„საქართველოს 2016-2017 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ განხორციელებისათვის“ დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 21.07.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №339
სარეგისტრაციო კოდი 010100000.10.003.019412
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/07/2016
matsne.gov.ge 2,084 სიტყვა · ~10 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (4)
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრი
ამოცანა ინდიკატორი
4.4.2. სექსუალურ ძალადობის მსხვერპლთათვის შესაბამისი მომსახურების მიწოდება ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის სახელმწიფო ფონდი
მიზანი ამოცანა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🔗 ციტირება სხვა დოკუმენტებში (1)

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 89% 21.07.2016 საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის (2016-2017 წლებისთვის) დამტკიცების შესახებ 1. სისხლის სამართლის მართლმსაჯულება 85% 21.07.2016 სიღნაღის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის 2021 -2024 წლების სტრატეგიის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 85% 18.02.2021 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული სტრატეგიის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 82% 21.02.2023 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული სტრატეგიის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 82% 03.02.2017

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს 2016-2017 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ განხორციელებისათვის“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება №339 2016 წლის 21 ივლისი ქ. თბილისი „საქართველოს 2016-2017 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ განხორციელებისათვის“ დამტკიცების თაობაზე მუხლი 1🔗 1. დემოკრატიის, მშვიდობისა და უსაფრთხოების  განმტკიცების მიზნით, საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღიარებული პრინციპების განსამტკიცებლად, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ჰ​1“  ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს  თანდართული „საქართველოს 2016-2017 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“  განხორციელებისათვის“ ეროვნული სამოქმედო გეგმა (შემდგომში - ეროვნული სამოქმედო გეგმა).   მუხლი 2🔗 1. აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისმა დაწესებულებებმა უზრუნველყონ ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულება, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში. 2.  ეთხოვოთ ეროვნულ სამოქმედო გეგმაში ჩართულ სხვა უწყებებს  კოორდინირებული თანამშრომლობა, ეროვნული სამოქმედო გეგმის მიზნებისა და ამოცანების განხორცილებისათვის. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს  „ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის (2016-2017 წ.წ.) პროექტისა და „ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის 2014-2015 წლების  შესრულების ანგარიშის“ მოწონების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 13 ივნისის №1138 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს მთავრობის შესაბამისი განკარგულების ძალაში შესვლისთანავე. პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი საქართველოს 2016-2017 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების "ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე" განხორციელებისათვის მოქმედების სფერო I: მონაწილეობა მიზანი  1: ქალთა გაზრდილი მონაწილეობა უსაფრთხოების სექტორში ამოცანა ინდიკატორი საქმიანობა პასუხისმგებელი უწყება თანამშრომელი უწყება შესრულების ვადა ბიუჯეტი  1.1 უსაფრთხოების სექტორში,  გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე, ქალთა გაზრდილი მონაწილეობისათვის შექმნილია ხელსაყრელი გარემო. ინდიკატორი: 1.1ა გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე ქალთა დაწინაურების ხელშეწყობისათვის ადამიანური რესურსების მიზნობრივი პოლიტიკის არსებობა. ბაზისი: თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების პოლიტიკის დოკუმენტები გენდერულად მგრძნობიარეა. შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უშიშროების საბჭოს არ აქვთ გენდერულად მგრნობიარე ადამიანური რესურსების მიზნობრივი პოლიტიკის დოკუმენტები                   სამიზნე: 2017 წლისათვის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უშიშროების საბჭოში შემუშავებულია გენდერულად მგრძნობიარე ადამიანური რესურსების მიზნობრივი პოლიტიკის დოკუმენტები  წყარო: შინაგან საქმეთა სამინისტროს, უშიშროების საბჭოსა და თავდაცვის სამინსიტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტები                                                                1.1.1. ადამიანური რესურსების  დეპარტამენტების თანამშრომელთათვის ტრენინგების ჩატარება გენდერულ თანასწორობისა და ქალებზე მშვიდობასა და უსაფრთხოების საკითხებზე საქართველოს თავდაცვის სამინისტრო; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატი 2016-2017  1.1.2. უსაფრთხოების სექტორში სქესის ნიშნით სეგრეგირებულ მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის სისტემის შექმნა საქართველოს თავდაცვის სამინისტრო; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2016-2017  1.1.3. ადამიანური რესურსების  პოლიტიკისა და გეგმების შემუშავება გენდერული ასპექტების გათვალისწინებით, შემდგომი იმპლემენტაცია, მონიტორინგი და შეფასება. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატი 2017  1.1.4. ანტიდისკრიმინაციული კულტურის, გენდერული თანასწორობისა და ადამიანის უფლებათა მათ შორის, სამუშაო  ადგილებზე ქალთა უფლებების პატივისცემის ხელშეწყობა. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატი 2017  1.1.5. ადამიანური რესურსების დეპარტამენტებს შორის კონფერენციის ორგანიზება გენდერულად მგრძნობიარე ადამიანური რესურსების პოლიტიკისა და გეგმების განხორციელების,  საუკეთესო პრაქტიკის გაცვლისა და გამოწვევების განხილვის მიზნით  საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატი 2017 ინდიკატორი 1.1.ბ: გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე ქალთა პროცენტული რაოდენობა  (დეპარტამენტის უფროსები და უფრო ზედა პოზიციები) ბაზისი: ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატი - 40% თავდაცვის სამინსიტრო - 39% შინაგან საქმეთა სამინისტრო - 3% მიზანი: 2017 წლისათვის მონაცემის სულ მცირე შენარჩუნება წყარო: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ადამიანური რესურსების დეპარტამენტები  1.1.6. უსაფრთხოების სექტორის დაწესებულებების მიერ კარიერული განვითარებისთვის შექმნილ პროგრამებში (ტრენინგები, გაცვლითი ვიზიტები, აშ. ) ქალებისა და კაცებისათვის თანაბარი მონაწილეობის უზრუნველყოფა საქართველოს თავდაცვის სამინისტრო; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატი საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2016-2017 ინდიკატორი 1.1.გ: ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში (GID) და ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმში (IPRM) მონაწილე  ქალთა პროცენტული მაჩვენებელი  ბაზისი: ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში 2015 წელს - 30% ქალი ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმში (IPRM) –  33% ქალი მიზანი: 2017 წლისათვის იგივე ან უფრო მაღალი წყარო: შესაბამისი ინსტიტუციები, რომლებიც გუნდის დაკომპლექტებაზე იღებენ გადაწყვეტილებას  1.1.7. მაღალი დონის მედიაციისა და მოლაპარაკების უნარებში  ქალებისათვის  მიზნობრივი ტრენინგების ორგანიზება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი; სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 2016-2017 მიზანი  2: იძულებით გადაადგილებულ პირთა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალთა, ასევე ქალთა და სხვა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაზრდილი მონაწილეობა კონფლიქტის პრევენციასა და კონფლიქტის მოგვარების პროცესში ამოცანა ინდიკატორი საქმიანობა პასუხისმგებელი უწყება თანამშრომელი უწყება შესრულების ვადა ბიუჯეტი  2.1.: ოფიციალური  მოლაპარაკებების პროცესში იძულებით გადაადგილებულ  და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალთა საჭიროებები, პრიორიტეტები  და რეკომენდაციები განხილული და გათვალისწინებულია ინდიკატორი 2.1.