2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცებისა და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების იმ პროგრამული მიმართულების/მიმართულებების დამტკიცების შესახებ, რომელშიც/რომლებშიც სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად აფინანსებს სახელმწიფო

მიღების თარიღი 27.07.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №81/ნ
სარეგისტრაციო კოდი
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/07/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,194 სიტყვა · ~16 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (15)
1 0140105/ 0140106
2 0140101/ 0140102
3 0140119/ 0140120
5 1140709
6 1140710
7 1140803
8 1140804
9 1140901
10 1140902
11 0090901
12 0090903
13 0090904
14 0090703
1005 ფილოლოგია, მათ შორის ქვედარგის/სპეციალიზაციის შესაბამისი მოდიფიცირებით
1006 ფილოსოფია
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

2015-2016 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცებისა და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების იმ პროგრამული მიმართულების/მიმართულებების დამტკიცების შესახებ, რომელშიც/რომლებშიც სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად აფინანსებს სახელმწიფო საქართველოს მინისტრის ბრძანება 99% 15.05.2015 2025-2026 სასწავლო წელს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 95% 04.08.2025 2019-2020 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 95% 21.08.2019 2021 - 2022 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 94% 21.07.2021 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 94% 17.08.2017

დოკუმენტის ტექსტი

2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცებისა და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების იმ პროგრამული მიმართულების/მიმართულებების დამტკიცების შესახებ, რომელშიც/რომლებშიც სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად აფინანსებს სახელმწიფო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №81/ნ 2016 წლის 27 ივლისი ქ. თბილისი 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცებისა და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების იმ პროგრამული მიმართულების/მიმართულებების დამტკიცების შესახებ, რომელშიც/რომლებშიც სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად აფინანსებს სახელმწიფო „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „პ​6“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 79-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ,,2016-2017 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობების, ოდენობებისა და პროგრამული დაფინანსების მოცულობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 აპრილის №158 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ,,2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესი და პირობები“ ამ ბრძანების დანართი 1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს ,,2016-2017 სასწავლო წელს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის  აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების ის პროგრამული მიმართულება/მიმართულებები,  რომელშიც/რომლებშიც სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად აფინანსებს სახელმწიფო“ დანართი 2-ის შესაბამისად. მუხლი 3🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიალექსანდრე ჯეჯელავა დანართი 1 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესი და პირობები მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ეს წესი (შემდგომში − წესი) ადგენს 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული პროგრამული დაფინანსების მოცულობის ფარგლებში პროგრამული დაფინანსების გაცემის წესსა და პირობებს. 2. ამ ბრძანების დანართი 2-ით გათვალისწინებული ბაკალავრიატის  აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების პროგრამული მიმართულების დარგზე/სპეციალობაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით, ჩარიცხული სტუდენტების სწავლის დაფინანსებისათვის აუცილებელია სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას გააჩნდეს ამ მიმართულების/მიმართულებების დარგის/სპეციალობის მიმართულებით დოქტორანტურის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის (გარდა დოქტორანტურის ინდივიდუალური საგანმანათლებლო პროგრამის) განხორციელების უფლება. 3. ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსების პარამეტრები განსაზღვრულია ამ ბრძანების დანართი 2-ით განსაზღვრული ბაკალავრიატის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების პროგრამულ მიმართულებაზე/მიმართულებებზე 2016 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებული ადგილების მიხედვით, თითოეულ ადგილზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის შესაბამისი თანხების, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული პირობებით მიმართვის საფუძველზე. მუხლი 2🔗. პროგრამული დაფინანსების გაცემის მიზანი სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის  მიზანია უმაღლესი განათლების სფეროში: ა) არსებული ინტელექტუალური პოტენციალის მიზნობრივად გამოყენების ხელშეწყობა; ბ) ჰუმანიტარულ, საბუნებისმეტყველო, სოციალურ, ტექნიკურ, აგრარულ მეცნიერებათა და სხვა პრიორიტეტული პროგრამული მიმართულებების, როგორც ეროვნული კულტურისა და განათლების განუყოფელ შემადგენელ ნაწილთა განვითარება და ახალგაზრდების დაინტერესების ხელშეწყობა აღნიშნული მიმართულებით სწავლის გასაგრძელებლად; გ) სტუდენტების ისეთი პროფესიული მოღვაწეობისათვის მომზადება, რომელიც მოითხოვს სამეცნიერო ცოდნისა და მეცნიერული მეთოდების გამოყენებას; დ) სახელმწიფო პოლიტიკისა და მისი განხორციელების მიმართ საზოგადოების პოზიტიური დამოკიდებულებისა და პროცესში ჩართულობის გაზრდა. მუხლი 3🔗. პროგრამული დაფინანსების მიღებაზე უფლებამოსილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები პროგრამული დაფინანსების მიღებაზე უფლებამოსილია სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული შემდეგი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები (შემდგომში − უნივერსიტეტები): ა) სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ბ) სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი; გ) სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; დ) სსიპ – აკაკი წერეთლის  სახელმწიფო უნივერსიტეტი; ე) სსიპ – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ვ) სსიპ – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ზ) სსიპ – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი; თ) სსიპ – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მუხლი 4🔗. პროგრამული დაფინანსების გაცემის საფუძველი 1. პროგრამული დაფინანსება გაიცემა 2016 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე უნივერსიტეტებში ამ ბრძანების დანართი 2-ით განსაზღვრული ბაკალავრიატის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების პროგრამული მიმართულების (შემდგომში − პრიორიტეტული პროგრამული მიმართულება) დარგზე/სპეციალობაზე და რაოდენობების ფარგლებში ჩარიცხული  საქართველოს მოქალაქე ან რეზიდენტი სტუდენტების (შემდგომში − სტუდენტი) სწავლის დასაფინანსებლად. 2. „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“ 31-ე მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში დასაშვებია პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგზე/სპეციალობაზე დასაფინანსებელი ადგილების რაოდენობა აღემატებოდეს ამ ბრძანების დანართი-2-ით  განსაზღვრული ადგილების  რაოდენობას. 3. პროგრამული დაფინანსების ფარგლებში გაცემული დაფინანსება უზრუნველყოფს სტუდენტის მიერ პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების  დარგზე/სპეციალობაზე  ერთი სასწავლო წლის განმავლობაში საშუალოდ 60 კრედიტის (მაგრამ არაუმეტეს 75 კრედიტის) ათვისებას არაუმეტეს 4 წლის განმავლობაში. 4. უნივერსიტეტი, ამ წესის მე-5 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით კარგავს პროგრამული დაფინანსების მიღების უფლებას, თუ კანონმდებლობის შესაბამისად არ გამოსცემს პირის უნივერსიტეტში ჩარიცხვის დამადასტურებელ დოკუმენტს. 