპორტი და ეკოლოგიური გარემო ტურისტულ ზონებში (საზოგადოების დამოკიდებულების კვლევა/ანალიზი);
დ.ე) საზოგადოებრივი ტრანსპორტი, როგორც ალტერნატივა ტურისტულ ზონებში (საზოგადოების დამოკიდებულების კვლევა/ანალიზი);
დ.ვ) გზების საფეხმავლო ზონებად გამოყენების შესაძლებლობის კვლევა ტურისტულ ზონებში (ადგილობრივი მაცხოვრებლებისა და საზოგადოების დამოკიდებულება);
4. თუ მოთხოვნილი თანხა არ აღემატება 5 000 (ხუთი ათას) ლარს, კომისია დაფინანსების მოთხოვნის თაობაზე საპროექტო განაცხადს განიხილავს და დადებითი შეფასების შემთხვევაში, პროექტის დაფინანსების (თანხის ოდენობის მითითებით) შესახებ რეკომენდაციით მიმართავს სამსახურის უფროსს.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პროექტის დაფინანსების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს სამსახურის უფროსი.
6. თუ წარდგენილი საპროექტო განაცხადით მოთხოვნილი თანხა აღემატება 5 000 (ხუთი ათას) ლარს, დადებითი შეფასების შემთხვევაში, კომისია პროექტის დაფინანსების (თანხის ოდენობის მითითებით) შესახებ, რეკომენდაციით მიმართავს სამსახურის უფროსს, რომელიც პროექტს განსახილველად წარუდგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საპროექტო განაცხადის დაფინანსების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა.
8. შენიშვნების არსებობის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია განმცხადებელს მოსთხოვოს საპროექტო განაცხადის შესწორებული ვარიანტის წარდგენა, რისთვისაც განუსაზღვრავს არაუმეტეს 10-დღიან ვადას.
მუხლი 5🔗.
დაფინანსების გაცემა
პროექტის დაფინანსების შემთხვევაში საპროექტო განაცხადის წარმდგენისათვის შესაბამისი თანხის გადარიცხვას უზრუნველყოფს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახური, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის ქვეპროგრამით „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ღონისძიებები“ (კოდი 01 02 01) გათვალისწინებული ასიგნებებიდან, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის მოთხოვნის საფუძველზე.
მუხლი 6🔗.
კონტროლის განხორციელება
ამ წესის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლს ახორციელებს სამსახური.