„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის“ დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №22 |
|
2021 წლის 13 აპრილი ქ. მარნეული |
|
ზოგადი დებულებები
1. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამა“ (შემდგომში – პროგრამა) განსაზღვრავს მარნეულის მუნიციპალიტეტის შესაბამისი წლის ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში, ბინამესაკუთრეთა ამხანაგობების წევრთა საერთო ქონების ექსპლუატაციისა და განვითარებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაფინანსების პროცედურებს.
2. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ურთიერთობა მარნეულის მუნიციპალიტეტის ორგანოსთან წესრიგდება „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების შესახებ“ საქართველოს კანონის, წინამდებარე პროგრამის და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. ამ პროგრამის სარგებლობის მიზნით მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიისთვის განცხადებით მიმართვის უფლება აქვს მერიაში ამ სათანადო წესით აღრიცხვაზე მდგარ ბინამესაკუთრეთა ამხანაგობას.
ამ პროგრამის მიზანია:
პროგრამა გულისხმობს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარებისა და შემდგომში ფინანსურად დამოუკიდებელ სუბიექტებად ჩამოყალიბების მიზნით, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ სხვადასხვა ტიპის, მათ შორის, ფინანსურ მხარდაჭერას.
პროგრამის განხორციელების და ფინანსების გადაწყვეტილების მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია.
ამხანაგობის განვითარება
1. ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ექსპლუატაციისა და განვითარების მიზნით, მერია განიხილავს ამხანაგობის განცხადებას საერთო ქონების ექსპლუატაციისა და განვითარებისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაფინანსების თაობაზე.
2. მერია უფლებამოსილია ხელი შეუწყოს ბინამესაკუთრეთა ამხანაგობებს ინსტიტუციური და ეკონომიკურ განვითარებისათვის.
1. ამხანაგობების წევრთა საერთო ქონების ექსპლიატაციისა და განვითარებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაფინანსების თაობაზე განცხადება უნდა შეიცავდეს:
ა) მერიის დასახელებას;
ბ) განმცხადებელი ამხანაგობის რეკვიზიტებს;
გ) ამხანაგობის მოთხოვნას საერთო ქონების განვითარებისათვის ჩასატარებელი კონკრეტული ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაფინანსების თაობაზე.
2. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს:
ა) მერიის მიერ გაცემული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვის ფურცელის ასლი;
ბ) ამ წესის შესაბამისად პირველადი მომართვის შემთხვევაში, ნოტარიულად დამოწმებული ამხანაგობის წესდების ასლი;
გ) ნოტარიულად დამოწმებული ამხანაგობის კრების ოქმის დედანი, რომლითაც განსაზღვრული ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების განვითარებისათვის ჩასატარებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოები, პრიორიტეტების მიხედვით.
1. მერია განიხილავს შემოტანილ განცხადებებს და მათ შესაბამისობას ამ პროგრამით დადგენილ პირობებთან.
2. ამხანაგობის საერთო ქონების ექსპლუატაციისა და განვითარებისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოებს მერია შეისყიდის კანონით დადგენილი წესით.
3. მერი უფლებამოსილია, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან შეთანხმებით, განსაზღვროს ამხანაგობისათვის სრულად დასაფინანსებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოების შემდეგი ძირითადი მიმართულებები:
ა) სახურავის შესაკეთებელი სამუშაოები (წყალსაწრეტი მილები, ქანობიანი და ბრტყელი სახურავი);
ბ) ლიფტის შესაკეთებელი სამუშაოები (ლიფტები და სადარბაზოს სენსორული სანათები);
გ) წითელ ხაზებში მოქცეული შიდა წყალკანალიზაციის გაყვანილობის შესაკეთებელი სამუშაოები;
დ) შენობის ან/და მისი შემადგენელი ელემენტების კაპიტალური გამაგრებითი სამუშაოები;
ე) საერთო სარგებლობის შიდა ინფრასტრუქტურის სამუშაოები (კიბეები, აივნები, ჭიშკარი, სადარბაზო, სადარბაზოს შესასვლელის გადახურვა, სადარბაზოს კარები, თაღები და სართულშუა ნაპრალების სამუშაოები);
ვ) პროექტების სამუშაოები (არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის მომსახურება).
31. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელებისათვის დეფექტური აქტს წარმოადგენს შესაბამისი ამხანაგობა, რომელსაც გადაამოწმებს მერია, კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში.
4. განცხადება არ დაკმაყოფილდება, თუ:
ა) შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკიდან, ღირებულებიდან ან/და სხვა დასაბუთებული მიზეზებიდან გამომდინარე მისი დაკმაყოფილება მიზანშეუწონელია;
ბ) შესასრულებელი სამუშაო უკვე დაფინანსებელია პროგრამის ფარგლებში და მოქმედებს შესრულებული სამუშაოების ხარისხის საგარანტიო ვადა;
გ) ამოიწურა ბიუჯეტის შესაბისი ქვეპროგრამით გათვალისწინებული ასიგნებების ოდენობა;
დ) შემოწმების შედეგად არ დასტურდება განცხადებით გათვალისწინებული სამუშაოების ჩატარების აუცილებლობა;
ე) დარღვეულია ამ წესის მოთხოვნები.