5. პროგრამულ დაფინანსებას უნივერსიტეტი აგრეთვე მოიპოვებს ამ ბრძანების დანართი 2-ით განსაზღვრული პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგის/სპეციალობისათვის გათვალისწინებული ადგილების რაოდენობის ფარგლებში სტუდენტის სტატუსის იმ დაწესებულებაში აღდგენის შემთხვევაში, სადაც პირს შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი ან სტუდენტთა მობილობის/შიდა მობილობის განხორციელების შემთხვევაში, მათ შორის 2016 წელს ან 2016 წლამდე ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული საქართველოს მოქალაქე ან რეზიდენტი სტუდენტების მობილობის/შიდა მობილობის განხორციელების შემთხვევაში ან სტუდენტის სტატუსის იმ დაწესებულებაში აღდგენის შემთხვევაში, სადაც პირს შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი. 6. თუ პიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგზე/სპეციალობაზე მობილობის/შიდა მობილობის მსურველთა განაცხადების რაოდენობა აღემატება ამ ბრძანების დანართი 2-ით განსაზღვრული ადგილების რაოდენობას, პროგრამული დაფინანსების ფარგლებში უნივერსიტეტი დაფინანსებას მიიღებს იმ სტუდენტებისათვის, რომელთა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები აღემატება მობილობის/შიდა მობილობის სხვა მსურველთა შედეგებს. თუ, ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ბოლო საკონკურსო ადგილზე გასულია 2 ან მეტი თანაბარქულიანი სტუდენტი უნივერსიტეტი ვალდებულია ჩაუტაროს ბოლო საკონკურსო ადგილზე გასულ თანაბარქულიან სტუდენტებს შიდა გამოცდა, რომლის საფუძველზეც განისაზღვრება, თუ რომელი სტუდენტი იქნება გათვალისწინებული უნივერსიტეტზე გასაცემი პროგრამული დაფინანსების ფარგლებში. 7. თუ სტუდენტის სტატუსის აღდგენის (იმ დაწესებულებაში, სადაც პირს შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი) მსურველთა რაოდენობა აღემატება ამ ბრძანების დანართი 2-ით განსაზღვრული ადგილების რაოდენობას, უნივერსიტეტი ვალდებულია ჩაუტაროს სტუდენტის სტატუსის აღდგენის (იმ დაწესებულებაში სადაც პირს შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი) მსურველ პირებს შიდა გამოცდა, რომლის საფუძველზეც განისაზღვრება, სტუდენტის სტატუსის აღდგენის შემთხვევაში თუ რომელი სტუდენტი იქნება გათვალისწინებული უნივერსიტეტზე გასაცემი პროგრამული დაფინანსების ფარგლებში. 8. მიმღები უნივერსიტეტი არ არის უფლებამოსილი, ამ ბრძანების დანართი 2-ით გათვალისწინებული ბაკალავრიატის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების პროგრამული მიმართულების დარგზე/სპეციალობაზე ჩარიცხულ სტუდენტს, ასევე ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ სტუდენტს მოსთხოვოს სწავლის საფასურის გადახდა, შეთავაზებული საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული კრედიტების ინდივიდუალური სასწავლო გეგმის მეშვეობით, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვადის დარჩენილი დროის მონაკვეთში, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით შევსების საჭიროებისას. 9. მობილობის/შიდა მობილობის პროცესის დასრულების შემდგომ უნივერსიტეტები ვალდებული არიან საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს (შემდგომში − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი) წარუდგინონ პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგზე/სპეციალობაზე ამ ბრძანების დანართი 2-ით განსაზღვრული ადგილების რაოდენობის ფარგლებში მობილობით/შიდა მობილობით გადასულ პირთა სახელობითი სია. 10. ამ ბრძანების დანართი 2-ით გათვალისწინებული ბაკალავრიატის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების პროგრამული მიმართულების დარგზე/სპეციალობაზე სტუდენტის სტატუსის აღდგენა იმ დაწესებულებაში, სადაც პირს შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი, დასაშვებია ამ ბრძანების დანართი 2-ით განსაზღვრული ადგილების რაოდენობის ზევით, რომლებიც არ გაითვალისწინება უნივერსიტეტზე გასაცემი პროგრამული დაფინანსების ოდენობის გამოანგარიშებისას. ასეთი პირების უმაღლესი განათლების დაფინანსება განხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 5🔗. პროგრამული დაფინანსების ოდენობა 1. პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგზე/სპეციალობაზე უნივერსიტეტზე გასაცემი პროგრამული დაფინანსების ოდენობა გამოიანგარიშება შემდეგი პრინციპების დაცვით: ა) თითოეული პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგის/სპეციალობის პროგრამული დაფინანსების ფარგლებში უნივერსიტეტზე გასაცემ წლიურ დაფინანსებას წარმოადგენს 33750 (ოცდაცამეტი ათას შვიდას ორმოცდაათი) ლარი, რომელიც უნივერსიტეტს მიეცემა პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგზე/სპეციალობაზე