ა: ოფიციალური სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში ქალთა და ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების  პრიორიტეტებს/რეკომენდაციების გათვალისწინების  პროცენტული მაჩვენებელი.  ბაზისი: განისაზღვრება 2016 წელს მიზანი: განისაზღვრება 2016 წელს წყარო: ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრის ოქმები  2.1.1. ინფორმაციის გაცვლისა და ქალთა პრიორიტეტებისა და საჭიროებების სამშვიდობო მოლაპარაკებებში გათვალისწინების მიზნით  ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების მონაწილეებსა და სამოქალაქო საზოგადოებას, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ქალთა უფლებების დამცველთა, იძულებით გადაადგილებულ  და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალთა მონაწილეობით, რეგულარული დიალოგის მექანიზმის შექმნა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი. საქართველოს  საგარეო საქმეთა სამინისტრო 2016-2017  2.1.2. ქალთა პრიორიტეტებისა და საჭიროებებზე ეფექტური რეაგირების მიზნით  ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მონაწილეებსა და სამოქალაქო საზოგადოებას, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ქალთა უფლებების დამცველთა, იძულებით გადაადგილებულ  და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალთა მონაწილეობით, რეგულარული დიალოგის მექანიზმის შექმნა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი 2016-2017  2.2: სახალხო დიპლომატიის ინიციატივები მხარდაჭერილია ინდიკატორი 2.2.ა: ქალთა ორგანიზაციების მიერ განხორციელებული  სახალხო დიპლომატიის ინიციატივების პროცენტული მაჩვენებელი ბაზისი: 2015 წელს ინიციატივების  10%. მიზანი: 2017 წელს 20%-იანი ზრდა წყარო: შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტროს მონაცემთა ბაზა  2.2.1. სახალხო დიპლომატიის ინიციატივების მონაცემთა ბაზის წარმოება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი  2.2.2. ყოველწლიური ღონისძიების ორგანიზება  სახალხო დიპლომატიის ინიციატივების შედეგებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისათვის, იმ ინიციატივების განსაკუთრებული  წვლილის გათვალისწინებით, რომლებიც ეხმიანება ქალთა საჭიროებებსა და პრიორიტეტებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი მოქმედების სფერო II: პრევენცია მიზანი  3: სექსუალური და გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობისა და ადამიანის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვა რისკების პრევენცია ამოცანა ინდიკატორი საქმიანობა პასუხისმგებელი უწყება თანამშრომელი უწყება შესრულების ვადა ბიუჯეტი  3.1: გამყოფი ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრებ პირთა ინფორმირებულობის მიზნით, შექმნილია და ფუნქციონირებს შესაბამისი სისტემა/სისტემები, პოტენციური უსაფრთხოების რისკების, მათ შორის, ქალებისა და ბავშვების სპეციფიკური რისკების არსებობის თაობაზე. ინდიკატორი 3.1.ა:  დევნილი და გამყოფი ხაზის სიახლოვეს მცხოვრებ იმ პირთა  რაოდენობა, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს გასვლით საინფორმაციო შეხვედრებში ბაზისი: განისაზღვროს 2016 წელს მიზანი: განისაზღვროს 2016 წელს წყარო: შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტრო.  3.1.1. წელიწადში ორჯერ საკონსულტაციო შეხვედრების ორგანიზება, იძულებით გადაადგილებულ, კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებთან და მათ ოჯახის წევრებთან სექსუალური ან სხვა გენდერული ნიშანით ჩადენილ ძალადობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სხვა რისკებზე, როგორიცაა ომის ნარჩენები, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა და უკანონო დაკავების საფრთხეები. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა სამინისტრო გამყოფი ხაზის მიმდებარე მოსახლეობის საჭიროებების შემსწავლელი სამთავრობო კომისია 2016-2017  3.1.2. ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაში სამოქალაქო თავდაცვის, უსაფრთხოებისა და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის №1325  ძირითად პრინციპების ინტეგრირება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 2016-2017  3.1.3. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის, განსაკუთრებით ქალებისა და გოგონების საჭიროებების შესწავლა/ინფორმაციის განახლება გამყოფი ხაზის მიმდებარე მოსახლეობის საჭიროებების შემსწავლელი სამთავრობო კომისია  3.2: უსაფრთხოების სექტორის, სამშვიდობო პერსონალის, და სამართალდამცავი სისტემების შესაძლებლობები, სექსუალური და გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენციისა და შესაბამის რეაგირებაზე, მათ შორის კონფლიქტურ და პოსტ-კონფლიქტურ სიტუაციებში, გაზრდილია ინდიკატორი 3.2.a : სექსუალური და გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენციასა და რეაგირების საკითხებზე გადამზადებულ უსაფრთხოების სექტორის და სამშვიდობო ძალები მოსამსახურეების პროცენტული მაჩვენებელი  ბაზისი: პროკურატურის თანამშრომლები 2015 წელს - 0% შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები 2015 წელს - 0% თავდაცვის სამინისტროდან -  მიზანი: 2017 წლისათვის 10%-იანი ზრდა წყარო: შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, პროკურატურა  3.2.1. უსაფრთხოების სექტორის თანამშრომელთათვის სავალდებულო ტრეინინგების შემოღება ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების პრინციპების შესახებ, სპეციალური ფოკუსით სექსუალური და გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენციისა და შესაბამისი რეაგირების, მათ შორის კონფლიქტურ და პოსტ-კონფლიქტურ სიტუაციებში  საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საქართველოს თავდაცვის ეროვნული აკადემია 2016-2017  3.2.2.: სამშვიდობო ოპერაციებში გადასროლის წინა სავალდებულო ტრენინგების დანერგვა  ქალებზე მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს  რეზოლუციის შესახებ, სპეციალური ფოკუსით სექსუალური და გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენციისა და შესაბამისი რეაგირების, მათ შორის კონფლიქტურ და პოსტ-კონფლიქტურ სიტუაციებში  საქართველოს თავდაცვის სამინისტრო  2016-2017  3.2.3: პროკურატურის თანამშრომლებისათვის  ტრენინგის ჩატარება "ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე" გაეროს რეზოლუციების  შესახებ საქართველოს მთავარი პროკურატურა 2016-2017  3.2.4. მიზნობრივი ტრენინგების ჩატარების უზრუნველყოფა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ქვედანაყოფისათვის  გაეროს უშიშროების საბჭოს №1325 და შემდგომი რეზოლუციების შესახებ სპეციალური ფოკუსით სექსუალური და გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენციასა და რეაგირებაზე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სსიპ საქართველოს შსს აკადემია.  2016-2017  3.2.5. ტრენინგების ჩატარება მედიისათვის ქალებზე, მშვიდობისა და უსაფრთხოების პრინციპებზე და გენდერულად მგრძნობიარე მედია გაშუქების შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრის აპარატი საქართველოს სახალხო დამცველი 2016 მოქმედების სფერო 3: დაცვა მიზანი  4:სოციალურ-ეკონომიკურად გაძლიერებული დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალები, გოგონები და მათი ოჯახის წევრები ამოცანა ინდიკატორი საქმიანობა პასუხისმგებელი უწყება თანამშრომელი უწყება შესრულების ვადა ბიუჯეტი  4.1: იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა და გოგონებისათვის შექმნილია და ფუნქციონირებს მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობისა და უფასო იურიდიული მომსახურების სისტემა ინდიკატორი 4.1.