ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამით „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ღონისძიებები“ (კოდი: 01 02 01) გათვალისწინებული ღონისძიების „საგზაო მოძრაობის ორგანიზებისა და უსაფრთხოების მიზნით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება“ განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (8 მუხლი)
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №18-51 |
|
2016 წლის 22 ივლისი ქ. თბილისი |
|
2. ეს წესი არ ვრცელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის ქვეპროგრამით „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ღონისძიებები“ (კოდი 01 02 01) გათვალისწინებული ასიგნების ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ორგანიზებით განსახორციელებელი სხვა ღონისძიებების დაფინანსებაზე.
3. ამ წესის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის ქვეპროგრამით „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ღონისძიებები“ (კოდი 01 02 01) გათვალისწინებული ღონისძიების „საგზაო მოძრაობის ორგანიზებისა და უსაფრთხოების მიზნით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება“ დაფინანსების მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა ქმნის პროექტის განმხილველ კომისიას (შემდგომში – კომისია). კომისიის საქმიანობის წესი განისაზღვრება კომისიის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა.
2. საპროექტო განაცხადის ფორმას და წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას განსაზღვრავს სამსახური.
3. სამსახური ამოწმებს საპროექტო განაცხადის დადგენილ ფორმასთან და ამ წესით განსაზღვრულ კრიტერიუმებთან შესაბამისობას. თუ დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი საპროექტო განაცხადი არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, სამსახური დაინტერესებულ სუბიექტს ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვრავს არანაკლებ 5-დღიან ვადას.
4. სამსახურის მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში საპროექტო განაცხადი არ განიხილება და განმცხადებელს წერილობით ეცნობება დასაბუთებული უარის შესახებ.
2. დაფინანსება ხორციელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის ქვეპროგრამისათვის „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ღონისძიებები“ (კოდი 01 02 01) გამოყოფილი ასიგნების ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ასიგნების ფარგლებში, დაფინანსებას ექვემდებარება საპროექტო განაცხადი შემდეგ თემებზე:
ა) საგზაო უსაფრთხოება (საგზაო მონაწილეთა უსაფრთხოება და დაცვა)
ა.ა) ქვეითები;
ა.ა.ა) სასკოლო განათლება – ქვეითად მოსიარულეთა უნარ-ჩვევები და საგზაო მოძრაობის წესების სწავლება (კვლევა/ტრენინგები/პოპულარიზაცია);
ა.ა.ბ) ქვეითთა უსაფრთხოება – საგზაო მოძრაობის წესების დაცვა, მიწისქვეშა და მიწის ზედა გადასასვლელებით სარგებლობა, უპირატესობები (კვლევა/პოპულარიზაცია);
ა.ა.გ) სატრანსპორტო საშუალების მძღოლთა ვალდებულებები საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეთა მიმართ – ქვეითთა უპირატესობები გადასასვლელებზე და მათი უსაფრთხოება (კვლევა/პოპულარიზაცია);
ა.ბ) ბავშვები;
ა.ბ.ა) ბავშვების უსაფრთხოება/შეზღუდვები: ბავშვების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაყვანის შეზღუდვები, წესების განსაზღვრა (კვლევა/პოპულარიზაცია);
ა.ბ.ბ) ბავშვების ქვეითთა გადასასვლელებზე ორგანიზებულად გადაყვანა, წესების განსაზღვრა (კვლევა/პოპულარიზაცია);
ა.გ) საგზაო მოძრაობის მონაწილეები (მძღოლი მგზავრი);
ა.გ.ა) სიჩქარის შეზღუდვა: მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა ქალაქის ტიპის დასახლებებში 50კმ/სთ-მდე. (კვლევა/პოპულარიზაცია) ;
ა.გ.ბ) ალკოჰოლური ან ნარკოტიკული თრობის მდგომარეობაში ავტომობილის მართვა: თრობის საშუალებათა უარყოფითი შედეგები (კვლევა/პოპულარიზაცია);
ა.გ.გ) ჩაფხუტის ხმარება: ჩაფხუტის ტიპების (სტანდარტების) განსაზღვრა, მათი ხმარების წახალისება და ადმინისტრაციული ზომების გამკაცრება (კვლევა/პოპულარიზაცია);
ა.გ.დ) უსაფრთხოების ღვედი: უსაფრთხოების ღვედის გამოყენების წახალისება (კვლევა/პოპულარიზაცია);
ა.გ.ე) საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების და დაშავებულთა მონაცემების ვიზუალიზაცია – საინფორმაციო ბანერის მოწყობა;
ბ) საზოგადოებრივი ტრანსპორტი ;
ბ.ა) საზოგადოებრივი ტრანსპორტის როლი და უპირატესობები – საზოგადობის დამოკიდებულება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართ, საცობთან ბრძოლა, CO-ს შემცირება, კერძო ტრანსპორტის მფლობელთა დამოკიდებულება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართ (კვლევა/პოპულარიზაცია);
ბ.ბ) ტრანსპორტის მოძრაობის უარყოფითი შედეგის ვიზუალიზაცია – გამონაბოლქვის დეტექტორის დაყენება, მონაცემების ვიზუალიზაცია;
გ) ეკოტრანსპორტი ;
გ.ა) ველოსიპედი – ჯანმრთელობა, მობილურობა, უპირატესობა, მომხმარებელთა რაოდენობა (კვლევა/პოპულარიზაცია);
დ) ტურისტული ზონა ;
დ.ა) ტურისტული ზონის გეოგრაფიული მდებარეობის განსაზღვრა (საზოგადოების დამოკიდებულების კვლევა/ანალიზი) ;