ერთიდან 15-ის ჩათვლით ჩარიცხულ სტუდენტთა ნებისმიერ რაოდენობაზე; ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაფინანსებასთან ერთად, თითოეული პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგზე/სპეციალობაზე, ამ ბრძანების დანართი 2-ით გათვალისწინებული ადგილების რაოდენობის ფარგლებში, 15 სტუდენტის შემდგომ ჩარიცხულ ყოველ ექვს სტუდენტამდე  უნივერსიტეტზე პროგრამული დაფინანსების ფარგლებში ყოველწლიურად  გაიცემა 11250 (თერთმეტი ათას ორას ორმოცდაათი) ლარი. 2. ,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“   31-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესით პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგზე/სპეციალობაზე, ამ ბრძანების დანართი 2-ით გათვალისწინებული ადგილების ოდენობაზე ადგილის/ადგილების დამატების შემთხვევაში უნივერსიტეტზე პროგრამული დაფინანსების ფარგლებში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დაფინანსებასთან ერთად დამატებით გაიცემა, თითოეულ დამატებულ ადგილზე 2250 (ორი ათას ორას ორმოცდაათი) ლარი. 3. „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“   39-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული პირი არ იანგარიშება უნივერსიტეტზე გასაცემი პროგრამული დაფინანსების ოდენობის გამოანგარიშებისას. მუხლი 6🔗. პროგრამული დაფინანსების მიღების შეზღუდვა 1. დაუშვებელია ერთსა და იმავე/სხვადასხვა პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგზე/სპეციალობაზე ერთი და იმავე პირის სწავლის დასაფინანსებლად პროგრამული დაფინანსების ფარგლებში უნივერსიტეტისათვის დაფინანსების მიცემა. ერთსა და იმავე/სხვადასხვა პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგზე/სპეციალობაზე ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხვის, მობილობით/შიდა მობილობით გადასვლის ან სტუდენტის სტატუსის აღდგენის შემთხვევაში, ერთი და იმავე პირის სწავლის დასაფინანსებლად უნივერსიტეტს თანხა მიეცემა მხოლოდ იმ პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგზე/სპეციალობაზე გათვალისწინებული ადგილისათვის, რომელზეც პირმა პირველად განაგრძო სწავლა პრიორიტეტული პროგრამული დაფინანსებით გათვალისწინებული ადგილების ფარგლებში. 2. ამ ბრძანების დანართი 2-ით გათვალისწინებული თითოეული პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგის/სპეციალობისათვის განსაზღვრული ადგილების რაოდენობის ზემოთ, კანონმდებლობით დადგენილი წესით მობილობით/შიდა მობილობით გადასული სტუდენტების რაოდენობა არ გაითვალისწინება უნივერსიტეტზე გასაცემი პროგრამული დაფინანსების ოდენობის გამოანგარიშებისას. ასეთი პირების უმაღლესი განათლების დაფინანსება განხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 3. პროგრამული დაფინანსების ფარგლებში დაფინანსება არ გაიცემა ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ ამ ბრძანების დანართი 2-ით გათვალისწინებულ პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგზე/სპეციალობაზე ჩარიცხული პირების სწავლის დასაფინანსებლად, რაც არ ზღუდავს ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირის უფლებას სწავლა გააგრძელოს (ჩაირიცხოს) ამ ბრძანების დანართი 2-ით გათვალისწინებული პრიორიტეტიული პროგრამული მიმართულების დარგზე/სპეციალობაზე. ასეთი სტუდენტების უმაღლესი განათლების დაფინანსება განხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 4. უნივერსიტეტზე გასაცემი პროგრამული დაფინანსების ოდენობის გამოანგარიშებისას არ იანგარიშებიან ის სტუდენტები, რომლებსაც შესაბამისი წლის პირველი ნოემბრის და პირველი აპრილისათვის შეჩერებული აქვთ სტუდენტის სტატუსი. მუხლი 7🔗. უნივერსიტეტისათვის პროგრამული დაფინანსების მინიჭების შესახებ დოკუმენტის მომზადება და გამოცემა 1. ,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანების პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული ,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“ 39-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესით უნივერსიტეტების მიერ რექტორის ერთიანი აქტის სამინისტროში წარდგენიდან 30 დღის ვადაში სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტი კოორდინაციას უწევს უნივერსიტეტებისათვის პროგრამული დაფინანსების მინიჭების შესახებ დოკუმენტის შემუშავებას, რაც მტკიცდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის შემუშავების დროს სამინისტრო ეყრდნობა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და  სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი და სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სამინისტროს მოთხოვნიდან 5 სამუშაო დღის ვადაში მოთხოვნილ ინფორმაციას გადასცემენ სამინისტროს. 