ა: ქალთა პროცენტული რაოდენობის ზრდა (კაცებთან თანაფარდობით), რომლებმაც ისარგებლეს სახელმწიფოს უფასო იურიდიული მომსახურებით ბაზისი: 2015 წელს იურიდიული კონსულტაცია გაეწია 1154 დევნილს, საერთო კონსულტაციების 5% ( ქალი 3.5%; კაცი 1.5%) მიზანი: 2017 წლისათვის მაჩვენებლის ზრდა 7%-ით (ქალი 5%; კაცი 2%) წყარო: იურიდიული დახმარების სამსახური, დევნილთა სამინისტრო  4.1.1. წლიურად არანაკლებ 10 უფასო იურიდიული დახმარების საკონსულტაციო შეხვედრის ორგანიზება გამყოფი ხაზის მიმდებარე რეგიონებში მცხოვრები ქალებისა და გოგონებისათვის იურიდიული დახმარების სამსახური საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა სამინისტრო საქათველოს იუსტიციის სამინისტრო 2016-2017  4.1.2. იურიდიული დახმარების რეგულარული მიწოდება იძულებით გადაადგილებული ქალებისა და გოგონებისათვის და მათი ოჯახის წევრებისათვის. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა სამინისტრო 2016-2017  4.2: პროგრამები იძულებით გადაადგილებულ  და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისათვის ხელმისაწვდომია ინდიკატორი 4.2.ბ: დევნილ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალთა პროცენტული რაოდენობა რომლებიც სარგებლობენ  პროფესიული განათლების, გადამზადებისა და მეწარმეობის განვითარების პროგრამებით ბაზისი: პროფესიული განათლების, გადამზადების პროგრამაზე.               2015 წელს 10,405 სტუდენტი (4483 ქალი 43%)                                                                                2015 წელს იძულებით გადაადგილებული 565 ქალი (5.4 %) მიზანი: განისაზღვროს დევნილთა და განათლების სამინისტროს მიერ წყარო: დევნილთა სამინისტრო, განათლების სამინისტრო  4.2.1.იძულებით გადაადგილებულ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალთა ცნობიერების ამაღლება არსებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2016-2017  4.2.2. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებში ქალთა და გოგონათა მონაწილეობისათვის ფინანსური მხარდაჭერის უზრუნველყოფა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა სამინისტრო  2016-2017  4.2.3 იძულებით გადაადგილებული პირების განსაკუთრებით ქალებისა და გოგონების  მცირე გრანტებით თანადაფინანსებით უზრუნველყოფა  საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა სამინისტრო 2016  4.2.4. ტრენინგების ჩატარება იძულებით გადაადგილებულ და კონფლიქტის შედეგაც დაზარალებულ ქალთათვის სამეწარმეო, ბიზნეს და სხვა უნარ-ჩვევებში, მცირე ბიზნესის დაწყების მიზნით. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 2016-2017  4.3.: იძულებით გადაადგილებულ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებს აქვთ თანაბარი ხელმისაწვდომობა საჯარო სერვისებზე (ჯანდაცვა, სოციალური დაცვა....) ინდიკატორი 4.3.ა:  სოციალურ და ჯანდაცვის სერვისებზე ინფორმირებულ დევნილი ქალებისა და გოგონების  პროცენტული მაჩვენებელი  ბაზისი: განისაზღვროს 2016 წელს მიზანი: განისაზღვროს 2016 წელს წყარო: დევნილთა სამინისტროს მონიტორინგის ანგარიში, კომუნიკაციის სტრატეგია   4.3.1. იძულებით გადაადგილებულ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალთათვის, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის სერვისებზე  კონცეფციის შემუშავება ჯანდაცვის სამინისტრო  2017  4.3.2. იძულებით გადაადგილებულ პირთა ხელშემწყობ პროგრამებზე ქალებისა და გოგონების ინფორმირებულობის მიზნით  სამინისტროს შიდა კომუნიკაციის სტრატეგიაში  გენდერული თანასწორობის პრინციპების გათვალისწინება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა სამინისტრო 2016  4.3.3. სქესის და ასაკის მიხედვით სეგრეგირებული მონაცემები იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობის შესახებ (ოჯახური მდგომარეობა, განათლების დონე და საცხოვრებელი პირობები) საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა სამინისტრო 2016-2017  4.3.4. სამეგრელოში, იმერეთში, შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის რეგიონებში იძულებით გადაადგილებული ქალებისა და გოგონების საჭიროებების განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა სამინისტრო 2016-2017  4.4. სექსუალურ ძალადობის მსხვერპლთათვის  ეფექტური რეაბილიტაცია და მხარდაჭერა უზრუნველყოფილია ინდიკატორი 4.4.1: სექსუალური ძალადობის მსხვერპლთათვის/დაზარალებულთათვის სახელმწიფო მომსახურებების განმსაზღვრელი კონცეფცია შემუშავებული ბაზისი: არ არსებობს  მიზანი: მომსახურებების განსაზღვრის მიზნით კონცეფციის შემუშავება წყარო: სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი  4.4.1. სექსუალურ ძალადობის მსხვერპლთა ეფექტიანი რეაბილიტაციისა და  მხარდაჭერისათვის,  საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისი, სახელმწიფო მომსახურებების შესახებ კონცეფციის შემუშავება სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი (შემდგომში -სახელმწიფო ფონდი) 2016  4.4.2. სექსუალურ ძალადობის მსხვერპლთათვის შესაბამისი მომსახურების მიწოდება ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის სახელმწიფო ფონდი 2017 მოქმედების სფერო 5: გაეროს №1325 რეზოლუციის ეროვნული სამოქმედო გეგმის  ეფექტური განხორციელება და მონიტორინგი მიზანი 5: გაეროს №1325 რეზოლუციის ეროვნული სამოქმედო გეგმის  განხორციელების კუთხით პასუხისმგებლობის გაძლიერება და ზედამხედველობა მიზანი ამოცანა საქმიანობა პასუხისმგებელი უწყება თანამშრომელი უწყება შესრულების ვადა ბიუჯეტი  5.1: ჩამოყალიბებულია და ფუნქციონირებს ეროვნული სამოქმედო გეგმის   იმპლემენტაციის, მონიტორინგისა და ანგარიშგების მდგრადი მექანიზმი ინდიკატორი 5.1.ა: აღმასრულებელ ხელისუფლებაში, გენდერული თანასწორებისა და ქალთა  გაძლიერების მექანიზმის არსებობა ბაზისი: პრემიერ მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში კოორდინაციას უწევს გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების პოლიტიკისა და სამოქმედო გეგმების განხორციელებას მიზანი: აღმასრულებელ ხელისუფლებაში გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების მექანიზმის არსებობა 2016 წლისათვის წყარო: მთავრობის შესაბამისი დადგენილება  5.1.1: პრემიერ-მინისტრის აპარატში კვარტალური მონიტორინგის შეხვედრების ორგანიზება სამთავრობო სამოქმედო გეგმის №1325 იმპლემენტაციის პროგრესის განხილვისათვის. პრემიერ-მინისტრის აპარატი 2016-2017  5.1.2. ქალთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებთან სამოქმედო გეგმის განხორციელების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით წელიწადში 2 შეხვედრის ორგანიზება პრემიერ-მინისტრის აპარატი 2016-2017  5.1.3: სამოქმედო გეგმის №1325 განხორციელების შესახებ ყოველწლიური ანგარიშის მომზადება და ადამიანის უფლებათა უწყებათაშორისი საბჭოსათვის წარდგენა. პრემიერ-მინისტრის აპარატი 2016-2017 ინდიკატორი 5.1.ბ :ეროვნული სამოქმედო გეგმის მონიტორინგის  ანგარიშის არსებობა ბაზისი: ეროვნული სამოქმედო გეგმის მონიტორინგი განხორციელდა 2015 წელს მიზანი: 2017 წლისთვის სახალხო დამცველის მონიტორინგის 2 ანგარიშის არსებობა წყარო: სახალხო დამცველის ოფისი  5.1.3: ყოველწლიურად  სამოქმედო გეგმის №1325 განხორციელების მონიტორინგის ანგარიში მომზადება და სამოქალაქო საზოგადოებისათვის წარდგენა სახალხო დამცველის აპარატი 2016-2017  5.2. ქალებზე მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების რეზოლუციების შესახებ ინფორმირებულობა გაზრდილია  ინდიკატორი 5.2.გ: საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიო და სატელევიზიო გადაცემების რაოდენობა ბაზისი: განისაზღვროს 2016 წელს მიზანი: განისაზღვროს 2016 წელს წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი  5.2.1. საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლება რადიო და სატელევიზიო გადაცემებში შესაბამისი თემატიკის გაშუქების გზით საზოგადოებრივი მაუწყებელი  2016-2017