დ.ბ)კერძო ტრანსპორტი და ქვეითები ტურისტულ ზონებში (საზოგადოების დამოკიდებულების კვლევა/ანალიზი);
დ.გ) პარკირების პრობლემები ტურისტულ ზონებში (საზოგადოების დამოკიდებულების კვლევა/ანალიზი) ;
დ.დ) ტრანსპორტი და ეკოლოგიური გარემო ტურისტულ ზონებში (საზოგადოების დამოკიდებულების კვლევა/ანალიზი);
დ.ე) საზოგადოებრივი ტრანსპორტი, როგორც ალტერნატივა ტურისტულ ზონებში (საზოგადოების დამოკიდებულების კვლევა/ანალიზი);
დ.ვ) გზების საფეხმავლო ზონებად გამოყენების შესაძლებლობის კვლევა ტურისტულ ზონებში (ადგილობრივი მაცხოვრებლებისა და საზოგადოების დამოკიდებულება);
4. თუ მოთხოვნილი თანხა არ აღემატება 5 000 (ხუთი ათას) ლარს, კომისია დაფინანსების მოთხოვნის თაობაზე საპროექტო განაცხადს განიხილავს და დადებითი შეფასების შემთხვევაში, პროექტის დაფინანსების (თანხის ოდენობის მითითებით) შესახებ რეკომენდაციით მიმართავს სამსახურის უფროსს.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პროექტის დაფინანსების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს სამსახურის უფროსი.
6. თუ წარდგენილი საპროექტო განაცხადით მოთხოვნილი თანხა აღემატება 5 000 (ხუთი ათას) ლარს, დადებითი შეფასების შემთხვევაში, კომისია პროექტის დაფინანსების (თანხის ოდენობის მითითებით) შესახებ, რეკომენდაციით მიმართავს სამსახურის უფროსს, რომელიც პროექტს განსახილველად წარუდგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საპროექტო განაცხადის დაფინანსების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა.
8. შენიშვნების არსებობის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია განმცხადებელს მოსთხოვოს საპროექტო განაცხადის შესწორებული ვარიანტის წარდგენა, რისთვისაც განუსაზღვრავს არაუმეტეს 10-დღიან ვადას.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამით „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ღონისძიებები“ (კოდი: 01 02 01) გათვალისწინებული ღონისძიების „საგზაო მოძრაობის ორგანიზებისა და უსაფრთხოების მიზნით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება“ განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამით „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ღონისძიებები“ (კოდი: 01 02 01) გათვალისწინებული ღონისძიების „საგზაო მოძრაობის ორგანიზებისა და უსაფრთხოების მიზნით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება“ განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 28.04.2017.
- როდის იქნა მიღებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამით „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ღონისძიებები“ (კოდი: 01 02 01) გათვალისწინებული ღონისძიების „საგზაო მოძრაობის ორგანიზებისა და უსაფრთხოების მიზნით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება“ განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“?
- „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამით „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ღონისძიებები“ (კოდი: 01 02 01) გათვალისწინებული ღონისძიების „საგზაო მოძრაობის ორგანიზებისა და უსაფრთხოების მიზნით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება“ განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 22.07.2016. მიმღები ორგანო — ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №18-51. სარეგისტრაციო კოდი — 010260040.35.101.016307.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამით „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ღონისძიებები“ (კოდი: 01 02 01) გათვალისწინებული ღონისძიების „საგზაო მოძრაობის ორგანიზებისა და უსაფრთხოების მიზნით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება“ განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 28.04.2017-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამით „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ღონისძიებები“ (კოდი: 01 02 01) გათვალისწინებული ღონისძიების „საგზაო მოძრაობის ორგანიზებისა და უსაფრთხოების მიზნით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება“ განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 8 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამით „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ღონისძიებები“ (კოდი: 01 02 01) გათვალისწინებული ღონისძიების „საგზაო მოძრაობის ორგანიზებისა და უსაფრთხოების მიზნით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება“ განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.04.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამით „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ღონისძიებები“ (კოდი: 01 02 01) გათვალისწინებული ღონისძიების „საგზაო მოძრაობის ორგანიზებისა და უსაფრთხოების მიზნით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება“ განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“, №18-51, 22.07.2016, სარეგისტრაციო კოდი 010260040.35.101.016307 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.04.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3349261/