3. დამტკიცების შემდეგ დოკუმენტი იგზავნება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში არაუგვიანეს 31 ოქტომბრისა, რომელიც უზრუნველყოფს ამ დოკუმენტის მიწოდებას შესაბამისი უნივერსიტეტებისათვის, ასევე სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისათვის. მუხლი 8🔗. სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების უფლება და პროგრამული დაფინანსების გადატანის შესაძლებლობა 1. პროგრამული დაფინანსების ფარგლებში პროგრამული დაფინანსების მიღება არ ზღუდავს უნივერსიტეტს მიიღოს სტუდენტის მიერ მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად სტუდენტის მიერ  ნაწილობრივი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების შემთხვევაში, უნივერსიტეტს არ აქვს უფლება სტუდენტს მოსთხოვოს მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობიდან პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგის/სპეციალობის საფასურის სრულად შევსებამდე დარჩენილი თანხის გადახდა. 3. პროგრამული დაფინანსების პარალელურად სტუდენტის მიერ მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემისა და გადატანის წესი განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 4. დაუშვებელია პროგრამული დაფინანსების ფარგლებში მოპოვებული დაფინანსების  გადატანა. მუხლი 9🔗. პროგრამული დაფინანსების გაცემის დრო და უნივერსიტეტის მიერ წარსადგენი ინფორმაცია 1.  სამინისტრო პროგრამული დაფინანსების ფარგლებში თანხის გადარიცხვას ახორციელებს შესაბამისი დაწესებულების სახაზინო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით, პირველი ნოემბრის და პირველი აპრილისთვის საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის (შემდგომში – რეესტრი) მონაცემების შესაბამისად. ყოველსემესტრულად, პროგრამული დაფინანსების გადარიცხვის მიზნით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი სამინისტროში წარადგენს უნივერსიტეტისათვის პროგრამული დაფინანსების მინიჭების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე შესაბამისი წლებისა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების მიხედვით, რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით ცალ-ცალკე შექმნილ სიებს უნივერსიტეტების მითითებით. 2.  უნივერსიტეტის მიერ საგანმანათლებლო დაწესებულების რეესტრში სტუდენტის შესახებ ინფორმაციის შეუტანლობა არის უნივერსიტეტისათვის პროგრამული დაფინანსების შემცირების საფუძველი, ამ წესის მე-5 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უნივერსიტეტი არ არის უფლებამოსილი მოსთხოვოს სტუდენტს გადაურიცხავი პროგრამული დაფინანსების შესაბამისი თანხის ან/და მისგან გამომდინარე სხვა გადასახდელის (პროცენტი, ჯარიმა და ა.შ) გადახდა. მუხლი 10🔗. პროგრამული დაფინანსების შენარჩუნება/შეწყვეტა 1. პროგრამული დაფინანსება უნივერსიტეტს ამ წესის მე-5 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით უნარჩუნდება შემდეგი წესით: ა) პირველ ნოემბრამდე, თუ სტუდენტს სტუდენტის სტატუსი შეუწყდა/შეუჩერდა ან კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლა მობილობის ან შიდა მობილობის უფლებით პირველი აპრილის შემდგომ; ბ) პირველ აპრილამდე,  თუ სტუდენტს სტუდენტის სტატუსი შეუწყდა/შეუჩერდა ან კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლა მობილობის ან შიდა მობილობის უფლებით პირველი  ნოემბრის შემდგომ. 2. პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგის/სპეციალობისათვის აკრედიტაციის გაუქმების შემთხვევაში წყდება პროგრამული დაფინანსების გაცემა. 3. პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგის/სპეციალობის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის გაუქმების შემთხვევაში პროგრამული დაფინანსება განხორციელდება  ამ გადაწყვეტილების მიღებამდე ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობის ფარგლებში. მუხლი 11🔗. პროგრამული დაფინანსების მიღების ფარგლებში უნივერსიტეტის უფლებები და ვალდებულებები 1. უნივერსიტეტებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა შემდეგი შედეგების მიღწევაზე: ა) თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის მქონე პირების მომზადება; ბ) შიდა და საგარეო შრომის ბაზარზე უმაღლესი განათლების მქონე პირთა კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა; გ) საუნივერსიტეტო მეცნიერების განსავითარებლად ახალი თაობების მომზადების ხელშეწყობა. 2. ყოველი სასწავლო წლის ბოლოს უნივერსიტეტები ვალდებულნი არიან  სამინისტროს წარუდგინონ ინფორმაცია შემდეგი სტრუქტურის მიხედვით: ა) პროგრამული დაფინანსების ფარგლებში დასახული მიზნები, რისი მიღწევა სურს საშუალოვადიან პერიოდში და რა ძირითადი სამოქმედო გეგმები აქვს დასახული აღნიშნული მიზნების მისაღწევად; ბ)  პროგრამული დაფინანსების ფარგლებში დაფინანსებული პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგზე/სპეციალობაზე ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობისა და მათი განათლების ხარისხის მოკლე ანალიზი, საპროგნოზო მაჩვენებლები და აღწერა; გ) მოთხოვნის შესაბამისად მიაწოდონ საჭირო დოკუმენტაცია და ინფორმაცია სამინისტროს. 3. პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგზე/სპეციალობაზე პროგრამული დაფინანსების ამ წესით განსაზღვრული ვადის ამოწურვის შემდგომ უნივერსიტეტები ვალდებულნი არიან სამინისტროში წარმოადგინონ ინფორმაცია პროგრამული დაფინანსების ფარგლებში დასახული მიზნების შესრულების საბოლოო შედეგების თაობაზე და მოახდინონ საბოლოო ანგარიშგება. 4. უნივერსიტეტი ვალდებულია პროგრამული დაფინანსების ფარგლებში გამოყოფილი დაფინანსება მიმართოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად და შესაბამისი პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგის/სპეციალობის განსავითარებლად. 5. უნივერსიტეტი ვალდებულია პრიორიტეტული პროგრამული  მიმართულების დარგზე/სპეციალობაზე ჩარიცხული სტუდენებისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების შემთხვევაში პროგრამული დაფინანსებით სტუდენტის ერთ ადგილზე გამოყოფილი თანხა გრანტის პროპორციული ოდენობით გამოიყენოს უნივერსიტეტის/ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის სხვა საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებისათვის. მუხლი 12🔗. სამინისტროს უფლებამოსილება 1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი უფლებამოსილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნას პროგრამული დაფინანსების ფარგლებში დაფინანსებული უნივერსიტეტების მიერ მიღწეული შედეგების შეფასების კომისიას (შემდგომში − კომისია). 2. კომისიას ტექნიკურ დახმარებას უწევს სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უმაღლესი განათლების განვითარების სამმართველო. მუხლი 13🔗. პროგრამული დაფინანსების ფარგლებში მოსალოდნელი შედეგების შეფასება 1. პროგრამული დაფინანსების ფარგლებში უნივერსიტეტების მიერ ამ წესით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებისა და მათ მიერ დასახული მიზნების მიღწევის შესაფასებლად კომისია უფლებამოსილია გამოიყენოს შუალედური და საბოლოო შეფასება. 2. პროგრამული დაფინანსების ფარგლებში შუალედური შეფასებები გამოიყენება როგორც საბოლოო შედეგის მიღწევისკენ პროგრესის მაჩვენებელი. ამ მიმართულებით, გაწეული ხარჯების განათლების ხარისხთან შესაბამისობისა და სტუდენტთა კონტინგენტის მონიტორინგის მიზნით, ყოველი სასწავლო წლის ბოლოს შეჯამდება და გაანალიზდება თითოეულ უნივერსიტეტში: ა) პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგზე/სპეციალობაზე  ჩარიცხული სტუდენტების შეფასებების შესახებ მონაცემები; ბ) პრიორიტეტული პროგრამული მიმართულების დარგზე/სპეციალობაზე სტუდენტთა რაოდენობის მაჩვენებლები. 3. პროგრამული დაფინანსების ფარგლებში მოსალოდნელი შედეგების საბოლოო შეფასებისას ძირითადად გამოყენებულ იქნება ხარისხობრივი ინდიკატორები, რომლის საფუძველზე შეფასდება პროგრამული დაფინანსების ფარგლებში გაწეული დაფინანსებით მიღებული შედეგების ხარისხი. 