აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის „შპს „ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიისათვის“ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/385
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/07/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/385

2016 წლის 22 ივლისი

ქ. თბილისი

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის „შპს „ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიისათვის“ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილმა ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა კომისიამ (შემდგომში ,,კომისია“) განიხილა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2016 წლის 5 ივლისის №01/2132 განცხადება შპს „ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიისათვის“ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

პროექტის მოკლე აღწერილობა:

 2014 წლის 4 ნოემბერს საქართველოს მთავრობას (წარმოდგენილი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს) სახით და კომპანია „Pomagalski“-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში ქ. ჭიათურაში მიმდინარეობს 4 რევერსიული გონდოლებიანი საბაგირო გზის მშენებლობა.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 ივლისის №1415 და 2015 წლის 29 ოქტომბრის №2339 განკარგულებებით, დასახელებული პროექტის განსახორციელებლად შპს ,,ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიის“ (შემდეგში ,,კომპანია”) მიერ მომზადდა განსახლების სამოქმედო გეგმა და მასვე დაევალა განსახლების სამოქმედო გეგმის შესაბამისად ქონების გამოსყიდვა.

ჭიათურის საბაგირო ადგილობრივი მოსახლეობის ძირითადი სატრანსპორტო საშუალებაა, რომლითაც ყოველდღიურად 10 ათასზე მეტი პირი სარგებლობს. სარეაბილიტაციო სამუშაოები ჭიათურის საბაგირო გზის 4 მონაკვეთს უნდა ჩაუტარდეს, რომელთა ჯამური სიგრძე 2.5 კილომეტრია. რეაბილიტირებული საბაგირო გზები ქალაქის ცენტრს გარეუბნებთან დააკავშირებს. ბაგირგზები თანამედროვე სტანდარტების ტექნიკით აღიჭურვება, რომელიც ქსელის უსაფრთხოდ მუშაობას უზრუნველყოფს. ჭიათურაში საბაგიროების მოსაწყობად თანამედროვე აღჭურვილობისა და ტექნიკის მოწოდებას ფრანგული კომპანია ”პომაგალსკი” განახორციელებს. ის მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა საბაგირო გზებისა და ბაგირიანი ტრანსპორტირების სისტემების პროექტირების, მშენებლობისა და ექსპლოატაციის სფეროში. ჭიათურის საბაგირო ადგილობრივი მოსახლეობის ძირითადი სატრანსპორტო საშუალებაა, რომლითაც ყოველდღიურად რამდენიმე ათასი ადამიანი სარგებლობს. საბაგირო გზები დღემდე იმ მანქანა-დანადგარებით ფუნქციონირებს, რომელიც მისი თავდაპირველი ექსპლოატაციის დროს 1963 წელს დამონტაჟდა. ბაგირგზებზე სარემონტო სამუშაოები 1990-იანი წლებიდან აღარ ჩატარებულა, რაც მგზავრთა უსაფრთხოდ გადაადგილებას რისკის ქვეშ აყენებს. ჭიათურის საბაგიროს სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლოს დაიწყება და 2017 წლის დასაწყისში დასრულდება. ახალი საბაგირო გზების მშენებლობა დაფინანსებულია საფრანგეთის მთავრობის მიერ.

პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ უძრავი ქონების მესაკუთრეთა ნაწილთან ქონების ნებაყოფლობითი გამოსყიდვის შესახებ ,,კომპანიის“ მიერ შეთანხმება მიღწეულია. მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად, შეთანხმება ვერ შედგა პროექტის ზემოქმედების არეალში არსებულ ქ. ჭიათურაში, 9 აპრილის ქ. N13 -ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრე მირიან გურულთან (პ/ნ 54001010583), ს/კ №38.10.35.212 და მიმდინარე ეტაპისათვის მასთან მედიაციის ყველა რესურსი ამოწურულია.            

წარმოდგენილი განცხადებების საფუძვლიანობის შემოწმებისა და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, მიზანშეწონილია დაკმაყოფილდეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შუამდგომლობა და ,,ინფრასტუქტურის განვითარების კომპანიას“მოთხოვნილ მიწის ნაკვეთებზე უნდა მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება, შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ განსახორციელებელი პროექტი წარმოადგენს აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებას. უძრავი ქონება ს/კ N38.10.35.212 (არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 25 კვ.მ და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა – ფართით 18.2 კვ.მ) წარმოადგენს პროექტის განხორციელებისთვის საჭირო არეალს და მასზე ვრცელდება პროექტის ზემოქმედება. შესაბამისად, მასზე საკუთრების უფლების მოპოვების გარეშე შეუძლებელია სამშენებლო სამუშაოების წარმოება.

საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას, წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის 21-ე მუხლში. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების და მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება“. საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება. კონსტიტუციის 21-ე მუხლი უარყოფს იმგვარ საკუთრებით წესრიგს, რომელშიც კერძო ინტერესი საჯარო ინტერესთა მიმართ უპირობო, აბსოლუტური უპირატესობით სარგებლობს.
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი ითვალისწინებს საჯარო მიზნებისთვის საკუთრების ჩამორთმევას. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია საქართველოს კანონით „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“.
„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება“. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, კი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საზოგადოებრივი საჭიროებისათვის აუცილებელი ნაგებობისა და ობიექტის მშენებლობისათვის.

ვინაიდან, ,,კომპანიის“ მიერ ვერ ხერხდება უძრავი ქონების გამოსყიდვის თაობაზე კერძო მესაკუთრესთან შეთანხმების მიღწევა, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება.

ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2016 წლის 20 ივლისის სხდომის ოქმის საფუძველზე,

 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შპს „ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიას“ მიენიჭოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლება ქ. ჭიათურაში, 9 აპრილის ქ. №13-ში, საბაგირო გზების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში მოქცეულ მირიან გურულის (პ/ნ 54001010583) კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (ს/კ N38.10.35.212, მიწის ნაკვეთი 25კვ.მ და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა 18.2 კვ.მ).
  2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის.: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კ.მ, №6).

 

მინისტრი                                                               დიმიტრი ქუმსიშვილი