ამ წესის მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვას მერია განახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მერია უფლებამოსილია:
ა) ერთდროულად განიხილოს და შესაბამისი პირობების არსებობის შემთხვევაში დააფინანსოს სხვადასხვა სახის სამუშაოები ერთი ამხანაგობისათვის.
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვა.
1. მერია, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, აღრიცხავს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს და გამოაქვს გადაწყვეტილება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვის ან აღრიცხვაზე უარის თქმის შესახებ, რომლის საფუძველზე, მერია გასცემს აღრიცხვის ფურცელს.
აღრიცხვის ფურცელი უნდა შეიცავდეს შემდეგ სავალდებულო რეკვიზიტებს:
ა) აღრიცხვის ნომერს;
ბ) აღრიცხვის თარიღს;
გ) აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილების შეტანის თარიღს;
დ) ამხანაგობის დასახელებას;
ე) ამხანაგობის მისამართს.
მუხლი 10
1. ამხანაგობების აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შესატანად, ამხანაგობის თავმჯდომარე ან საამისოდ უფლებამოსილი პირი, მერიას მიმართავს განცხადებით, რომელსაც თან ერთვის:
ა) ნოტარიულად დამოწმებული ამხანაგობის საერთო კრების ოქმის დედანი;
ბ) „ა” ქვეპუნქტში მითითებულ საერთო კრებაზე გადაწყვეტილების მიმღებ ამხანაგობის წევრთა (ბინათმესაკუთრეთა) ხელმოწერები, წევრთა სახელი-გვარისა და პირადი ნომრების მითითებით;
გ) წევრთა ცვლილების შემთხვევაში, ამხანაგობის წევრთა სია, სახელი-გვარის, ბინის და ტელეფონის ნომრების მითითებით;
დ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარის ცვლილების შემთხვევაში, მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ე”, „ვ” და „ზ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები;
ე) სხვა დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს ამხანაგობის სააღრიცხვო დოკუმენტაციაში (ამხანაგობის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ერთობლიობა, რომლის საფუძველზეც მოხდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვა და/ან აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანა) არსებული მონაცემების ცვლილებას.
2. მერია, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, განიხილავს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებს და გამოაქვს გადაწყვეტილება ამხანაგობის აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანის ან ცვლილებების შეტანაზე უარის თქმის შესახებ.
1. ამხანაგობის აღრიცხვაზე და აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების განხორციელებაზე უარის თქმის საფუძვლებს წარმოადგენს:
ა) წინამდებარე წესის მე-8 და მე-11 მუხლებით გათვალისწინებული დოკუმენტების მერიაში წარუდგენლობა, ან წარმოდგენილ დოკუმენტებში ისეთი არაზუსტი მონაცემების მითითება, რომელიც გამორიცხავს აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე ამხანაგობის აღრიცხვას ან აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების განხორციელებას;
ბ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
1. ამხანაგობა აღრიცხვიდან მოიხსნება:
ა) სააღრიცხვო დოკუმენტაციაში ისეთი არაზუსტი მონაცემების მითითების შემთხვევაში, რომელიც გამორიცხვას ამხანაგობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებას;
ბ) სასამართლოს მიერ ამხანაგობის იმ კრების ოქმის ბათილად ცნობის შემთხვევაში, რომლის საფუძველზეც განხორციელდა ამხანაგობის აღრიცხვა ან აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანა;
გ) სხვა ამხანაგობასთან გაერთიანების შემთხვევაში;
დ) „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ამხანაგობის ლიკვიდაციის შემთხვევაში;
ე) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ამხანაგობის თავმჯდომარის არყოფნის ან მის მიერ თავისი მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, ამხანაგობას წარმოადგენს მისი ნებისმიერი წევრი, თავმჯდომარის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე.
ამხანაგობის ნებისმიერი წევრი უფლებამოსილია, გაეცნოს ამხანაგობის სააღრიცხვო დოკუმენტაციას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად.
1. ამ წესით განსაზღვრულ სააღრიცხვო პროცესს ახორციელებს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის ქონების მართვის განყოფილება.
2. მერიის უფლებამოსილებას ასევე განეკუთვნება:
ა) საინფორმაციო-საგანმანათლებლო ღონისძიებები განხორციელება;
ბ) ამხანაგობების საქმიანობისათვის საჭირო ტიპიური დოკუმენტების შემუშავება (ტიპური წესდება, ერთწლიანი სამუშაო გეგმა, თავჯდომარის ყოველთვიური ანგარიშის გეგმა და ა.შ).