4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული შეფასებების გათვალისწინებით, კომისია უფლებამოსილია შეიმუშაოს რეკომენდაცია უნივერსიტეტებისათვის მომდევნო სასწავლო წლებში პროგრამული დაფინანსების მიცემაზე უარის თქმის შესახებ (რაც არ გულისხმობს უკვე ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობის გათვალისწინებით უნივერსიტეტისათვის პროგრამული დაფინანსების შეწყვეტას). დანართი 2 2016-2017 სასწავლო წელს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის  აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების ის პროგრამული მიმართულება/მიმართულებები,  რომელშიც/რომლებშიც სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად აფინანსებს სახელმწიფო 1. 2016-2017 სასწავლო წელს სახელმწიფო სრულად აფინანსებს სტუდენტის სწავლის საფასურს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის ქართულენოვანი აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების შემდეგ პროგრამულ მიმართულებაზე/მიმართულებებზე:  კოდი მიმართულება კოდი დარგი/სპეციალობა 01 აგრარული მეცნიერებანი 0101 აგრონომია 0102 ვეტერინარია 0103 მეცხოველეობა 0104 სასურსათო ტექნოლოგია 0105 სატყეო საქმე 03 განათლება 0301 განათლების მეცნიერებები 0302 მასწავლებლის განათლება 04 ინჟინერია 0404 საინჟინრო ფიზიკა 0405 ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია 0406 მშენებლობა 0415 აგროინჟინერია 05 მეცნიერება/საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი 0501 მათემატიკა 0502 ფიზიკა 0503 ქიმია 0504 ბიოლოგია/სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებანი/გამოყენებითი ბიომეცნიერებები 07 სოციალური მეცნიერებები 0701 ეკონომიკა 10 ჰუმანიტარული მეცნიერებანი 1004 ისტორია 1005 ფილოლოგია, მათ შორის ქვედარგის/სპეციალიზაციის შესაბამისი მოდიფიცირებით 1006 ფილოსოფია 11 მიმართულებათაშორისი დარგები ან სპეციალობები 1101 არქიტექტურა 1115 არქეოლოგია შენიშვნა: მიმართულებების, დარგების/სპეციალობების ჩამონათვალი განისაზღვრება უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩოს მიხედვით. 2. უნივერსიტეტის მიერ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე  დარეგისტრირებულ საგანმანათლებლო პროგრამასა და ამ დანართის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დარგებს/სპეციალობებს შორის შესაბამისობა განისაზღვრება  „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებით დამტკიცებული უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩოს (დანართი №3) საფუძველზე. 3. ამ ბრძანების პირველი დანართის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ 2016 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებული ადგილები: ამ ბრძანების პირველი დანართის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ 2016 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებული ადგილები: № კოდი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება კვალიფიკაცია 2016 წ.  უსდ-მიერ დარეგისტ რირებული ადგილები 001 სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტი 2016 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ცნობარის მიხედვით 1 0010101 ქართული ფილოლოგია ფილოლოგიის ბაკალავრი 200 2 0010102 ისტორია ისტორიის ბაკალავრი 150 3 0010103 არქეოლოგია არქეოლოგიის ბაკალავრი 25 4 0010104 ფილოსოფია ფილოსოფიის ბაკალავრი 25 5 0010126 დაწყებითი განათლება განათლების ბაკალავრი 25 6 0010106 მათემატიკა მეცნიერებათა ბაკალავრი მათემატიკაში 100 7 0010107 ფიზიკა საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ბაკალავრი ფიზიკაში 100 8 0010108 ქიმია საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ბაკალავრი ქიმიაში 100 9 0010109 ბიოლოგია საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ბაკალავრი ბიოლოგიაში 100 10 0010118 ეკონომიკა ეკონომიკის ბაკალავრი 400 ჯამი 1225 003 სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კვალიფიკაცია 1 0030101 მშენებლობა ინჟინერიის ბაკალავრი მშენებლობაში 500 2 0030203 ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის ბაკალავრი 450 3 0030601 არქიტექტურა არქიტექტურის ბაკალავრი 150 4 0030803 მათემატიკა მათემატიკის ბაკალავრი 50 5 0030807 საინჟინრო ფიზიკა საინჟინრო ფიზიკის ბაკალავრი 100 6 0031001 აგრარული ტექნოლოგიები აგრონომიის ბაკალავრი 75 7 0031002 სასურსათო ტექნოლოგია სასურსათო ტექნოლოგიის ბაკალავრი 120 8 0031003 სატყეო საქმე სატყეო საქმის ბაკალავრი 100 9 0031004 აგროინჟინერია ინჟინერიის ბაკალავრი აგროინჟინერიაში 80 10 0031005 მეცხოველეობა მეცხოველეობის ბაკალავრი 75 11 0031006 აგრონომია ბაკალავრი აგრონომიაში 75 12 0031007 ნიადაგისა და წყლის რესურსების ინჟინერია ბაკალავრი აგროინჟინერიაში 75 13 0030403 ქიმია ქიმიის ბაკალავრი 50 ჯამი 1900 009 სსიპ – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი კვალიფიკაცია 1 0090101 ქართული ენა და ლიტერატურა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრი ფილოლოგიაში 150 2 0090107 არქეოლოგია ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრი არქეოლოგიაში 30 3 0090108 ისტორია ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრი ისტორიაში 60 4 0090501 მათემატიკა მათემატიკის ბაკალავრი 60 5 0090503 ფიზიკა საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ბაკალავრი ფიზიკაში 15 6 0090504 ბიოლოგია საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ბაკალავრი ბიოლოგიაში 60 7 0090202 ეკონომიკა ეკონომიკის ბაკალავრი 100 8 0090301 დაწყებითი განათლება განათლების ბაკალავრი 200 9 0090601 ელექტრული ინჟინერია ინჟინერიის ბაკალავრი 75 10 0090602 მშენებლობა ინჟინერიის ბაკალავრი მშენებლობაში 60 11 0090901 აგრონომია აგრარულ მეცნიერებათა ბაკალავრი 60 12 0090903 აგრონედლეულის კვების პროდუქტების ტექნოლოგია და ექსპერტიზა სასურსათო ტექნოლოგიის ბაკალავრი 30 13 0090904 აგროინჟინერია აგროინჟინერიის ბაკალავრი 30 14 0090703 სასურსათო ტექნოლოგია სასურსათო ტექნოლოგიის ბაკალავრი 40 ჯამი 970 010 სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი კვალიფიკაცია 1 0100402 მათემატიკა მეცნიერების ბაკალავრი მათემატიკაში 50 2 0100403 ბიოლოგია საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ბაკალავრი ბიოლოგიაში 50 3 0100102 ქართული ფილოლოგია ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრი ფილოლოგიაში 50 4 0100103 ისტორია ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრი ისტორიაში 50 5 0100104 ფილოსოფია ფილოსოფიის ბაკალავრი 15 6 0100105 არქეოლოგია არქეოლოგიის ბაკალავრი 30 7 0100106 დაწყებითი სკოლის პედაგოგიკა (ძირითადი სპეციალობა); სკოლამდელი აღზრდა (დამატებითი სპეციალობა) განათლების ბაკალავრი 50 8 0100404 ფიზიკა საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ბაკალავრი ფიზიკაში 15 ჯამი 310 012 სსიპ – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი კვალიფიკაცია 1 0120101 მათემატიკა მათემატიკის ბაკალავრი 30 2 0120201 ქიმია ქიმიის ბაკალავრი 25 3 0120202 ბიოლოგია ბიოლოგიის ბაკალავრი 25 4 0120203 ფიზიკა ფიზიკის ბაკალავრი 10 5 0120301 ქართული ფილოლოგია ფილოლოგიის ბაკალავრი 30 6 0120302 არქეოლოგია არქეოლოგიის ბაკალავრი 25 7 0120303 ისტორია ისტორიის ბაკალავრი 25 8 0120601 ეკონომიკა ეკონომიკის ბაკალავრი 30 ჯამი 200 071 სსიპ – თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო   უნივერსიტეტი კვალიფიკაცია 1 0710103 ქართული ენა და ლიტერატურა ფილოლოგიის ბაკალავრი 35 2 0710104 ისტორია ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრი ისტორიაში 70 3 0710109 ბიოლოგია ბიოლოგიის ბაკალავრი 35 4 0710105 დაწყებითი განათლება განათლების ბაკალავრი 40 5 0710108 სასურსათო ტექნოლოგია სასურსათო ტექნოლოგიის ბაკალავრი 50 ჯამი 230 114 სსიპ – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი კვალიფიკაცია 1 1140101 დაწყებითი განათლება განათლების ბაკალავრი 90 2 1140205 ეკონომიკა ეკონომიკის ბაკალავრი 50 3 1140601 მშენებლობა ინჟინერიის ბაკალავრი მშენებლობაში 50 4 1140606 აგრონომია (აგროტექნოლოგია, აგროეკოლოგია) აგრარულ მეცნიერებათა ბაკალავრი 50 5 1140709 ქართული ფილოლოგია ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრი ფილოლოგიაში 80 6 1140710 ისტორია ისტორიის ბაკალავრი 50 7 1140803 ბიოლოგია ბიოლოგიის ბაკალავრი 30 8 1140804 ქიმია ქიმიის ბაკალავრი 15 9 1140901 ფიზიკა ფიზიკის ბაკალავრი 15 10 1140902 მათემატიკა მათემატიკის ბაკალავრი 30 ჯამი 460 014 სსიპ – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი კვალიფიკაცია 1 0140105/ 0140106 ქართული ფილოლოგია ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრი ფილოლოგიაში 120 2 0140101/ 0140102 ისტორია ჰუმანიტარულ მეცნიერებათა  ბაკალავრი ისტორიაში 120 3  0140119/ 0140120 ეკონომიკა ეკონომიკის ბაკალავრი 120 4 ჯამი 360 საერთო ჯამი 5655